Academic Study of Religion als ein westliches Megaprojekt ‚რელიგიის კვლევა‘ – დასავლური მეგა-პროექტი

‚რელიგიის კვლევა‘, როგორც დასავლური მეგა-პროექტი

„მთლიანობაში თანამედროვე ადამიანს ახასიათებს ის, რომ მას თვით საუკეთესო სურვილის შემთხვევაშიც კი არ შეუძლია წარმოიდგინოს იმდენად დიდი თუა რელიგიური ცნობიერების შინაარსთა მნიშვნელობა ცხოვრების წესის, ‚კულტურისა‘ და ‚ხალხთა ფსიქოლოგიისაათვის‘, რამდენად დიდიცაა იგი სინამდვილეში“. წერდა თავის დროზე ანუ 1905 წელს მაქს ვებერი. მაქს ვებერი, ვინც ბებერი მარქსისგან განსხვავებით რელიგიას და ზოგადად ადამიანის საქციელს მატერიალური ყოფის ზედნაშენად კი არ საღებდა, არამედ პირიქით, იგი რელიგიაში, იდეებში, ადამიანის რწმენა-წარმოდგენებში საზოგადოებრივი ყოფიერებისა და საქციელის საფუძვლებს ხედავდა.

როგორც სათაურმა გაუწყათ, ჩემი მიზანია, წარმოვაჩინო „რელიგიის კვლევები“, როგორც ტიპიურად დასავლური ანუ ოქციდენტალური, კერძოდ კი, ევროპული საგანმანათლებლო პროექტი და თანამედროვე დასავლური სამყაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი დარგი; უპირველეს ყოვლისა კი, ვაჩვენო ‚რელიგიის კვლევების‘ ანუ ‚რელიგიის კვლევის‘ თუ ‚რელიგიების კვლევების‘ ტერმინოლოგიური პლურალიზმი ( Science of Religion, Study of Religion, Religious Studies, History of Religion, Sciences Religieuses, Religionswissenschaft, Religionistika…) ტერმინოლოგიურ სათავეში დგას რასაკვირველია, ‚რელიგიის ისტორია‘. რელიგიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოება დღესაც იწოდება როგორც რელიგიათა ისტორიის ინტერნაციონალური ასოციაცია I.A.H.R., მაგრამ ეს მხოლოდ ინერციის და ბრიტანელების კონსერვატორული ბუნების ბრალი მგონია.

გავიმეორებ, თან დავაზუსტებ: დღევანდელი დასავლეთის აკადემიურ სივრცეში, მ მეცნიერული დარგის აღსანიშნავად მიღებულია ინგლისური Religious Studies, რასაც მგონი უკვე ჯაბნის Study of Religion, ფრანგულად თავიდან ფიგურირებდა Science des Religions (‚სიანს დე ღელიჟიონ‘), გერმანულად ერთი მოქნილი სიტყვით, Religionswissenschaft, გამოითქმის დღემდე, ხოლო იაპონურად ‚შოკიოგაკუ‘ 宗教იაპონია შემთხვევით არ გვიხსენებია, რელიგიოლოგია ის აკადემიური საგანია, რომელიც გეოგრაფიულად მოიცავს დიდ შვიდეულს + ჰოლანდია და სკანდინავია. სხვათაშორის, ბერძნულად გვაქვს θρησκειολογία, საპატიო მიზეზით, რადგან ბერძნებსაც ქართველების მსგავსად ‚რელიგია‘ ვერ განაზოგადეს და რელიგიის ფენომენის გამოსახატავად არაერთ ტერმინს იყენებდნენ და იყენებენ დღესაც, მათ შორის, ბოლო ხანებში ‚რელიგიაც‘ ჩართეს.

Italiano: storia delle religioni, scienza della religione, scienze delle religioni, scienze religiose…

ქართულად? რელიგიის მეცნიერება, რელიგიის კვლევა, რელიგიოლოგია, რჯულთმცოდნეობა, რელიგიის შტუდიები, ნუთუ ეტიუდებიც? ქართულ ფილოლოგიაში ლიტერატული შტუდიებიც გვაქვს და ეტიუდებიც, ორივე შემთხვევაში კვლევა იგულისხმება. ჩემი აზრით, უკვე მოძველებულია ‚რელიგიათმცოდნეობა‘, თუმცა ‚რელიგიის კვლევებს‘ სჯობია. ‚კვლევები‘ სხვადასხვა მეცნიერებათა მიერ სასხვათაშორისოდ წარმოებული ანალიზია რელიგიისა და არა უშუალოდ რელიგიის კვლევის დარგი ანუ რელიგიოლოგია. რატომ არა ‚რელიგიისმცოდნეობა‘ ან რელიგიის ისტორია? მოდით, ეს დავა ბოლოში გადავიტანოთ… მაქს ვებერმა რელიგიის დეფინიცია გადაიტანა ბოლოში, რადგან განსასაზღვრავ საგანზე, – ჩვენ შემთხვევაში კი რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება იგულისხმება, – ჯერ თუ არ იმსჯელე, რას საზღვრავ?

დასაწყისისათვის უმთავრესი კითხვა გრამატიკულია – დარგის მშობლიურ ენაზე მოქცევას დრო სჭირდება: მხოლობითი ფორმა თუ მრავლობითი? რელიგია ევროცენტრული, ახალი დროის ტერმინია, ე.წ. კოლექტიური ზინგულარი და მოიცავს რავლობითსაც ანუ ყველა ისტორიულ რელიგიას და ასევე ‚რელიგიას‘, როგორც ზოგადადამიანურ, ზოგადკულტურულ ფენომენს და, როგორც ზოგჯერ იტყვიან, იმ ძირითად მახასიათებელს, რაც ადამიანს განასხვავებს ცხოველისგან, მხეცისგან. თუმცა ეს სადავო დებულებაა 2 მიზეზით: 1. რიტუალები და რიტუალურობა ცხოველბშიც შეინიშნება, განსაკუთრებით კი საქორწინონი; 2. რელიგია ზოგჯერ ადამიანს მხეცზე მეტად ამხეცებს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ამრიგად, რელიგია რელიგიებიცაა და კვლევა კი – კვლევებიცაა. აქ შეიძლება შესადარებლად გამოვიყენოთ ქართული ‚ცხვარი‘. ცხვარი ერთიცაა და მრავალიც. ცხვარი მთაშია, თუ ვიტყვით, ყველა ცხვარს ვგულისხმობთ, მაგრამ თუ ვიტყვით, ‚ცხვარი დაგვიკლა‘, ეს ერთადერთ და განუმეორებელ, ბედნიერ  ცხვარზეა საუბარი 🙂

სადაა ახლა ეს ცხვარი? ჩვენი ‚ცხვარი‘ ანუ რელიგია ბაკშია. რელიგია დაბრუნდა, რაც გლობალური, ევროპული ძირითადი ენით ასე გამოითქმის: Back of Religion. ღმერთიც ბაკშია და ეს ბაკი უფრო მაღალი ლატნითაც კია მეცხვარის ანუ უხილავი ბედისწერის მიერ შემოღობილი, ვიდრე რელიგიის ბაკი. ეს ორივე ბაკი რომ ავკრიფოთ ვირტუალურად, რაც მე ამასწინათ მოვიმოქმედე, ერთობლიობაში მივიღებთ ასეთ არითმეტიკა:

B. of. Religion = 428 000 000 მონაცემი ანუ რეზულტატი 0, 35 წამში;

B. of. God = 478 000 000 მონაცემი 0,33 წამში.

თვითონ Religion გვაძლევს 705 000 000 რეზულტატს. აქვე გავიხსენთ ისტორიის მამა – ჰეროდოტე, რელიგიისადმი გამოჩენილი ერთი კვლევით-შემეცნებითი ინტერესის გამო რომ 2000 კმ. რომ გაირა ზღვითა და ხმელით… სურდა გაეგო, ეგეოსის ზღვის კუნძულ ტაზოსზე მართლა ედგათ თუ არა ჰერაკლეს ტაძარი…ალბათ თვეები დასჭირდებოდა მას 2500 წლის წინათ…ახლა კი ნახევარი წამი და თითის ერთი დაწკაპუნება საკმარისია. თუმცა, იქნებ ჰეროდოტეს მეთოდი ჯობდა? ჯაფა, დრო და ხიფათი რა სახსენებელია იმ სიამოვნებასთან, რასაც რელიგიის კვლევა გვანიჭებს!

RELG symbolsr web

რას უკავშირდება რელიგიის მასშტაბური კვლევა, რელიგიის კვლევის გამხვივნება? ეს არაა ძნელი მისახვედრი: შემეცნებით ინტერესს. თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ რელიგიის დაბრუნებას? არა. არსად ისე ყოვლისმშთანთქმელად არ დაბრუნებულა რელიგია, როგორც საქართველოში, მაგრამ რელიგია აქ შემეცნებითი აზრით მაინც არ აინტერესებთ. ის ან მხოლოდ უყვართ ან სძულთ. ერთნი ანუ 90% მის აპოლოგეტიკას და პრაქტიცირებას მისდევენ და მეორენი კი მას მძაფრად სძულობენ და ამრეზით აკრიტიკებენ. ვერ გეტყვით, ეს ყოველივე იმის ბრალია, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით ე.წ. მეცნიერულ ნაციას (Wissenschaftsnation) თუ უბრალოდ პოსტკომუნიზმის სული მანიფესტირებს? ალბათ ორივე მიზეზია და კიდევ რამდენიმეც ჩვენი საზოგადოების ამგვარად გამოთეგვა-გამოდარჯაკებაში ჩართული…

ელიგიისადმი ზოგადევროპულ შემეცნებით ინტერესს მოწმობს შემდეგი ფაქტები, რომელთაც ასევე რიცხვებად გადავამრავლებ:

ის ძირითადი საუნივერსიტეტო ინსტიტუტი, რასაც ხან ინსტიტუტი ქვია, ხან ფაკულტეტი და უფრო კი Department of Religious Studies მომენტისათვის:

5. 770. 000 რეზულტატი – 0, 32 წამში. ვისაც თეოკრატიის დამყარება სურს, პირველ რიგში ამ ლინკების წვდომა უნდა აკრძალოს… 🙂

კარგით, მოდით ნუ ვენდობით ამ ინტერნეტულ სფეროებს, რომლებიც თავისი მასშტაბურობით გალაქტიკებს მოგვაგონებენ. ‚რელიგიის კვლევები‚ ის ევროპული შორეული გალაქტიკებია (აი დაგვჭირდა მრავლობითიც!), საიდანაც შუქს ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია. ამჯერად შევიხედოთ რელიგიის კვლევის შვეიცარიულ გალაქტიკაში ანუ საზოგადოებაში. ‚რელიგიის მეცნიერების შვეიცარიული საზოგადოება‘ გერმანულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე გვაუწყებს, რომ შვეიცარიის 7 ანუ 5 გერმანულენოვან და 2 ფრანგულენოვან უნივერსიტეტში 10-ზე მეტი ჰაბილიტაცია და 60- ზე მეტი დისერტაცია იწერება. აი ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანი:

http://www.sgr-sssr.ch/forschung.html

Laufende Qualifikationsarbeiten (Doktorate / Habilitationen)

Zur Zeit werden über 60 religionswissenschaftliche Doktorarbeiten und über 10 Habilitationen an Schweizer Universitäten angefertigt.

Universität Basel, Fachbereich Religionswissenschaft

Doktorate:

Atwood, David
Zeiten-Schwellen. Zur Mythopoetik wissenschaftlicher Zeitdiagnosen – Beginn 2012

Beutter, Anne
Funktion und Bedeutung von religiösen Rechtsstrukturen und deren Verhältnis zu staatlichem Recht – Beginn 2015

Erb, Benedikt
Religionskritische Diskursmuster am Beispiel der Wahrnehmung des
Buddhismus und des Islam – Beginn 2015

Kopplin, Vanessa
Verständnis und Einfluss von Religion und Religiosität im politischen Alltag von Abgeordneten in Deutschland, Österreich und der Schweiz – Beginn 2013

…………………………………….

მართალია, ახალი კომპარატისტული დარგის (თავდაპირველი სახელით: Science of Religion, Comparativ Religion) თეორიული აკვანი ოქსფორდში დაირწა და მამად ფილოლოგ-მითოსოლოგ-სანსკრიტისტი ფრიდრიხ მაქს მიულერი მოიაზრება, მაგრამ მიულერის პირმშომ სკოლაში სიარული ჰოლანდიაში მოინდომა ‚რატომღაც‘ ანუ დარგის ინსტიტუციონალიზაციაში ჰოლანდიაა პირველი ხნულის – ორნატის გამვლები.

ჰოლანდია, სადაც რელიგიოლოგია თავიდანვე ყველაზე მასშტაბურად, ერთდროულად ოთხ უნივერსიტეტში, 1876 წელს დაფუძნდა, დღემდე მოღვაწეობს ‚რელიგიის‘ გარეშე, როგორც godsdienstwetenschap. თუმცაღა,  დარგის ისტორიის ზოგიერთ სახელმძღვანელოში პიველობას ანუ რელიგიის (შემსწავლელი) მეცნიერების საუნივერსიტეტო დაფუძნების პატივს ჟენევის ფრანგულენოვან უნივერსიტეტს მიაკუთვნებენ და შესაბამისად, 1873 მიჩნეულია რელიგიოლოგიის დაბადების თარიღად. ალბათ ეს ნორჩის 0 ჯგუფია, რადგან ჟენევის უნივერსიტეტის ახლადგახსნილი კათედრის სახელწოდებაში თავიდან ‚რელიგიის ისტორია‘ ფიგურირებდა: histoire des religions et étude des systèmes sociaux (რელიგიების ისტორია და სოციალური სისტემის კვლევები – ‚ისტუაღ დე ღელიჟიონ ე ეტიუდ დე სისტემ სოსიო‘).

ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ ჯერაც ნორჩ აკადემიურ დამოუკიდებელ დარგზე, მაქსიმუმ, სულ რაღაც 143 წლის აკადემიური ისტორიით.

ვინაიდან საუბრის სხვა თემაა, სულ მოკლედ აღვნიშნავთ გენეზისის თაობაზედ: რელიგიის მეცნიერულ რეფლექსიაში შემოყვანა, ‚რელიგიის‘ მეცნიერული კონსტრუქცია ევროპული განვითარების, ძირითადად კი განმანათლებლობის მიღწევაა. რელიგიის კვლევა განმანათლებლობის პირმშოა. ევროპულ განმანათლებლობას ეცვა ორი ქალამანი ანუ ორნაირი განწყობა სდევდა ერთდროულად: რელიგიის კრიტიკა და რელიგიის კვლევა. ჩვენში განმანათლებლობა ისეთი ფართი-ფურთით შემოიყვანეს, რომ მას გზაზე ცალი ქალამანი გასძვრა. რელიგიის ცოდნა, კვლევა განზე დარჩა და ცალქალამანგამძვრალმა ანუ მარტო რელიგიის კრიტიკით შთაგონებულმა  განმანათლებლობამ ვეღარ ივარგა. ამიტომაცაა  ‚რელიგიის კვლევა‘ ამორფულ მდგომარეობაში და  შესაბამისად, ყველაფერი არეულ-დარეული, რაც რელიგიის ირგვლივ ხდება.  

წინა აბზაცი მხოლოდ გავიფიქრე, შეამჩნიეთ ალბათ სიმკრთალეზე, ამას კი ბარემ დავწერ: რელიგიის აკადემიური, საუნივერსიტეტო კვლევა როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, საქართველოში ჯერჯერობით ფორმაციის პერიოდშია; ვენი ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტში იკითხება „ზოგადი რელიგიათმცოდნეობის“ ან რელიგია-პოლიტიკის იმპლიკაციების მომცველი კურსი, რომელთაც სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალობების, კერძოდ, ფილოლოგიის, ისტორიის, თეოლოგიის თუ ფილოსოფიის წარმომადგენლები უძღვებიან. ეს ფორმაციული ეტაპი შეიძლება 100 წელსაც გაგრძელდეს და შესაძლებელია 1 წელშიც დაიწყოს რაღაც, მაგრამ მთავარია, რაც დაიწყება, ის იყოს ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული და ამ ახალი საგნის დაფუძნებას ხელი არ შეუშალოს მეზობელი დისციპლინების წარმომადგენელთა, მაგ. თეოლოგების და სოციოლოგების ზედმეტმა აქტიურობამ…

ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა ნიშნავს რელიგიის კვლევა სინამდვილეში და როგორაა იგი, როგორც აკადემიური ღონისძიება, დასავლურ უნივერსიტეტებში გაგებული და ორგანიზებული? გარდა უშუალოდ ‚რელიგიის მეცნიერებისა‘, რელიგია იკვლევა, ანალიზირდება და შეისწავლება არაერთი მეცნიერული დარგის ფარგლებში, მაგალითებისთღვის იკმარებს: სოციოლოგია(რელიგიის სოციოლოგია), ეთნოლოგია(რელიგიის ეთნოლოგია), ფსიქოლოგია(რელიგიის ფსიქოლოგია), ფილოსოფია(რელიგიის ფილოსოფია), ისტორია-ფილოლოგია, გეოგრაფია, ბიოლოგია და თითქმის ყველა მეცნიერება, მაგრამ არცერთი მათგანი ცალკე ან თუნდაც ყველა ერთად აღებული და შეჯამებული არაა რელიგიის მეცნიერება/რელიგიის კვლევა/რელიგიოლოგია.

და თუ რა არის ეს დარგი და რა არ არის, ამას არასპეციალისტი უცებ ვერ გაიგებს ან საერთოდ თუ გაიგებს. თუ მოინდომა, რამდენიმე წელიწადში შეიძლება რამდენადმე გაიგოს, მაგრამ ამ დარგის შიგნით შეღწევა, მისი მულტიდისციპლინარული მეთოდოლოგიის და მეზობელ დისციპლინებთან საზღვრის ‚ყნოსვის‘ უნარს‘ უშუალოდ ამ დარგში მუშაობის შედეგად თუ გამოიმუშავებს კაცი.

არასპეციალისტი ზოგადად რელიგიასთან ან რელიგიის კვლევასთან მიმართებაში უშვებს ერთ უმთავრეს შეცდომას: უცებ უნდა გაიგოს რა არის ეს?

კარგით, ასეც ვცადოთ! სრულ გაურკვევლობას იქნებ აჯობოს: რელიგიის კვლევა დამოუკიდებელი კულტუროლოგიური (სოციო-ჰუმანიტარული) დარგია; ამ დარგის სპეციალობა ამავე დარგის სფეროში მაგისტრის და დოქტორის ხარისხით უნდა იყოს დასაბუთებული. ‚რელიგიის კვლევა‘ ემპირიულ-დესრიპტიულად და ინტერდისციპლინარული მეთოდებით მომუშავე მეცნიერებაა, რომელიც არცერთ რელიგიასთან არ ახდენს თავის გაიგივებას, იკვლევს რელიგიას და რელიგიებს, რელიგიურობას და რელიგიურ მსოფლხედვებს კონტექსტში და კომპლექსურად, წარსულში და აწმყოში, ისტორიულად და სისტემატურად; რელიგიის სპეციალური, პროფესიონალური ცოდნა მხოლოდ მრავალფეროვან მეთოდოლოგიური პერსპექტივებთან კავშირში გარდაიქმნება ნამდვილ მეცნიერულ დარგად ანუ რელიგიოლოგიად. რელიგიოლოგია ისეთივე დამოუკიდებელი დარგია, როგორც სხვა ლოგიები ანუ მეცნიერებები. არცერთ ფილოლოგს არ ევალება სოციოლოგობა, არცერთ სოციოლოგს არ ევალება რელიგიოლოგობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ სოციოლოგმა თავისი სოციოლოგიის ფარგლებში რელიგია არ იკვლიოს. რელიგიოლოგია არ იკვლევს ღმერთს, ამიტომ არაა ის თეოლოგია ანუ ღმერთის კვლევა, მაგრამ ყველა ზემოთდასახელებულ ლოგიებთან ჩინური კედელი არაა აღმართული. საზღვრები ზოგჯერ გარდამავალია, რელიგიოლოგია სხვა ლოგიების, განსაკუთრებით კი ეთნოლოგიის მონაცემებს იყენებს, თავის თეორიულ ქურაში აწრთობს და ა.შ. … ‚მეზობლებისგან‘ განსხვავებით, რელიგიოლოგია მხოლოდ რელიგიას იკვლევს, რელიგია აქ ერთდერთია (სხვაგან ის ერთ-ერთია), როგორც კვლევის ობიექტი. რელიგიოლოგია რელიგიას სერიოზულად აღიქვამს და არა სიმპტომატურად, ამიტომ რელიგიის დეფინიცია – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი ამ მეცნიერებისა, ძალიან მომცველობითი, დისპარიტეტულია. რელიგიის სუბსტანციონალური, ფუნქციონალური, დიმენსიონალური და პოლითეტური დეფინიციები… ეს ყველაფერი მეცნიერული სტრატეგიებია… რელიგია ღია კონცეფციაა, Open Konzept, დისკურსის ველი და ამ გზით აიგება რელიგიის მეცნიერული კონსტრუქცია, რაც ერთმანეთთან ინტელექტუალურ მიმოქცევაში ასობით საუნივერსიტეტო ინსტიტუტს, ათასობით პროფესორს და ათიათასობით სტუდენტს გულისხმობს .... მოკლედ, აი თუ გამოდგა ეს განმარტება-ტელესკოპი და უკეთეს გზასაც გასწავლით: აკრიფეთ ინტერნეტსაკენკი: What is Religious Studies? Was ist Religionswissenschaft?…

მ დარგს ყავს თავისი ცნობილი კლასიკოსები და თანამედროვევალსაჩინო წარმომადგენლები ევრო-ამერიკულ სივრცეში, რომელთა წაკითხვის და მათი ლექტურების გაუთვალისწინებლად ალბათ ფიქრიც კი ამ დარგის რაობის ცოდნის შესახებ, ან თავხედობაა ან გულბრიყვობა.

სხვათაშორის, გუშინ საღამოს აღმოვაჩინე, რომ რელიგიის კვლევის გალაქტიკათა შუქს სამხრეთ აფრიკამდე, კეიპ-ტაუნის უნივერსიტეტამდეც ჩაუღწევია და იქაური დარგის სპეციალისტები არაერთ ინტერნაციონალურ პროგრამაში მონაწლეობენ.

უკაცრავად ზემორე ლირიკული გადახვევისთვის.

დასასრულ, საგნის თანამედროვე მასშტაბურობის საჩვენებლად, საკმარისია აღინიშნოს, რომ რელიგიის მეცნიერება, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა, გერმანულად Studiengang, დაახლ. 30 გერმანულენოვან უნივერსიტეტშია წარმოდგენილი; უახლესი ინფორმაციით, ერთად აღებული, ამ სპეციალობის ბაკალავრის დონეზე დაუფლება 71 არაერთგვაროვან შესაძლებლობას მოიცავს, ხოლო რაც შეეხება მასტერის ხარისხის მიღებას, საამისოდ გერმანული უნივერსიტეტები 123 შესაძლებლობას გვთავაზობენ.

დანარჩენი დასკვნები თქვენზეა მკითხველო და მსმენელო! იხ. ბოლოს…

deptreligousstudies