ეკლესია, მედია და მე. – Kirche und Kirchenkritik in georgischen Medien…

მეგობარ-ამხანაგნო, ამ რიბი-რაბოზე ძალიან საინტერესო და ამასთან, სადავო მოსაზრების ჩამოყალიბებას ვაპირებ! შესაძლებელია ოდნავ გამიჭიანურდეს, ამიტომ მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, თანაც მთავარი სათქმელი ბოლოს უნდა ამოვთქვა, იმ ბოლოსასას კი შუასა და თავის გარეშე ვერ აღიქვამთ. ვიცი რომ თავის ნაწერსაც კი აღარავინ კითხულობს, მაგრამ თემა ეკლესიისა ფრიად დაძაბულია როგორც პროფესიონალ, ასევე პროფან დამკვირვებელთა შორის. უპირობო კრიტიკის, – ანუ ისეთი კრიტიკის, როცა მართალ-მტყუანს აღარ არჩევენ ეკლესიაში, – მომხრე არა ვარ.ჯერ ჩემზე მცირედ: 1982 წლიდან ზუსტად ხუთ წელიწადს საპატრიარქოში ვმუშაობდი, მემატიანედ, რეფერენტად და მსგ. … წამოვედ საკუთარი განცხადებით, რადგან იქ მე ვერ განვვითარდი, თუმცაღა, ოჯახი შევქმენი. ეს იყო პრობლემატური, მაგრამ პატრიარქმა დამიჭირა მხარი. აქვე დავძენ რომ მე იქ რაიმე ჰომოსექსუალური მიდრეკილება არავისგან შემიმჩნევია. კაცი თუ ხარ, გეტყობა და ვერც გაკადრებენ მსგავსს. 88-92 წწ. ვსწავლობდი სასაკადემიაში, პირველ წელს, მეუფე ზოსიმეს რექტორობისას კარგი სიტუაცია იყო, შემდეგ, რაც რაფაელისტი პროტოპრესვიტერი გივი დაგვიყენეს რექტორად, ჩემთვის იქაურობა იქცა ჯოჯოხეთად, ვიქეც ბუნტოვშჩიკად. ორჯერ გამრიცხა, მაგრამ პატრიარქმა აღმადგინა და დავამთავრე ეს სასწავლებელიც. პირველი განათლებით, 76 – 81 წწ. თსუ ფილოლოგი ვარ. სასაკადემიაში საუკეთესო ლექტორები მოიწვიეს, მათი დასახელებით ეფექტს მოვახდენ, მაგრამ საქმესა და სათქმელს ავცდები. არაჯანსაღი სიტუაცია აკადემიაში ჩამოყალიბდა ულტრამართლმადიდებლური ჯგუფის მიერ; ისინი რუსულენოვან სამოძღვრო ლიტრას ეყრდნობოდნენ, უარყოფდნენ ეროვნულობას, „ღმერთმა დამიფაროს, ქართველი არა ვარ, მე ვარ მართლმადიდებელი“. „ეს იყო მათი დევიზი. ამავდროულად ებრძოდნენ პატრიარქს, როგორც სოფლელსა და „ეროვნულს“. რასაკვირველია, ეროვნულობაშიც არ შეიძლება გადაჭარბება და ე.წ. ფილეტიზმამდე მისვლა, მაგრამ ეროვნულობის მძაფრი უარყოფა რაში სჭირდებოდათ? თვით ქართული საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ ეშმაკისეულად გამოაცხადეს. ეს ხდებოდა ზვიად გამსახურდიას გამარჯვებამდე. მოგვიანებით ამ ჯგუფმა ტომეულაბად გამოსცა „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“ (რაც ედ. ჭელიძემ გააკრიტიკა, როგორც ‚მწვალებლური‘), ხოლომ მათი ლიდერი – რაფაელ კარელინი უცებ ზვიად გამსახურდიას გვერდზე გამოჩნდა, გაიჩითა უცებ. მაშასადამე, მოქნილ ტაქტიკას თამაშობდნენ. სიმართლისათვის უნდა ითქვას რომ ამ ჯგუფის ერთი, თავის ახირებაში უფრო გულწრფელი ნოტო გავიდა ეკლესიიდან და ე.წ. „სქიზმატური ეკლესია“ ემს დააარსა, 1997 წ. ამბებია, ბერები და მთელი ვაკხანალია. ბერების მოთხოვნით და ულტიმატუმით ლეგიტიმურმა ეკლესიამ დატოვა ყველა საერთაშორისო ორგანო (შეეშინდათ განხეთქილებისა) და აღმოჩნდა მარტო ამ გადარეული მრევლისა და რუსული სპეცსამსახურების წინაშე. პატრიარქი რასაკვირველია საერთაშორისო კონტაქტებს უჭერდა მხარს, მაგრამ დამარცხდა. ეს საკითხები დღეს შეუსწავლელია. მიუხედავად ეკლესიის გახლეჩისა და ანტიეკუმენისტურიო დაჯგუფების ეკლესიიდან გასვლისა, დარჩა მათი, იგულისხმება პრორუსული დაჯგუფების (ვიღაც ვიტალი, ემიგრანტულ-რუსული ეკლესიის ბელადი დაიყენეს ღმერთად) იდეოლოგია და სმე ახლა ფაქტიურად პრორუსული, იზოლაციონისტური, ანტიეკუმენური, ყველა ქრისტიანული ეკლესიისაგან გათიშული კარჩაკეტილი რაღაც სექტაა, თუმცაღა ამავდროულად მოზრდილი, გავლენიანი, მდიდარი, ობსკურანტული, მეხუთე კოლონია, თითქმის სახელმწიფო სახელმწიფოში… ასეა თუ ისე, მოკლედ რომ მოვჭრათ, მე ნელ-ნელა ვიქეც ეკლესიის, საპატრიარქოს კრიტიკოსად და წლების განმავლობაში, განს. გერმანიაში ცხოვრებისას თავი შევიქციე ამ საქმიანობით. არამხოლოდ კრიტიკა, კრიტიკის შეჯამებაც ვცადე, იხ. აქვე:

… რასაკვირველია, ჩემი ნიშა იყო მოკრძალებული, მე ეკლესიის შიგნით არ ვიბრძოდი და სრულიად არა მაქვ ს პრეტენზია რომ საეკლესიო დისიდენტი ვიყავი ან რეფორმატორი. ეს განსაკუთრებული ნიშა დეკანოზ ბასილ კობახიძეს უკავია და მასთან ერთად აღსანიშნავია დეკანოზ ზაზა თევზაძის ღვაწლიც.

ამრიგად, რელიგიის საკითხები მოუვლელია ჩვენში ძირითადად იმიტომ რომ საუნივერსიტეტო განათლება მოიკოჭლებს და რელიიგიის შემსწავლელ კულტუროლოგიურ დარგს არ ანიჭებს შესაბამის ადგილს, როგორც ეს დასავლურ უნივერსიტეტებშია. აქ თეოლოგიაში არ აურიოთ, კულტუროლოგიის ფარგლებშია ეს დარგი და ფაკულტეტის, ინსტიტუტის, დეპარტამენტის დონეზეა, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა, პროფესია, მიმართულება. კი ბატონო, რაღაც მსგავსს არაერთ ქართუნიში ცდილობენ, მაგრამ მე კონკრეტულ დარგზე ვსაუბრობ და არა რელიგიის სოციოლოგიურ კვლევებზე. ანდა, რაც კიდევ უფრო უარესია: სოციოლოგიისა და თეოლოგიის რაღაც გაუგებარ ჰიბრიდზე, რაც ჩემი აზრით აკადემიური ნონსენსი უფროა, ვიდრე „რელიგიის კვლევები“ 🙂 იხ. მოკლედ, პრობლემის არსი და გადაწყვეტა:

ახლა მესამე და მთავარი: ამ ბოლო ხანებში იგრძნობა ეკლესიის თემის რენესანსი. ჰო, რაც დამავიწყდა: სააკაშვილის ხელისუფლებას მისი ზეობის ხანაში მედგრად ვაკტრიტიკებდი საპატრიარქოს გაუაზრებელი მხარდაჭერისათვის: იხ.: „გადასაცემი ჯერ კიდევ ბევრია“..სმე ანუ საპატრიარქო დღეს ყოვლისშემძლე მონსტრია. და კვლავ მედიათა ყურადღების ცენტრშია. ბოლოხანს ჟურნალისტ ნოდარ მელაძემ მოაოხრა სინოდის სიხარბე. მაგრამ ერთი დეტალია აქ საინტერესო. ბატონი მელაძის ინტერესი შეიქმნა რატომღაც ის ორი მეუფე რომელთაც მე ნორმალურ საეკლესიო იერარქებად მივიჩნევ. მეტიც, მაგ. მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილის ყოველ სიტყვას ხელს მოვაწერდი და მან, სხვათაშორის, უნივერსიტეტიც აამოქმედა ფოთში და თანამედროვე ქრისტიანული თეოლოგიის დანერგვას ცდილობს ჩემი აზრითა და დაკვირვებით, და რაც ყველაზე გასახარია, ფილოსოფიის ლამპარსაც იშველიებს. მეორე მეუფეა დიმიტრი, ბათუმელი. მე მისგან პირადად სისულელე არ გამიგონია, საქველმოქმედო სახლი აქვს დაარსებული და ივანიშვილისგან დევნილია გარკვეულ მიზეზთა გამო. ორივენი ე.წ. ქართულ ფრთას ეკუთვნიან, ყოველშემთხვევაში, „მიშისტებად“ აღიქმებიან ქოცთა „ზევსის“ მიერ. ასეთად ხომ ყველა აღიქმება ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი, არც რელიგიურს. თითქმის არცერთ მეუფეს არ ვიცნობ; მეუფე დიმიტრი, მაშინ მღვდელი, მასწავლიდა სასაკადემიაში ლიტურგიკას და ბერძნულ წყაროებს იძიებდა, მომზადებული მოდიოდა ყოველთვის. ეს აკადემიური პასუხისმგებლობა (მაშინ ის ჩემზე ახლგაზრდა იყო) ჩემთვის ბევრ კარგზე მეტყველებს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ბატონ მელაძეს რატომღაც გამორჩა ეკლესიის რუსული ფრთა. მე პირდაპირ ვადებ ხელს რომ ის ან რუსეთის აგენტია ან მათ საქმეს მოემსახურა უნებურად და მინდა მას ჯიქურ ვკითხო: როდის გამოიძიებ აშკარა რუსოფილ მიტროპოლიტ გამრეკელის ბნელ საქმეებს? ნუთუ ვერ ხვდებით, ბატონო მელაძე, რომ ის განაგებდა საპატრიარქოში წლების განმავლობაში ე.წ. განათლების კომიტეტს ანუ რუსი კომისარი იყო და და საბოლოოდ დაასამარა ყველა აზრი და სინათლე ეკლესიაში. სხალთელსაც მიმიხედეთ, ნიჭიერო! მართალია, შეშლილივითაა, მაგრამ მრევლს ხომ ასირებს რუსეთის დიდებით? ბატონო მელაძე, რა ღირს მოსაყდრის ბრილიანტის ჯვარი? რა სახსრებით შეიძინეს? ეგ შიო ხომ რუსულ-სტარცული პროდუქტია, მათი ზომბია, ადამიანი ეგ არაა. არ გაინტერესებთ ეს ამბები? ….აბა წარმატებას გისურვებთ!

ჰო, რაც შეეხება მეუფეთა მიერ სავარაუდოდ ბერობის აღქმის დარღვევას. ჯერ ეს, სადავოა, თუ სამოქალაქო სამართალი დარღვევას აღმოაჩენსო, მაშინ დამკითხონო, ხომ გითხრეს? მეორე და ყველაზე მთავარი: როდის იყო, სეკულარული ჟურნალისტიკა ეკლესიური კანონებით სჯიდა? ან სწორია ეგ მართლმადიდებლური, ატავისტური კანონი? და ბოლოს ყველაზე მთავარი: მე არაფრად მიამაჩნია ეგ ბერული, სულელური აღქმა, და მე მზად ვარ დავარღიო არა მხოლოდ ეგ, არამედ ყველა რელიგიის მსგავსი კანონიც ერთობლიობაში, თუკი ამით ჩემი ერთი თუ ყველა ქალიშვილის ცხოვრების ხარისხი აიწევს, მათი ჯანმრთელობა და ყოფა გაუმჯობესდება! ღმერთმა, – რომლის არსებობა-არარსებობაც ღიად რჩება, – მშვიდობაში მოახმაროს ის ქონება და ბინა მეუფე გრიგოლის ასულ ვიქტორიას. და ასევე მეუფე დიმიტრის ასულებს, „ვიქტორიებს“. მე მგონია, რომ გული, მამა-შვილობა და სიმართლე ღვთის წინაში უფრო მისაღებია, ვიდრე ნებისმიერი რელიგიის თუ რელიგიათა რეტროგრადული აკრძალვები!

აბა შეუდექით, ბატონო ჟურნალისტო, გამიოძიეთ პრორუსი მიტროპოლიტების კავშირები, ქონება და იდეოლოგიური წყაროები! წინააღმდეგ შემთვევაში თქვენ დარჩებით ჩემთვის რუსული სპეცსამსახურების ნომრიან აგენტად! ან რაც უარესია: მათი საქმის მიამატ შემსრულებლად! სამკალი ფრიად არს, დღესვე გამიგეთ მაგ. იმ მუჯირის თავზე დაკოსებული ბრილიანტის ჯვრის ფასი. ან საერთოდ როგორ დაჯდა ეგ რუსული ზომბი მოსაყდრედ? ნოდარ მელაძე

შეიძლება ვცდები და „ზევსმა“ ანუ ბიძინამ გაგიჩალიჩათ! 🙂

ეკლესია და მე!

ძირითადი ეკლესია ანუ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ლეგეონი რომელიც რუსულ ყინვას ისხმას თავზე და მე მარტო არაგვის ხეობაში! 🙂