რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების შინა-არსი, დანიშნულება და მნიშვნელობა – Academic Study of Religion in Action

ქვემორე ტექსტს, ქვეტექსტს, კონტექსტს, კომენტარსა და შეჯამებას რელიგიის რაციონალური შემეცნებით დაინტერესებული მკითხველისათვის ერთი მთლიანი ლექტურის როლი ეკისრება. კარგად მესმის რომ დღეისათვის ეს პრობლემატიკა ჩვენთან არც აქტუალურია და არც ფართო პუბლიკისათვის გასაგები და მოსაწონი. დღეს ცალმხრივად გაგებული რელიგიაა აქციაში და მოქმედებაში და არა რელიგიის, როგორც კომპლექსური მოვლენის, რეფლექსია და სარელიგიო-საუნივერსიტეტო მეცნიერება. მაგრამ მიუხედავად ამისა, რელიგიის აკადემიური კვლევა მომავალში ჩვენი განათლებისა და საუნივერსიტეტო სისტემის სივრცეებშიც  ფართო ადგილს დაიკავებს და აკადემიური კანონზომიერების თანახმად კი ამჟამად ეს ე.წ. პიონერული, შავი სამუშაოც ვიღაცამ უნდა შეასრულოს.

და რადგან ბედმა ინება რომ დაახლ. ოციოდე წლის წინათ ამ დარგის ნამდვილ სამჭედლოში აღმოვჩენილიყავი ანუ ტიუბინგენის უნივერსიტეტის კულტუროლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც იმ დროს დარგის განახლებისა და ახალი, კულტუროლოგიური  პარადიგმის შესაქმნელად ძირითადი სამუშაო პროფესორ ბურკჰარდ გლადიგოვის ხელმძღვანელობით უკვე დაგვირგვინებული იყო და ვინც შვილივით მიმიღო და იქვე საშუალება მომცა ამ შესანიშნავი დარგის სპეციალისტადაც ჩამოვყალიბებულიყავი, მაქვს მოწადინება და რამდენადმე კომპეტენციაც რომ ეს წინასამუშაო თუ პროლეგომენა ჩემ თავზე ავიღო…

მოკლედ, ეს უკვე ხუთწლიანი ბლოგიც რელიგიის შემსწავლელი აკადემიური მეცნიერების დადგენილი სტანდარტებისა და პარამეტრების ყველა დაინტერესებული წრისა თუ ინდივიდისათვის გაცნობას, მისი, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, პოპულარიზაციასა და რაც მთავარია, დარგის შინაარსის, რაობის, აკადემიური ისტორიის, მეტამეცნიერული თეორიისა და დღევანდელი პრობლემატიკის გადმოქართულებასა და მთლიანობაში დარგის ზედმიწევნით, უტყუარ და პროფესიონალურ წარმოჩენას ისახავს მიზნად…

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აქ რამდენიმე ბოლოდროინდელ, ერთმანეთთან შინაარსობლივად ურთიერთდაკავშირებულ  ოპუსს თუ სტატიას გთავაზობთ ერთ მთლიანობაში, თანმიმდევრულად, ფანჯროვანი გადასვლების სახით. ამდენად, ეს წინამდებარე ტექსტი მხოლოდ გზამკვლევია პარალელური და ურთიერთშემავსებელი ტექსტებისაკენ …

რაც შეეხება მეცნიერულ აპარატს, ესაც მეტ-ნაკლებად მოცემულია, რამდენადაც შევაგუეთ ამ ფორმატს და დასახელებული ლიტერატურა დაინტერესებულ მკითხველს მისცემს შესაძლებლობას რომ შეივსოს აქ მოცემული ახალი, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო ფოროვანი (სპორადული) სახით გადმოცემული ცოდნა, შემდეგ კი შემეკამათოს და ა.შ. … მაშ დავიწყოთ აქედან:

1. თავიდან რაზეა საუბარი? რელიგიოლოგიის ვერგაგების პრობლემატიკა იხილეთ აქ, ხოლო როცა ამ სტატიას გაეცნობით გადახვალთ შემდეგზე და ა.შ. … რასაკვირველია, ზოგი რამ მეორდება, ზუსტდება… და რაც მთავარია, ამ პირველად გზამკვლევს არ მოწყდებით, ახალ სარკმლებს პარალელურად აითვისებთ>

https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2017/08/24/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b/

2. როგორც ხაზგასმულად სეკულარული დისციპლინა და დარგის შიგნით განხორციელებულ რეფორმატორულ ცვლილებებზე, ე.წ. კულტურულ შემობრუნებაზეა  საუბარი> აქაც ბმულზე, ქვემოთ დააკლიკებთ და გადახვალთ:

https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2018/03/01/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92/

3. აქ ანუ მესამე ტექსტში უფრო მეტია ნათქვამი დარგის იდენტობის, ‚მჭიდრო აღწერილობის‘ პრინციპით რაობის, შინაარსის თაობაზედ, გადახვალთ აქვე ახალ სარკმელში, იხილეთ, გასწიეთ ერთი ნაბიჯით წინ ახალ მეცნიერულ სამყაროში:

https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2018/04/23/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98/

4.შემდგომ ოპუსში ვცდილობ ერთხელაც წარმოვაჩინო ამ დარგის საჩვენო აუცილებლობა ანუ რელევანტურობა:

https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2019/03/01/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98/

5. ეს ქვემორე სტატია ოდნავ სახალისოა, აბა ამ უმადურ საქმიანობაში რით ვინუგეშო თავი? თეოლოგების დაფასება-გატრიზავებით მაინც გავერთო: 🙂

https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2019/03/07/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93/

6. და ბოლო პოსტი, თუკი მიმზიდველი აღმოჩნდა ეს ყველაფერი და ვეღარ მოწყდით>

აქ საუბარია თვითმყოფადობაზე და თეოლოგიასთან მიმართება სერიოზულადაა განხილული. გაგრძელება იქნებაო თან გპირდებით…

https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2019/04/04/%e2%b4%90%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e2%b4%87%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0/#respond

7, P.S. თუ გადაწყვეტთ, რომ ჩემზე უკეთ იცით ეს ყველაფერი ან უკეთ ცოდნა გსურთ და კომპეტენციას დამიწუნებთ, მაინც გადახედეთ ცნობილ სახელმძღვანელოებსაც, კარგად დარწმუნდით თქვენ განზრახვაში:

https://religionswissenschaftgeo.wordpress.com/2016/10/28/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AB/

 

გაგრძელება იქნება, როგორც ყოველთვის!

dscf2500.jpg

 

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s