From Jonestown to Tbilisi? – ყურადღება, წინ ქართული ჯოუნსთაუნია?

Eine neue, in Christicher Orthodoxie gereifte religiöse Bewegung in Georgien trägt nonverbale, alegitime, deviante Charakter und ist dadurch forschungswert… aber dieselbe Bewegung finde ich auch bedänklich, wegen der Absolutisierung des Leaders, der von Anhängern als Gott und „höchster Heilige“ verehrt wird. Hier ein Vergleich, leicht übersetztbar auf deutsch und Anspielung auf J.Z. Smiths „Imagining Religion: From Babylon to Jonestown“…

ძნელია ამ თემაზე წერა. მაგრამ აშკარა პარალელებიც მაიძულებს რომ დავწერო. უამრავი მასალა გადავათვალიერე, ქართულადაცაა, გერმანულად, ინგლისურად; წიგნებიც ყოფილა, ვიდეოებიც, ვარაუდები ათასგვარი, მიზეზთა კომპლექსი. თეოლოგიისა და სოციოლოგიის პროფესორები აანალიზებენ. ამ ზღვა მასალას ვერ ავუვალ, ვცდილობ ყველაზე არსებითი დავიჭირო. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას რომ ადამიანურ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე – ჯოუნსთაუნის (Jonestown) მასობრივი თვითმკვლელობის სახელწოდებით. მთავარი? მსოფლმხედველობა: რელიგიურ-სოციალისტური. გმირის აღზრდა – მეზობლების გავლენით ორმოცდაათიანელური… ეს არ ნიშნავს რომ ამ სახელით ცნობილ ან სხვა რომელიმე ქრისტიანულ მიმდინარეობას ვადანაშაულებდე. ხასიათი მთელი თვითმკვლელი რელიგიური ჯგუფისა იყო ყველა ქრისტიანული კონფესიისაგან განსხვავებული ანუ გადახრითი, როგორც რელიგიის აკადემიურ კვლევაში იტყვიან, დევიანტური. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი – ჯგუფის მეთაურის დედას ყოველთვის სჯეროდა რომ მისი შვილი – Jim Jones იყო იესო ქრისტე. ტრაგედიის თარიღი – 1978 წლის 18 ნოემბერი. „სექტის“ ანუ როგორც მიღებულია,  „დესტრუქციული კულტის“   909 წევრმა (სხვა ცნობით მათი რაოდენობაა 913), მასიურ თვითმკვლელობას მიმართა. მოკლედ, გუიანის (სამხრეთ ამერიკა, ყოფ. ბრიტანული ახალგვინეა) ჯუნგლებში ციანიდი მღვდელს კი არ დაბრალდა, როგორც ქართული სასამართლოს ამასწინანადელ განჩინებაშია, არამედ საკუთარი ნებით დაილია. თვითმკვლელობის მიზანი: „ახალ სამყაროში რევოლუციური  გადასვლა“. დაახლ. 80 სექტანტ/მეახალშენე გადარჩა, რატომღაც არ გამოცხადდა კრებაზე, მათ თავიანთ ქოხებში დარჩენა ამჯობინეს. მთლიანობაში ისინი ჯუნგლებში  აშშ – დან, კერძოდ, კალიფორნიიდან გადმოსახლებულან 1974 წელს. ფაქტიურად ეს იყო გეტო, არავის შეეძლო ტერიტორიის დატოვება, არავითარი ინფორმაცია, გაზეთი, რადიო გარედან. საჭმლის ნაკლებობა, დაავადებები, შეიარაღებული ზედამხედველები. მუდმივად იყო ჩართული ჯიმის ქადაგება ან ლაივი, რაც მიკროფონით გადაიცემოდა მთელ ტერიტორიაზე, 16 კვ. კმ., რაც მან გაიანის მთავრობისგან შეიძინა და „სოციალისტურ სამოთხედ“ აქცია. დოკუმენტურ ფილმში ჩანს ახალმოსახლეთა ენთუზიაზმი, როგორ გაჯაგეს და პატარა შენობებით გაამშვენიერეს ჯუნგლები. რაღაც უცნაური ნაზავია ქრისტიანულ კომუნასა და საბჭოთა კოლმეურნეობას შორის!

ვიდეოზე გადასვლა, ცალკე სარკმელი

ჯერ კიდევ 1955 წლიდან შექმნა ეს განშტოება ჯიმმა აშშ-ში, კერძოდ ინდიანაპოლისში, ცოტა ხნის მერე სან-ფრანცისკოში გადაინაცვლა და „ხალხთა ტაძარი“, Peoples Temple დაირქვა. ინტერნაციონალური, ანტირასისტული, ფერადოვანი კონცეფცია და მრევლი აირჩია და დაიგროვა. მაშინდელი ოფიციალური ამერიკის ყოფით ფონზე ეს იდეა აშკარად პროგრესულად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკულად კატასტროფულად განვითარდა და დამთავრდა. ერთი კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი: რადგან ჯიმ ჯოუნსი სოციალიზმის იდეით ყოფილა შეპყრობილი, კოლექტიური თვითმკვლელობის ალტერნატივად მისგან ასევე სსრკ-ში გადასახლებაც განიხილებოდა. სსრკ – სთან რეალურ ურთიერთობაზე აქ ბოლოშია. ზოგი მკვლევარი მიზეზთა გამო ამერიკული დაზვერვის CIA-ს  კვალსაც ხედავს (ვიდეოზე გადასვლა, პარალელური სარკმელი): რადგან უბედურება დატრიალდა, შემდგომ ათასი ეგზოტიკური ვერსიაც შეიქმნა. როგორც ჩვენი ერთი კლასიკოსი იტყოდა: „და ითხზებოდა ათასგვარი მითი მოსეირეთა უქმ გონებაში“… სიტყვამ შეგვითრია მორევში და ყველაზე მთავარი არ გამოგვრჩეს: სექტის ლიდერი ანუ ფიურერი თვითრწმენის მიხედვით იყო ერთდროულად ქრისტე, ბუდა და ლენინი… მარქსიც უყვარდა რასაკვირველია, მაგრამ არა ჰიპოსტასის დონეზე. ცოტა უცნაური სამობრიობაა, მაგრამ უარესებიც არსებობენ , თან ჩვენთან…

მიმიხვდით აბა თუ ტყუილად ვილაყფეთანი? დაინახეთ რამდენიმე პარალელი? გაგიგიათ თუ არა ამჟამად მოღვაწე ქართველი „ღმერთი, წმინდანი, მეფე, სსრკ აკადემიის პრეზიდენტი…“? მასაც მრავალრიცხოვანი და თავდადებული მრევლი ჰყავს და ერთგულებით გამოირჩევიან, „დევნულნი სიმართლისათვის!“…

არ იფიქროთ რომ კონკრეტულ ქართულ ჯგუფს ხელს ვადებდე და უსათუოდ აპოკალიპტურ ჯგუფურ თვითმკვლელობას ვწინასწარმეტყველებდე, მაგრამ საერთო ბევრია… და რაღაც საეჭვო მსგავსებანია.. ალბათ დეტალები რომ ვიცოდეთ, უფრო მეტ საერთოს აღმოვაჩენდით… ჯიმ ჯოუნსიც ცოცხალი წმინდანი და მკურნალი იყო.  ეს ციანიდიც არ უნდა იყოს ლიტონად შემთხვევითი… ქართველ რელიგიურ ვირტუოზს რომ ჯიმი კი  არ ერქმევა, არამედ ჯემალი, ბასილი ან ნარიმანი, ამაზე უნდა შევჯერდეთ. ციანიდი კი ყველგან ციანიდია და კომეტასავით შემოიჭრა ქართულ რელიგიურ ცხოვრებაშიც. აქაც არ დაიბნეთ, ვინმეს ბრალეულობას ან უდანაშაულობას კი არ ვამტკიცებ, უბრალოდ დამთხვევის ფაქტს – ციანიდურ დამოკლეს მახვილს აღვნიშნავ…

ჯემალ ჯონსმა, – უკაცრავად, – ჯიმმა, შეძლო დაახლ 1110 შეერთებული შტატელისათვის ტვინი გამოერეცხა; მას აშკარად ახასიათებდა ქარიზმატულობა უარყოფითი გაგებით, თანმდევი ფსიქიური დარღვევებით, მაგრამ მისი მიმდევრები „ღმერთ-წმინდანის“ ფსიქიურ აშლილობას ვერ ამჩნევდნენ ან არად დაგიდევდნენ… უკრიტიკოდ სჯეროდათ მისი ყოველი სიტყვისა და სასწაულის ძალისაც.

ჯიმი იყო თუ გახდა პარანოიკი. წარმტაცია ეტყობა როცა ადამიანთა სულებს განაგებ ვითარცა ღმერთი!  და როცა მათ „რწმენა“ აქვთ და „ღმერთი“ ანუ შენ უბრძანებ, გადადი სხვა სამყაროშიო, რა უნდა ქნან? აქ ეტყობა ძალიან ძნელია მორჩილებისაგან თავდაღწევა…

ახლა ტრაგედიის გათამაშების უშუალო სცენარის თაობაზედ. მათთან ჩავიდა  კონგრესმენი ლიო რაიანი, ჟურნალისტებთან  და დაცვასთან ერთად დარჩა რამდენიმე დღით, რადგან ჯიმის მიმდევრების ანუ ჯიმელთა შტატებში დარჩენილმა ოჯახის წევრებმა იჩივლეს რომ სექტაში ძალადობას, მათ შორის სექსუალურს ჰქონდა ადგილი; ლიოს უნდა შეეფასებინა სიტუაცია… ჯიმნი ანუ ხალხთატაძრელნი ლიო რაიანს თავიდან კარგად დახვდნენ, მოუწყვეს კონცერტი, მორწმუნეები ჩანდნენ ბედნიერნი (ეს მანამდე გადაღებული ვიდეომასალითაც დასტურდება, ერთიანობა, თვითღირებულების შეგრძნება და ბედნიერება აწერიათ სახეებზე ყველას), მაგრამ ჯიმისთან მოკამათე კონგრესმენს ერთი მათგანი მაინც თავს დაესხა და უმნიშვნელოდ დაჭრა. გარდა ამისა, „ხალხთა ტაძრის“ რამდენიმე წევრმა ჩუმად, წერილობით მიმართა კონგრესმენს რომ ისინი იჩაგრებოდნენ და თხოვეს, თან წაგვიყვანე შტატებშიო. საბოლოოდ 16 პირი გამოყვა  რაიანს აეროპორტამდე, უფრო სწორად, ასაფრენ ადგილამდე, სადაც მას 2 პატარა თვითმფრინავი ელოდა.  ერთ-ერთმა სექტანტმა თვითმფრინავში ცეცხლი გაუხსნა დანარჩენებს, მაგრამ იგი განაირაღეს. ამ დროს მოულოდნელად გამოჩნდა ტრაქტორის მისაბმელზე  ამხედრებული შეიარაღებული რაზმი და უკვე ასაფრენად გამზადებულ  კონგრესმენს, მის თამხლებთა და სექტიდან წამოსულებს სროლა აუტეხა, მოკლეს რაიანი და კიდევ 5 თანმხლები პირი, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაჭრეს. ეს შეიარაღებული რაზმი რასაკვირველია სექტის ლიდერს ემსახურებოდა…

ამ ყოველივეს ფონზე იმდღესვე მოეწყო მასიური თვითმკლელობა, დევნილობის მანიით გატანჯულმა ჯიმ ჯოუნსმა მოუწოდა თაყვანისმცემლებს რომ მშვიდად ცხოვრების ნებას არ გვაძლევენ და მოდით, მშვიდად მაინც მოვკვდეთო. ხალხი ჩადგა ციანიდის რიგში… მკვდრებს შორის  276 ბავშვიც აღმოჩნდა; მათ მშობლები შპრიცით ასმევდნენ შხამს. შხამი გეჯაში ჩასხმულ ყურძნის წვენში იყო გაზავებული, ერთი გადარჩენილის მონათხრობით, ხალხი ტრანსში იყო, 47 წლის ჯოუნსი გაჰყვიროდა, ტკბილად და რევოლუციურად გადახვალთ ახალ სამყაროშიო…

რაც ვიცით შემდგომი გამოძიებით: როგორც ჩანს, თვითმკვლელობაზე ყველა არ იყო თანახმა, დაახლ. 200 წევრს, – უმეტესობა მათგან  ბავშვებია, – თავი აღმოაჩნდა ტყვიით გახვრეტილი. თავში სჭირდა იმ რჯულძაღლსაც თვითონ! უცნობია თვითონ მიაკლა თავი საკონტროლოთი  თუ სხვამ დაახალა? … ანუ ჯამში მასობრივ თვითმკვლელობასთან ერთად მასობრივი მკვლელობაც შესრულდა. ჯიმის გეგმა, რაზმი, იარაღი, რელიგია, მორჩილთა გამოთაყვანება, ციანიდი და ა.შ., ყველაფერი ერთად ამ შედეგამდე მივიდა. მართლაც ურევია სპეცდაზვერვის ხელიც, როგორც ლიო რაიანის ოჯახი ეჭვობს?

ეს საშინელი ტრაგედია ძირითადში იყო მაინც კოლექტიური ფსიქოზის შედეგი. რასაკვირველია, ვინც ამ ფსიქოზს არ აყვა, მაშინვე მოკლავდნენ.

რას გვასწავლის ეს სავალალო შემთხვევა? რა ადვილად შეიძლება მსგავსი ტრაგედიის გათამაშება! აი ამას! მითუფრო როცა სამთავრობო სტრუქტურები და სუსი რელიგიით მანიპულირებას ცდილობს, რამაც სავარაუდოდ ციანიდის მთელი სკანდალი გამოიწვია…

ახლა კი შევხედოთ ჩვენეულ რელიგიურ ლანდშაფტს მთელი სერიოზულობით. საქართველოში ბოლო ხანებში გამოჩნდნენ ჯიმ ჯოუნსის მსგავსი, თუმცაღა, ცოტა რა იყოს შესახედავად მასთან შედარებით მაძუნგარა რელიგიური ლიდერები. ისინი შორს არ მიდიან და არ პროტესტანტობენ, მათაც ოფიციალური საპატრიარქოს მსგავსად (მისივე პარალელური და ალი-კვალი მიმდინარეობებია) მართლმადიდებლობაზე აქვთ პრეტენზია, ასევე ღმერთობაზე, მათაც შეუძლიათ მიმდევრების ბრმა მონებად ქცევა, ისინიც შერყეულებია, მაგრამ მათიც საოცრად სჯერათ. ამ დამჯერეების რიცხვი, თუ მათ გვერდებს გადავხედავთ ფეისბუკზე, აღმოვაჩენთ, რომ ათასობითაა. განგებ არ ვაკონკრეტებ. ეს პროცესი არაერთსახოვანია, ძირითადად, როგორც ითქვა,  ე.წ. ლეგიტიმური მართლმ. ეკლესიიდან ასხლეტილი რელიგიური ვირტუოზებია, ასევე განსხვავებულიც, მაგ. წლების წინათ ვინმე ლექტორმა ქართველი სტუდენტების ჯგუფი კანადაში გადაასახლა და იქ ჰყავს დღემდე გამოკეტილი. ერთი ჯგუფი ზედაზენზეა დაბინადრებული და მეორედ მოსვლის მოლოდინშია გაყურსული ა.შ. მათ არავინ იკვლევს, ისინი არც რელიგიური უმცირესობის კატეგორიაში ყავთ შეყვანილი. მათ უფლებებს არავინ დარაჯობს. მეტიც, მათ რელიგიურ რწმენას არასერიოზულად განიხილავენ, ეკლესიური თეოლოგები დასცინიან მათ, ათეისტები და რელიგიის კრიტიკოსები კი მათ ამავე თეოლოგებთან და ე. წ. ლეგიტიმურ ეკლესიასთან ერთად, ერთ, ბნელეთის სამყაროში ათავსებენ. საბოლოოდ ეს დაუდევრობა ძვირი არ დაჯდეს!   ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი მათ შორის კი იცით, ჯიმ ჯოუნსივით „ღმერთია“. და არამხოლოდ ღმერთი…

რამდენიმე გარემოებაა, რაც კოლექტიური რელიგიური თვითმკვლელობისათვის დაძრულ ელემენტებად შეიძლებოდა განგვეხილა: შხამი, ტვინის რეცხვა, სამთავრობო ინტერესები, თვითგაღმერთება, ოფიციალური სტრუქტურებიდან განდგომა, მათგან კონტროლოს შიში, ოფიციალური ხელისუფლებისა და ეკლესიის დემონიზაცია და ა.შ. … და ეს ყველაფერი ჯერჯერობით როგორღაც ცალ-ცალკეა და ერთად რომ შეიკრიბოს, როგორც ჯოუნსთაუნში მოხდა და თვითმკვლელობის სტიქიურ ნიავ-ღვრად იქცეს,  მერეღა გავიღვიძოთ? იქნებ ვაშაყმაძის უწყების, შორენა I თეთრუაშვილის საპატრიარქოსა  და  რელიგიის მანიპულირებით დაინტერესებული სუსის უწყების ალიანსი სწორედ ამ ტრაგედიის ესკალაციისაკენ მიგვაქანებს???

რას აკეთებენ ისინი? ხედავენ კი ამ საფრთხეს? ცდილობენ ისინი ამ საფრთხის არიდებას თუ პირიქით, თავისდაუნებურად აძლიერებენ ამ საფრთხეს თავისი არაკომპეტენტური და ძალაუფლების წყურვილიდან გამომდინარე კონტროლის მექანიზმების ამუშავებით? ძნელი სათქმელია. სააგენტოსა და  საპატრიარქოს კავშირი, ფუნქციები და ძალაუფლება იზრდება. შესაძლებელია ეს უფრო საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს და ამფეთქებელი „ასანთის“ როლი ითამაშოს, კონგრესმენის იქ  ჩასვლისა არ იყოს? ბოლომდე არ ვიცი და ამიტომ ვერ გეტყვით, რა გველის, ერთი კია რომ იმედია, „თავს არ მოიკლავს ქართველი არა,“, მაგრამ მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან რელიგიური სექტანტების იმაგინაცია „თვითმკვლელობას“ არ ცნობს, ისინი ხომ თვითმკვლელობის გზით „სხვაგან გადადიან“…

გაუგებრობა რომ არ გამოვიწვიო, ხაზგასმით აღვნიშნავ რომ მე მხოლოდ კითხვა დავსვი: ხომ არ მივდივართ ქართული ჯოუნსთაუნისაკენ? ვგმობ თუ არა რელიგიურ სიგიჟეს? არც ვგმობ, არც დავცინი. ვწუხვარ მხოლოდ. ეს სიგიჟეც საერთო პროცესის ნაწილი მგონია და სადღაც სამართლიანი და კანონზომიერიცაა. ხედავთ, რას დაამგვანეს რელიგია ოფიციალურმა სტრუქტურებმა, მათმა საპატრიარქოსთან ლოიალობამ?! ხედავთ ანტიჰუმანურ დედაქალაქს, მრავალსართულიან ჯუნგლებადქცეულს, ჯოუნსთაუნია და უარესიც. და ამ პირობებში ფსიქიურ-რელიგიური გადახრები რაღა გასაკვირია? თბილისი უკვე გუიანას ჯუნგლებია, აქ, ამ გარეგნობის მქონე ქალაქში ყველაფერია მოსალოდნელი. ამას რომ ვწერ, აგერ ჩემს უკან მთებს ანგრევენ რაღაც ტვინისგამხვრეტი პნევმატური მოწყობილობებით მთავრობასთან შეკრული მნგრეველ-მშენებელი  და და ლამისაა მეც გავგიჟდე ამდენი ტყრიალის მოსმენით, ამიტომ უნდა დავსვა წერტილი! 😊

ახლა კი მოვლენის ფოტოისტორია და შედარებები:

ჯოუნსთაუნის მსხვერპლნი>

mkvdrebi

მქადაგებელი ჯიმი:

jim-jones-d-2421310

ადრეული ჯიმი, ფოტოზე მარცხნივ, პოლიტიკაში ჩართულობით>

jimi politik

ქვემოთ: ქართველი დევიანტური რელიგიური ლიდერების ანუ „ღმერთების“ მხარდამჭერი აქცია, ხელისმომწერები და მათ შორის ბავშვები. დღეს ასე რომანტიკულად გამოიყურება დაჩაგრული ბერის მხარდაჭერა, მაგრამ მომავალშიც ასე იქნება?

20770287_326187101161221_8006994408637446922_n

ქვემოთ ორი ცნობილი წარმომადგენელი ჩვენი ადგილობრივი „ღმერთების“ პანთეონიდან და მათი მოთაყვანენი:

15138296_1003022189824939_8716677298261443253_o

და ბოლოს: თვითმარქვია ღმერთების თავგანწირული მიმდევარ-დამცველები; ეს თავგანწირვა ხომ არ ნიშნავს რომ ისინი მზად არიან ყველაფრისათვის?

1tv.ge

დანართი ციტატა, ამოღებული ფორუმიდან> Джонс заявил, что он выбрал для поселения Гайану, потому, что это страна социалистической ориентации. В декабре 1977 года советский консул Фёдор Тимофеев побывал в Джонстауне с дружественным визитом. Джонс со своим ближайшим окружением стали частыми гостями в советском консульстве в столице Гайаны, Джорджтауне. В коммуне стали распространяться слухи о скором переезде общины в СССР. В марте 1978 года «Храм народов» дал знать советскому посольству о своем намерении просить у СССР политического убежища, а также о желании разместить в Госбанке СССР значительные денежные средства организации. Это заявление озадачило дипломатов, и они немедленно занялись обсуждением данного вопроса с Москвой, которая рекомендовала, для начала, отправить в Советский Союз делегацию от «Храма народов». 27 сентября 1978 года Фёдор Тимофеев приехал в Джонстаун, чтобы сообщить о решении, принятом в Москве, после чего все члены коммуны окончательно поверили в скорый переезд. Однако развивать дальнейшие отношения с Советским Союзом помешала трагедия.

დასკვნები, დამატებები:

1. ერთი მიზეზი რომ ხალხთა ტაძარი ტოტალიტარულ სექტად ჩამოყალიბდა იყო სანოვაგის ნაკლებობა. ტერიტორია იყო 300 ადამიანზე გათვლილი. მოახალშენეთა რაოდენობამ კი ათასს გადააჭარბა. ამ დროს უკმაყოფილების ასარიდებლად ჯიმმა დისციპლინა გააძლიერა;

2. ლიო რაიანის ოჯახის ეჭვებს რომ გავყვეთ, იყო მართლაც აშშ-ს ხელისუფლება და სპეცსამსახური სექტის ამოწყვეტით დაინტერესებული? რა ფუნქცია ეკისრებოდა საიდუმლო აგენტს, ვინც რაიანს ჩაყვა ჯოუნსთაუნში? მან ხომ არ ჩაუტანა ციანიდი ჯიმის? იცოდა რა აგენტურამ ჯიმის ხასიათი და ციანიდის საჭიროება, ხომ არ მიაწოდა მან მას იგი? რასაკვირველია, პრეზიდენტ კარტერის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა და კარტერმა იცოდა რომ ეს 1000 ტვინგარეცხილი ამერიკელი სსრკ-ში აპირებდა… ნაცვლად სსრკ-სა, საიქიოში ხომ არ გაუშვა ჯიმი კარტერმა ჯიმი ჯოუნსიანელები, რათა სოციალისტურ სამყაროსთან იდეოლოგიური ომი არ წაეგო?

3.თუ წინა დებულება სწორია, მაშინ ეს ტრაგედია ამერიკული სპეცსამსახურებისგანაა მანიპულირებული. რაღაც მსგავს მანიპულირებას აქვს ადგილი ქართულ ციანიდთანაც. მღვდელ მამალაძესთან მიგზავნილი აგენტი მოგვარე შესანიშნავად ახერხებს მის მანიპულირებას, რაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში გამოჩნა!

4.სად დაიკარგა დამცველი რაზმი, ჯიმის დაცვა? რაღაცით უცნაურია ამ და შორენას დაცვის ფუნქციაც. პატრიარქს რომ არ ჭირდება, ცხადია, მაგრამ ვის ჭირდება ეს რაზმი?  უშიშროებას და შორენას? ასეთი უცნაური დანაყოფი ალბათ მსოფლიოში არც არსებობს. უკაცრავად, რელიგიურ სექტანტებთან მიდგომაში ვერანაირი უშიშროება სტერეოტიპებს თავს ვერ დააღწევს და რასაკვირველია, მათ საქმიანობას გაგებით ვეკიდები! 😊ერთი რამაა: გაუთვლელი ამბებიც ხდება, რაც მთელ საიდუმლო გეგმას საშინელებად აქცევს ხოლმე.

5.რატომ დაესხა თავს ჯიმის დაცვა უკანგამგზავრებულ ლიო რაიანს, ვისი ბრძანებით, სპეცსამსახურის თუ სექტის ლიდერის? თუ ორივესი?

6.რატომ შეამოწმა აშშ-ს ხელისუფლებამ მხოლოდ 7 გვამი და აქედან რატომ აღმოჩნდა აქედან 2 ტყვიით მოკლული? რა უბედურება დატრიალდა: არამხოლოდ მასობრივი თვითმკვლელობა, არამედ მასობრივი მკვლელობაც?

7.და საბოლოო: ძიება გრძელდება, მაგრამ ბევრი საერთო ილანდება. საქართველოში რომ მსგავსი საბედისწერო განვითარება ავირიდოთ, უნდა გავითვალისწინოთ ამერიკული გამოცდილება, შეცდომები და ვისწავლოთ, გამოვიმუშავოთ სხვადასხვა, დევიანტურ, ნონვერბალურ და აპოკალიპტურ რელიგიურ დაჯგუფებებთან ფრთხილი, სწორი და ტოლერანტული მიდგომები…

p.s. ჯიმს ბავშვობაში მამამ აწყენინა, შავკანიან სკოლის ამხანაგთან მივიდა სახლში და მამამ მისი ამხანაგი შინ არ შეუშვა რასისტული მიზეზის გამო… აღარც ჯიმი შევიდა და იმ ამხანაგთან ერთად წავიდა სახლიდან… წავიდა და წავიდა… წავიდა და აღარ დაბრუნდა მამასთან. წავიდა და მერე თანასწორთა რელიგია შექმნა… თავი შევიწროებულად იგრძნო და კიდევ წავიდა აშშ-დან გუიანაში.  მერე იქაც არ მოასვენეს. და სხვაგან, საიქიოში  წავიდა… წავიდა და ბევრიც სხვა წაიყვანა 😦

Hinterlasse einen Kommentar