რელიგიათმცოდნეობის აუცილებლობა – Die Relevanz der Religionswissenschaft

Ⴐელიგიათმცოდნეობის, როგორც აკადემიური დარგის არსებობა, თავისთავად გულისხმობს და მოიცავს მისი, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუციის არსებობასაც.

ამ დარგის მასშტაბების, ტერმინოლოგიური სემანტიკის, გენეზისის, მეცნიერულ-თეორიული Ⴄპისტემოლოგიის, აკადემიური ისტორიის, მულტიდისციპლინარული მეთოდოლოგიებისა და თვითმყოფადი Ⴈდენტობის შესახებ ამჯერად და აქ აღარ განვმეორდები, პირდაპირ მივადგები Ⴋთავარ სათქმელს და ვუპასუხებ სათაურში დასმულ პრობლემას.

რატომაა ეს დარგი Ⴑაზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, Ⴀუცილებელი და უსათუოდ გამოსადეგი? რასაკვირველია, Ⴐელიგიის Ⴋეცნიერებას ექზისტენციალური გამართლება არ ესაჭიროება, საზოგადოებრივი ფუნქცია დარგისათვის მეორადი მოვლენაა და მის მეტამეცნიერულ თეორიებთან კავშირში იგი არაა; სხვაგვარად, ეს აკადემიური სპეციალობა იმიტომ კი არსებობს საერთაშორისო დისკურსის სახით, რომ საზოგადოებრივად აუცილებელია, არამედ იმიტომ რომ მეცნიერული და შემეცნებითი თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველია.

განვითარებულ სამყაროში დღესდღეობით რელიგიაზე საჯაროდ, საუნივერსიტეტო ან საეკლესიო კათედრებიდან ვეღარავინ ისაუბრებს რელიგიათმცოდნეობითი თეორებისა და მონაპოვრების გაუთვალისწინებლად, მისი ტერმინოლოგიური ლექსიკის (ვოკაბულარის) გარეშე; აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და მედიასაშულებები ამ სიტყვიერი მასალითაა გაჯერებული, რელიგიათმცოდნეობა (იგულისხება Academic Study of Religion, რასაც ქართულად რელიგიოლოგია შევუსაბამე) ცივილურ-საზოგადოებრივად განვითარებული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

აქ ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ დასავლურ საზოგადოებაზეა, რადგან „დასავლურ სამყაროში რელიგია აშკარად თანმიმდევრობით და ხანგრძლივადაა რელიგიის მეცნიერებებისგან ზეგავლენილი და შეცვლილი“. ამ დასკვნის ავტორს (Friedrich H. Tenbruck, „რელიგია რეფლექსიის დინებაში“) არ უგულისხმია რომ ცივილური საზოგადოების რელიგია მხოლოდდამხოლოდ მეცნიერებამ და კერძოდ კი მხოლოდ რელიგიათმცოდნეობამ შეცვალა (ამიტომ „რელიგიის მეცნიერებასთან“ ერთად იყენებს იგი პარალელურ, მრავლობითის ფორმასაც, „რელიგიის მეცნიერებები“, Religionswissenschaften, გულისხმობს  რა იგი რელიგიის კვლევის ზოგად ველს), მაგრამ  რელიგიის სასიკეთო ცვლილებას იგი დიდწილად კერძო პროფესიულ დარგს უკავშირებს. „დაჟინებით“, „მნიშვნელოვნად“, „ღრმად“… ასე განსაზღვრავს იგი ამ ზეგავლენის ძალას.

მოკლედ, თენბრუკის სტატიის თანახმად (Die Religion im Maelstrom der Reflexion (1993), In: Religion und Kultur, Olpaden: Westdeutscher Verlag) დასავლეთში რელიგიის ცნება და რელიგიის გაგება მნიშვნელოვანწილად აკადემიური რელიგიოლოგიის მიერ სასიკეთოდაა შეცვლილი; რელიგია ახალ, ცივილიზებულ პერსპექტივაშია გადაყვანილი და პრაქტიკული რელიგია თეორიულითაა გაწონასწორებული; რელიგია (დასავლური ქრისტიანობა) ამიტომ ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ჩვენთანაა „საშიში, არათავისუფალი

ამ ცვლილების მექანიზმზე დაწვრილებით აქ აღარ ვისაუბრებ. დავუტოვებ მკითხველს საკუთარ საფიქრალსაც.

იბადება კითხვა: რა უნდა ქნან ახალმა აღმოსავლეთევროპულმა თუ არაევროპულმა ქვეყნებმა, სადაც რელიგიის შემსწავლელი ემპირიული მეცნიერება გასაგებ მიზეზთა გამო ვერ განვითარდა? თენბრუკის პასუხი უბრალოა: რელიგიიის ემპირიული მეცნიერებები რელიგიის მდგომარეობისა და განვითარების თვალსაზრისით გადამწყვეტ ცვლილებას მოახდენენ „მომავალში იმ არაევროპულ ქვეყნებშიც, რომლებიც ამ მეცნიერებებს გადაიღებენ.

Es liegt ganz offen zutage, die Religionswissenschaften, wo sie existieren, die Lage und Entwicklung der Religion in Europa beharrlich beiinflußt und tief, vielleicht sogar entscheidend verändert haben und das in Zukunft auch in außereurepäischen Ländern tun werden, die diese Wissenschaften übernehmen.

ცნობილი სოციოლოგის ამ ერთ წინადადებაში ისეთი განვითარებადი ქვეყნის განათლებისა და საუნივერსიტეტო სფეროებისათვის, როგორიც საქართველოა, მთელი პროგრამა და სახელმძღვანელო დებულებაა ჩატეული…

მგონი სათქმელი ითქვა და ქვეტექსტებს აღარ ჩავყვები.

რამდენადაა თენბრუკის 1993 წელს გამოთქმული თვალსაზრისი სადღეისოდ პრაქტიკულად გაზიარებული ანუ რამდენად აისახება იგი ევროპაში საუნივერსიტეტო რელიგიოლოგიის ინტეგრაციაზე?

დამატებითი არგუმენტიც:

გერმანული „მეცნიერების საბჭო“ – Wissenschaftsrat 2011 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებს ურჩევს რომ საკუთრივ რელიგიის ემპირიული მეცნიერების პერსონალი გაზარდონ თეოლოგიისაგან დამოუკიდებლად და შესაბამისი რელიგიათმცოდნეობითი ინსტიტუტები მინიმუმ 4 პროფესორით აღჭურვონ: იხ. საამისო რჩევები აქვე, განს. გვ.: 86-94.

რელიგიურ ცხოვრებას თან უნდა სდევდეს რელიგიათმცოდნეობითი ინტერპრეტაციაც. ყოველი რელიგიური ინფორმაცია, ძველი თუ მიმდინარე, სასწავლო პროცესის ნაწილად უნდა იქცეს… ეტყობა სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებას ვერ ავაშენებთ, დემოკრატიას ვერ გავამყარებთ და სეკულარულ, თავისუფალ სახელმწიფოსა და საზოგადოებას რელიგიურად მოტივირებულ საფრთხეებს ვერ ავარიდებთ.

ამდენად, დასკვნა გასაგები და აშკარაა: აკადემიური რელიგიოლოგიის ეტაბლირება ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროპულ ინტეგრაციას მიესწრაფვიან, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ და ამოცანად უნდა აღიარონ.

აკადემიური რელიგიოლოგიის აუცილებლობა ამით არც ამოიწურება, არც მთავრდება; საკუთრივ სპეციალისტებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, „რელიგიოლოგია, როგორც კულტუროლოგიური თეორიების სამჭედლო“…

P.S. სიმართლე გითხრათ, პროფესიული მოვალეობის გამო გავეცი ზემორე ინფორმაცია, თორემ რელიგიის მეცნიერების გადმოღების იმედი დიდად არ მაქვს, არც იმის იმედი რომ თავს ვინმე შეიწუხებს იმის გამოკვლევით თუ რა არის იგი სინამდვილეში,  რა მეცნიერული თეორია (მეტამეცნიერული ეპისტემე) მოეპოვება ამ დარგს და ამდენად, თუ რომელიმე ქართული უნივერსიტეტი მართლაც შეეცდება დასავლური დარგის ექვივალენტის შექმნასა და მეცნიერული სუროგატის არიდებას. ეს სუროგატი თუ ნიშის მოკავება ‘ტრანსდისციპლინარული კვლევების’ „ქიმერული სახელწოდებით“ (Břetislav Horyna: „Eine Chimere“),  ჩვენი განათლების სამინისტროს გვერდებზეც ამასწინათ გამოჩნდა: „რელიგიის კვლევები, როგორც დარგთაშორისი მიმართულება“. „დარგთაშორისი მიმართულება“ სავარაუდოდ განათლების მესვეურთა შეცდომაში შემყვანი რომელიღაც მეცნიერული ჯგუფის სოციოლექტია და მათ მიერ სწორედ ამ მცდარი, სუროგატული „ტრანსდისციპლინარული“  გაგების ანუ ჩეხი სპეციალისტისაგან ქიმერადწოდებული ყავლგასული თეორიის კოპირების შედეგია და არა საკუთრივ თვითმყოფადი დარგის შექმნის მცდელობა… თუმცაღა, დასაწყისისათვის ქართველი არასპეციალისტ-შემთავსებლებისაგან მეტს არც მოველოდი. ყინული ამით ალბათ დაიძრა. თუმცაღა, დაიძრა გაურკვეველი მიმართულებით! მოკლედ და უფრო გასაგებად: რელიგიით დაინტერესებული სხვადასხვა დარგების (მაგ. სოციოლოგიის, რელიგიის ფილოსოფიის ან თეოლოგიის) მექანიკური შეკრება კი არაა აკადემიური რელიგიათმცოდნეობა, არამედ სხვადასხვა, – მეთოდურად ერთმანეთთან ზუსტად შეთანხმებული, კულტურულ-საზოგადოებრივად განპირობებული პროცესების, – პერსპექტივათა ქსელი.

შდრ. მეტი დამაჯერებლობისათვის დედანში: Brück, Michael von (2013): Religionswissenschaft und Religionsbegriff. In: Müller, Tobias / Schmidt, Thomas M. (Hrsg.): Was ist Religion? Beiträge zur aktuellen Debatte um den Religionsbegriff. Paderborn u. A. : Ferdinand Schöning. S. 31-53. Zitat, S. 34. დედანი:

Religionswissenschaft ist allerdings keine bloße Ansammlung von Einzeldisziplinen, sondern methodisch präzise aufeinander abgestimmtes Netzwerk von Perspektiven auf kulturelle und in Gesellschaften historisch bedingt ablaufende Prozesse.

DSCF3173

მარჯვნიდან: რელიგიის მეცნიერების ძირითადი სახელმძღვანელოები…

 

 

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s