მართმადეანთა 9 ნეტარება

მეგობრებო, გული არ მითმენს, ეს ბლოგი სულაც არაა მსგავსი შრატის ანუ წმინდა ტექსტისათვის დაარსებული, მაგრამ მოულოდნელად გამომეცხადა ანგელოზი და გადმომცა მართმადეანთა 9 ნეტარება ფოტოსთან ერთად, რომელიც ნუგზარ მეტრეველისეულია და მიბრძანა რომ გამომექვეყნებინა!

და 10 მცნება რომ მოვიკითხე, ის სხვა ანგელოზს გაატანესო!

დიდება უფალს!

  1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი და უნიჭონი გონითა ანუ ქოცნი და მაქოცნი, ჭრელი ძიძიგურები და ნორჩლენინელკობახყლისძეები, რამეთუ მათი არს შუშის სასახლე, სასუფეველი მათთა მის კერპისა, რომელ არს ბიძოი, სამად: არქიფო, ცახე და ჩომბე სტაფილოსძირი სამყლობისაჲ;

  2. ნეტარ იყვნენ ქოცამომრჩეველნი ანუ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ და უფასოფულმიცემულ იქმნენ, ვისაც გაუმართლებს ან დაუნეპოტებენ;

  3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი და ეკა ბოსელსავით ტკილმოუბარნი, ტუჩ-მაჩუჩიანნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა და ჭერი და ძალაუფლება პარლამენტსა და მის ფარგლებს გარეთ და შეიმოსნენ ვითარცა დედოფალნი და აქუნდესა და მიეცას კიდო, რამეთუ ეშმაც კი მათ ნამსახურსა დაამგვანეს;

  4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის? ვერ მოგართვით! ამათი ჭკუაც, ციხე და სასამართლო ამათ რაჲთა იგინი განსძღენ ბალანდითა და საწამლავითა და შეინანონ 9 წელი იგი მათისა ბოგინისაჲ;

  5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი ანუ მურესიძე-მოსამართლენი , რამეთუ იგინი შეიწყალნენ დიდმან მან ბიძომან და განამდიდრენ ვითარცა ღორნი ტილითა და ზროხანი ტკიპითა, უკეთუ ცხოველნი ეს მაუვლელნიყოფვიდიან;

  6. ნეტარ იყვნენ წ-მინდანი გულითა ანუ რომ უნდათ და უნდებლარიან და მოიხვეჭნიან, დასმულნი ჩინოვნიკნი, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ და მათი ღმერთი ფული და ტყუილია…ხოლო ღმერთმა რომ პირდაპირ გადმოაგდო მათი პატრონი, გურანდა მენელსაცხებლის თეზაა;

  7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-გამომყოფელნი, ვოლსკი და ტრიპოლსკი და ძმანი და დანი მათნი. რამეთუ იგინი ძედ ამ ტანყლისად და ფარცხალაძის ბოტასების ლანჩებად იწოდნენ. ნეტარ არიან რომელთა შიოდის და სწყუროდის ბიძინას მოღჩილებისათვის, ვითაღცა სალომესა მას, რამეთუ მათი არს სასმელ-საჭმელი ამა ქვეყნისაჲ: ჯიპები, ბინები და სახლ-კარი და პრემია-დანნამატები და 69 ყოველღამე და ფოფხაძისა მის ნუგზაღისა ნიფხავ-პერანგი და ღჩევა-დაღიგებები და  ამომღჩეველსა თუ დააყლევებენ, პ-ღეზიდენტობაცა  ბიძოს გომუღისა! 🙂

  8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის კი არა, ქვეყნის დაქცევისათვის, რამეთუ მათი არს პუტინის კალთა და კირილის პაგონები. სასუფეველი ცათა დაიკიდეთ, შეიგნეთ, მასზე ბრიყვნიღა ოცნებობენ  და ვითარცა ჩუკენნი დიაცთაგან მოძულებულნი, ათავებენ და ჯინჭველთა და ჭია-ღუათა ახარებენ მორწმუნენი სუფევისანი და ალოკვინებენ, უკეთუ ბუნებასა შინა იქმოდნენ საძაგლობასა მას რყევისასა;

  9. ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ ანუ წვერიანი წამყვან-მოდერატორები ბრალსა გასხმიდნენ, ვითარცა ტრაწსა მოუკლებლად, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ გაბუნიამან და ვახომან ვიეთმან, სიცრუით ბიძოჲსთვის ნაცებმა, ევროსაქებმა და სხვათა მათ სექტანტთა ანუ ოპოზიციონერთა და განდგომილთა ჭეშმარიტისა მის რჯულისა მართმადიანობისასა; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ საგულვებელ არს რომ ბრიყვნი ამა ქვეყნისანი კუალად აგირჩევენთ.

  10. ყოველშემთხვევისათვის ქრისტიანულ 10 მცნებასა და  9 ნეტარებასაც გადახედეთ:  აი აქა
43106675_2193217904024051_1052196202163994624_n

ფოტო ეკუთვნის ნუგზარ მეტრეველს, იხ> www.facebook.com/photo.php?fbid=2193217890690719&set=a.100325799979949&type=3&theater

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s