როგორ შედგა ემილ დურკჰაიმი – (ციკლიდან: მეცნიერება ყველასათვის)

 

როგორც გვარწმუნებენ, იგი ასე იწერება და გამოითქმის > David Émile Durkheim [eˈmil dyʀˈkɛm], იარსება მან 1858-1917 წწ. ელზასურ ებრაულ ოჯახში დაიბადა, პარიზში სწავლობდა და ა.შ. ბევრის მოყოლა შეიძლება, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ერთი მომენტი და ის არაერთი ამოცანის ამოხსნას გვპირდება:

როცა ფრანგები 1870-71 წწ. ფრანგულ-გერმანულ ომს ჩაუღრმავდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ გერმანიის გამარჯვების უმთავრეს მიზეზს მისი საგანმანათლებლო სისტემის სიძლიერე წარმოადგენდა. მაგალითისათვის, ერნსტ რენანი ფიქრობდა, რომ ამ ომში მეცნიერებამ გაიმარჯვა. დასკვნა და დავალება: საფრანგეთმა გერმანიისგან უნდა ისწავლოსო და ფრანგულმა განათლების სამინისტრომ (Ministère de l’instruction publique france) უამრავი ნიჭიერი განათლებული ახალგაზრდა, ცოტა ასაკოვნებიც კი  გამოარჩია და სტიპენდიით გერმანიაში მიავლინა, რათა ისინი იქ თავისი დარგის უახლოეს მიღწევებს გასცნობოდნენა და დაუფლებოდნენ. მათ შორის მოხვდა ჩვენი ემილ დირკემიც. მან 1885-86 წწ. ლაიფციგის, მარბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებს შეალია და იქ ცნობილ გერმანელ მეცნიერებს დაემოწაფა. განსაკუთრებული გავლენა მასზე, – რასაკვირველია ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის გზით, – ვილჰელმ ვუნდტმა მოახდინა. დირკემი აღფრთოვანებული ჩანს იმით რომ ვუნდტი პირველი ფსიქოლოგია, ვინც მეტაფიზიკასთან კავშირი გაწყვიტა. დირკემს ანუ დურკჰაიმს უკვირს რომ ერთსა და იმავე საკითხზე გერმანულ უნივერსიტეტებში არაერთი კურსი იკითხება და გერმანიიდან დაბრუნებისთანავე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში აღტაცებული საუბრობსა და აანალიზებს ვუნდტის თეორიებს მორალის სფეროში.

 

durkheim-copy-by-boris-mestchersky-french-school

wundt_dribbble_1x                         ⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒⇒

 

 

 

 

 

მაგრამ ემილმა ამავდროულად აღმოაჩინა რომ ვილჰელმს რაღაც გამორჩა ან არასათანადოდ დაასაბუთა და კერძოდ კი ის, თუ საიდან მოდის მორალის სავალდებულო ხასიათი. ამის წყარო კი ფრანგმა ღმერთში იპოვა, უფრო სწორად საზოგადოებაში, რომელიც მორალს ღმერთის სახელთან აკავშირებდა. აქედან გამომდინარე, „ღმერთი“ სხვა არაფერია თუ არა საზოგადოება. ღმერთი = საზოგადოებას! რელიგია რელიქტი, ილუზია  და სისულელე კი არაა, არამედ საფუძვლიანი  სოციალური მოვლენა. აქედან იწყება რელიგიის სერიოზული აღქმა და შესაბამისად ნამდვილი  სოციოლოგიური კვლევა და ნელ-ნელა იქმნება, ყალიბდება ფრანგი მეცნიერი, როგორც რელიგიის სოციოლოგიის და სოციოლოგიის ერთ-ერთი მამათაგანი. როგორც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, მაქს ვებერის ბადალი და მეტოქი:

durkheim-weber-10es4ys.gif

შეიძლება ითქვას, რომ ემილს ბედმა გაუღიმა, თან რამხელაზე: მან ხომ ღრმა ნაპრალი იპოვა ვუნდტის თეორიაში და იქ სოლივით შეიჭრა და იმდენად გააგანიერა რომ იქ ვეღარ დაეტა და თვითონაც დამოუკიდებელ მეცნიერულ გიგანტად იქცა. სხვა შედარება: ამ ერთმა   მიგნებამ ემილში რელიგიის სოციოლოგიური კვლევის ატომი ააფეთქა და დანარჩენი უკვე კანონზომიერად განვითარდა, სამყაროს შექმნის არ იყოს! ფრანგი სწავლული იმითაც გამოირჩევა რომ უამრავი მოწაფე და მიმდევარი გაიჩინა და მისმა სკოლამ რელიგიის კვლევის მთელი ეპოქა შექმნა და არაერთი მნათობი აჩუქა ზოგადად რელიგიის კვლევის სფეროს.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ მეცნიერული ისტორიისა და ფრანგულ-გერმანულ ურთიერთობათა ამ მცირე ფრაგმენტიდან ქართველებმა? ვფიქრობ, უამრავი რამ… რასაკვირველია იმ შემთხვევაში თუ მოვინდომებთ! 🙂

ზელიმხან უძილაური, 18 დეკემბერი, 2017, აბანოთუბანი.

 

 

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s