ემპირიკოსობა თუ ტრანსცენდენტღიაობა? Empirical vs.Transzendentoffen

ვუძღვნი სტუდენტებს, საახალწლოდ! 🙂

70-იან წლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დიდმა ძვრამ დაიარა. Empirical Turn. რასაც დასწერ, უნდა იყოს შემოწმებადი და გაუქმებადიც, სხვაგვარად: ვერიფიცირებადი და ფალსიფიცირებადი. ხომ შეიძლება სხვამ მოუღოს შენ თეორიას ბოლო? ესაა ფალსიფიცირებადობა ანუ ერთ-ერთი წინაპირობა. ასე, მაგ. მე ვამტკიცებდი, რომ სტოკჰოლმის სინდრომი პირველად ფშავლებს დაგვემართა, შევიყვარეთ რა ჩვენი ამაოხრებელი თამარ მეფე და სალოცავ ხატად ვაქციეთ… თუმცა, მხარგრძელმა კინაღამ მარცხი იწვნია და 3 წელი მოანდომა ჩვენ დამორჩილებას… ჰოდა, აღმოჩნდა, რომ ეს სტოკჰოლმის სინდრომი სულაც არ ყოფილა, ძალას მოუხნავს აღმართი! 🙂 რას ნიშნავს მეცნიერული მეტა-ენა?  თუ ვიტყვით, რომ ღმერთმა ადამი მტვრისგან შექმნა, ეს მეცნიერული თვალსაზრისით სრული ბოდვაა, მაგრამ თუ სხვათა სიტყვის ო-ს დავამატებთ, ან: ‚ბიბლიის მიხედვით‘, მაშინ წავა. ვისაც გამეცნიერება უნდა, მან ტეტრალოგიის „დავით აღმაშენებელი“ II ტომის დასაწისი უნდა გაიმუდმოს: „და ითხზებოდა ათასგვარი მითი მოსეირეთ უქმ გონებაში: გრძნეული აბჯარი აცვიაო დავით მეფეს, მის მოშხამულ ისარს ვერ აკავებსო ვერავითარი ფარი…“ სხვაგვრად,  მეტა-ენის პრინციპებს უნდა მისდიოს, სხვათა სიტყვის ო -ს პრინციპს. გერმანიიდან რომ დავბრუნდი პირველად(გერმანიიდან რამდენჯერმე დავბრუნდი), შევიხედე ერთ აუდიტორიაში, ჩემი ყოფილი კათედრის ერთ ლექტორს მოვუსმინე, ქალბატონს, ის ისე უყვებოდა სტუდენტებს ღვთისმშობლის, სახარების ისტორიას, ლეგენდებსაც კი, როგორც რეალურს…  ჰოდა, რომ გამახსენდება, დღესაც თავზარდაცემული ვარ ამგვარი აღრევით…. თუ მეცნიერება გინდა, რწმენიდან უნდა დაახვიო! რა გწამს შენ ან რა არა – ეს შენი ტექსტიდან არ უნდა ჩანდეს…

მაგრამ რამდენად უნივერსალურია ემპირიული კვლევა? ავიღოთ ასეთი მაგალითი: ემპირიული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ რაც მეტ ბუდეებს იკეთებენ ყანჩები, მით მეტი ბავშვები ჩნდებიან ჰოლანდიაში. წლების სტატისტიკა  ზუსტად ემთხვევა თითო ბუდეზე მოსული ბალღების რაოდენობას… აქედან ემპირიული დასკვნა ასეთია:  მითი, რომ ბავშვები ყანჩებს მოყავთ, სწორია. და ითხზებოდა ათასგვარი მითი მეცნიერთა უქმ გონებაში… აქაური წეროები იქ ყინჩი ყანჩებია…

ამ ბოლო ხანებში გერმანელი კულტუროლოგები, მათ შორის რელიგიის მკვლევარნი, ალაპარაკდნენ ტრანსცენდენტღიაობაზე, მოკლედ იმ ფენომენზე, რასაც გერმ. Transzendentoffenheit ეწოდა. მართალია, ეს  არ უნდა ნიშნავდეს, რომ მსჯელობისას განემპირიულდები ანუ ისევ მოჯადოვდები, მაგრამ ყოველშემთხვევაში, რაღაც უკუპროცესი დაიწყო… გარდა ამისა, ამით თემებს ვიმრავლებთ, ვხეირობთ… ჩემთვის ვფიქრობ: რატომ უნდა ჩაიკეტოს კაცი ემპირიულ ასკეტიკაში, რაც არ მტკიცდება, იმაზე აღარ ვიფიქროთ? ეს იმას გავს, მშვენიერი ქალი რომ გეძლეოდეს და რაღაც სულელური მორალის გამო თავი შორს დაიჭირო…მშვენიერია ტრანსცენდენტული სამანების დალაშქვრა… თუ შეგიძლია კი ნუ აკრიტიკებ, აბა ილაპარაკე საკრალურ ფენომენზე რუდოლფ ოტოსავით!…

მოკლედ, ასეა, აი ვოლფგანგ განტკეს დავიმოწმებ თუ ჩემი არ გჯერათ:  ტრანსცენდენტურის განხილვისგან  თავშეკავება რელიგიის მეცნიერებას(Religionswissenschaft) მაყურებლის როლში გადასვლას გამოიწვევს და  მას უმნიშვნელო, პატარა თემებში ჩაკეტავსო, შეად.: Wolfgang Gantke, Religionswissenschaft als Kulturwissenschaft.

თუმცა, არც ის ვარგა მგონი, რომ მთლად თავი გაიგიჟოს კაცმა ამ ტრანცენდენტური თემების მოთვინერების მცდელობაში…დაიკარგები კაცი მერე და ვეღარ გაიგებ, სად გადის საზღვარი თეიზმს, ეზოთერიკას, მისტიკას, მისტაგოგიას, თეოფანიას. თეოლოგიას და დემაგოგიას შორის? 🙂

მოკლედ, როგორც ალტერნატივნობელიანტი Hans-Peter Dürr იტყოდა, მეცნიერებაც იგავთა ენით საუბრობს. უხილავ ნაწილაკს დაეძებენ ფიზიკოსები, მერე რომ ვერ იპოვიან, თეოლოგდებიან და უხილავ ღმერთს დაეძებენ, ამასაც რომ ვერ იპოვიან, Cultural Turn – ში ვარდებიან და ხვდებიან, რელიგიაც კულტურის ნაწილია და როგორც რიზებროდტი – Riesebrodt, იტყოდა, ‚რელიგია‘ შეუცვლელი ცნება სულაც არაა, შეიძლება მან მალე ჩაილურის წყალი დალიოს და მისი ფუნქცია იკისროს სხვამ. – ‚სპირიტუალობამ‘  თუნდაც…

ამინდი ცვალებადია, მათ შორის მეცნიერებაშიც. როცა ნილს ბორის ავგაროზი, კარებზე დაკიდებული მოღუნული ნალი გაუკვირდა ერთ ჩვეულებრივ ფიზიკოსს, ნუთუ ამის გჯერათო? მან უპასუხა: არა, მაგრამ შეიძლება მათზეც ზემოქმედებდეს, ვისაც არ სჯერაო 🙂 ბლეზ პასკალის ნიძლავს აღარ მოვყვები, ჩემსას მივამატებ: მუქთად ჯდომას მუქთად ლოცვა სჯობია. არ არსებობს ღმერთი? მეტანიებმა, პილიგრიმობამ ხომ გაგიმაგრა მუხლები და მარხვამ ცოტა გაგწმინდა ლექისგან მედგარო? 🙂 და ამიტომაც უფრო მეტს ბუღრაობ საწოლშიც! ჰოდა, აი ასე, was is besser? 🙂 ჩემი აზრით, ჯობია გწამდეს, მაგრამ თან უნდა გეკიდოს რომ გწამს!

დასკვნა: მაინც  სადაა მეცნიერებაში ტრანსცენდენტღიაობის საგამოფენო  ადგილი? შლაიერმახერის დრო წავიდა. შეიძლება  „რელიგია უსასრულოს ჭვრეტა და განცდაა“ მართლაც, მაგრამ ეს ფსიქოლოგიზმია. მე ვფიქრობ, ტრანსცენდენტული გულისძგერა  ღმერთივით დაფარული უნდა დარჩეს, სტრიქონებსშუა, აბზაცებსშუა, წინადადებათა შუაში… სხვაგვარად ის ისეთივე იაფფასიანი შეიქნება, როგორც ეს მთელი პირმოღებული რელიგიური პროპაგანდაა, რაც ყველა დროს და მათ შორის ჩვენ დროსაც ახასიათებდა და ახასიათებს თუმცაღა, ჩვენსას განსაკუთრებული მშფოთვარებით…

შეიძლება შემომედავოთ, არააო აქ მეთოდოლოგიის ფორმატი. მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მომავლის უნივერსიტეტიც რაღაც ამის მსგავსი იქნება: შენობის და ლექტორის გარეშე, თქვენი შვილები თვითონ მოიპოვებენ და წაიკითხავენ ყველაფერს, რაც დააინტერესებთ! … პოპულარული ბილინგვისა და რეცა  მენტორული სტილისათვის კი ნამდვილად დასაძრახი ვარ! 🙂

ზელი, ჯერაც 2016 წელი.

51nn9gnnml-_sx384_bo1204203200_                        screen-shot-2012-10-08-at-4-30-52-pm-300x209

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s