რელიგიოლოგიის გზები და ძირითადი სახელმძღვანელოები

ჩვენ ზოგადად გვჭირდება კულტურული შემობრუნება – Cultural turn ანუ გერმანულად Kulturelle Wende, რამაც ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ანუ რელიგიის კვლევასთან მიმართებაში   პარადიგმული ცვლილება განაპირობა … Cultural turn გასული საუკუნის 60-70 – იან წლებში განხორციელდა და მეთოდოლოგიური აგნოსტიციზმის სასარგებლოდ ფენომენოლოგიური სკოლის 50-წლიანი დომინანტური როლის დასასრულს მოასწავებდა. ამიერიდან უპირატესობა მიენიჭა ემპირიულ-დესკრიპტიულ, ინტერდისციპლინარულ მეთოდოლოგიას და წამყვანი სპეციალისტების მიერ გადახალისებული მეცნიერული თეორიით(Wissenschaftstheorie) დარგს მტკიცედ მიეჩინა ადგილი მეცნიერებათა კულტურულოგიურ (სოციო-ჰუმანიტარულ) ოჯახში. ამ რეფორმატორული ცვლილებების პროცესმა, რაც დღემდე გრძელდება და რასაც თავიდანვე ზოგიერთი სხვა კეთილისმყოფელი გარემოებებიც დაემთხვა (მაგ. 1966 წელს გამოჩენა ეთნოლოგ გირცის საეტაპო წიგნისა – „რელიგია, როგორც კულტურული სისტემა“, რამაც  ფუნქციონალიზმის სოციალური თეორია დაასამარა), გამოიწვია დარგის ინსტიტუციონალური აფეთქება და „რელიგიის კვლევა“ იშვიათი, ე.წ. „ორქიდეული საგნიდან“ (Orchideenfach) ნამდვილ მასობრივ საუნივერსიტეტო დარგად გარდაისახა და დღეისათვის დასავლურ უნივერსიტეტებში „რელიგიის კვლევის“ ხვედრითი წილი მართლაც შთამბეჭდავია.

ახლა მოკლედ დარგის თვითგაგების და იდენტობა-რაობის თაობაზედ: –

ეს მეცნიერება საუნივერსიტეტო წრეებში სადღეისოდ ყველა მოქმედ, პარალელურ და ექვივალენტურ ვერსიებს შორის უფრო მიღებული ტერმინოლოგიით, მარტივად იწოდება როგორც Study of Religion, საიდანაც ქართულად ვიღებთ „რელიგიის კვლევას“; „რელიგიის კვლევას“ ზოგჯერ წინ ამატებენ დილეტანტიზმისგან თავდასაცავ „ჯებირს“ და მთლიანობაში გვაქვს: „Academic Study of Religion“. ასევე არანაკლებ, თუ არა უფრო მეტად გავრცელებულია და ლექსიკონურ გვერდებზე პოპულარობამოხვეჭილია Religious Studies, რაც თავისი ზედსართავულობის და მრავლობითობის გამო შეიძლება დამაბნეველიც კი აღმოჩნდეს და საგნის რაობის, მისი მეცნიერული ისტორიის არცოდნის შემთხვევაში კითხვა დაბადოს: რელიგიის რელიგიურ ცოდნაზე და კვლევებზეა საუბარი თუ რელიგიის მეცნიერულ კვლევებზე? რასაკვირველია, მეცნიერება იგულისხმება. აქვე უნდა განიმარტოს, რომ მხოლობითი ფორმები: „რელიგია“ და „კვლევა“ მრავლობითსაც გულისხმობს ანუ „რელიგიაში“ იგულისხმება რელიგიაც, როგორც ზოგადადამიანური უნარი (რაც, პრინციპში, შლაიერმახერის აღმოჩენაა) + რელიგიური ტრადიციები და ასევე, ზოგადადამიანური რელიგიურობის ელემენტებიც.

თავდაპირველად რელიგიის შემსწავლელი „შტუდიები“ იშვა როგორც „რელიგიის მეცნიერება“ – Science of Religion და, რაც მთავრია, იშვა ის არა თეოლოგიის, არამედ შედარებითი ფილოლოგიის წიაღში და მის „მამად“ მოიაზრება გერმანული წარმოშობის სანსკრიტისტი, ფილოლოგ-კომპარატისტი ფრიდრიხ მაქს მიულერი, კაცი, ვინც ოქსფორდში თავისი 50-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში შექმნა ახალი დარგის თეორიული და ქრესტომათიული საფუძვლები. ბუნებრივია, „მშობლების“ ხასიათიდან გამომდინარე, „რელიგიის მეცნიერება“ შედარებით მეცნიერებად იშვა, და პარალელურად ასეც იწოდებოდა: Comparative Religion. ე.წ. მეცნიერული ერების (Wissenschaftsnationen) ენებზე, მაგ.: გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად თუ იაპონურად  ფიგურირებს „რელიგიის მეცნიერება“: – Religionswissenschaft, Science des Religions, Science Religieuse, Scienza della Religione, 宗教学… სხვადასხვა მიზეზთა გამო, – რომელთა შესახებ სხვაგან ვწერდით, – ქართული, მოქნილი შესატყვისის ძიებისას  ვამჯობინეთ რელიგიოლოგია. რელიგიოლოგიის, როგორც საუნივერსიტეტო დარგის ჩამოყალიბება, დროშიც და აკადემიურ სივრცეშიც,  სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგია-ეთნოლოგიის ჩამოყალიბებას ემთხვევა და ეს სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო: ევროპული განვითარების შედეგად რელიგია არამხოლოდ სხვადასხვა, არა ოდენ სასხვათაშორისო,  არამედ  რელიგიის შემსწავლელი  ერთი კონკრეტული დარგის  საგანგებო და კომპლექსური შესწავლის, კვლევის და ინტერპრეტაციის საგნადაც  უნდა ქცეულიყო…

ოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ქვემრე სახელმძღვანელო ლიტერატურის სია და აღწერა  რელიგიოლოგიის ფენომენოლოგიურ ეპოქას ნაკლებად გაითვალისწინებს 🙂 თუმცა, ვაპირებთ მომავალში ფენომენოლოგიურ სკოლასაც სათანადო პატივი მივაგოთ.

როგორ მივიდეთ რელიგიოლოგიამდე ამ საგნის ისტორიულ ხვეულებში ჩაუღრმავებლად? რასაკვირველია, ყველა გზა და მათ შორის, ჩვენიც, მეთოდოლოგიაზე გადის. დავუშვათ, თქვენ ბრძანდებით გემოვნებიანი მკითხველი, წარჩინებული სტუდენტი ან კირკიტა ინტელექტუალი. იქნებ რელიგია არც კი მიგაჩნიათ იმის ღირსად, რომ თქვენი გონება ამაზე მოცდეს? მაშინ გამოცდა ჩაუტერეთ თქვენ ყოვლისმცოდნეობას. აი უპირველესი, თანამედროვე და სტანდარტული სახელმძღვანელოც წამოგეწიათ: Stausberg, Michael and Engler, Steven (Eds.) (2011): The Routledge Handbook of Research Methods in the Study of Religion. London & New York: by Routledg.

51hw9by8pzl-_sx345_bo1204203200_

მოგვეპოვება ამ კოლექტიური ნამუშევრის  ინტერნეტსრულტექსტიც, რის 718cn3w268l-_uy250_-gifთვალთაპყრობასაც  მხოლოდ მცირეოდენი ვირტუალური გარჯა ესაჭიროება.

თუ დარწმუნდით, რომ სერიოზულ აკადემიურ დარგთან გაქვთ საქმე, მაშინ გადავდგათ მეორე ნაბიჯიც, ამ დარგის გენეზისი მოვიძიოთ: საამისოდ გამოდგება ‚რელიგიის ისტორიის აღმოჩენა‘. – იხ. მარჯვნივ >. დედნის სიგერმანულემ არ შეგაშინოთ ეს წიგნი ყველა ევროპულ ენაზეა თარგმნილი და თუ მაინცდამაინც ქართულად გნებავთ, მალე ესაც არ იქნება პრობლემა.

მესამე? მესამე? აბა ვნახოთ, რომელ წიგნს გაუღიმებს ბედი? ვინ შევა დიდ სამეულში? რამდენიმე ვერსიიდან მაინც ‚შედარებითი რელიგია‘ ვამჯობინე. ეს ტანმორჩილი წიგნი იმდენად მიყვარს, რომ ლაშქრობებში ჩემ ზურგჩანთაში მუდმივად ვატარებ და მას უამრავი სამოყვარული მწვერვალი აქვს დალაშქრული. ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ საუკეთესოა, კარგი ენითაა და მასში ერთი სიტყვაც კი არაა ზედმეტი…

რომ შევაოთხთავოთ, რასაკვირველია, უვილიბრაუნოდ არ გამოვა, მის სტანდარტულ სახელმძღვანელოს მივამატებთ.

ეს უძირითადესი 4 წიგნია, შესავლისათვის სრულიად საკმარისი!

519qarjcqal-_sx346_bo1204203200_

41jzaibh9bl

გარდა ამისა, გერმანულენოვან სტუდენტს თუ ლექტორს რასაკვირველია, ჰოკის სტანდარტულ სახელმძღვანელოს ვერაფერი შეუცვლის…თუმცა, პირადად მე მეორე აღიარებული გერმანულენოვანი სახელმძღვანელო მირჩევნია(იხ. ბოლოს, სიაში N 6).

კარგად გვესმის, რომ საქართველოში დამწყებ სტუდენტებს სკოლის მერხის, უუცხოენობისა და ზოგჯერ სადიპლომო ფორმალიზმის სუნი ასდით და შემეცნებით ინტერესებზეც მწყრალად არიან, მაგრამ მინიმუმ, ეს უკანასკნელი თუ მაინც მოეპოვებათ მათ, მაშინ ბაკალავრიატის დონეზე გირჩევდით: McCutcheon, Russel T. (2007a): Studying Religion. An Introduction. London: Equinox. ბაკალავრი კი არა, პროფესორიც ვერ უპოვის ამ წიგნს წუნს და წამალივით საჭიროა იგი ყველასთვის, ვისაც რელიგია აინტერესებს ან თავი უკვე რელიგიის კვლევის სპეციალისტად წარმოუდგენია.

index

ეს კრეატიულ-ჰერმენევტიკული შესავალი გერმანულადაცაა თარგმნ41nutmvsb0l-_ac_us240_ql65_ილი⇒⇒⇒

 

 

მოდით, ამოვსვათ კატა ტომრიდან ანუ ვიკითხოთ: რა უნდა ქნას ამ უცხოური ლიტერატურის შემყურე ლექტორმა? რამ ბატონო? ჩვენთან ხომ ლექტორები არ არიან. უფრო სწორად, თუ გინდა სტუდენტს მართლაც ასწავლო, ბლენდერად უნდა იქცე. ბლენდერები ვართ; ვამუშავებთ, ვაბლენდერებთ ამა თუ იმ დარგის სახელმძღვანელოების უცხო ხილს და მერე პატივცემულ სტუდენტებს ვთავაზობთ! 🙂

ცნობისათვის კი შემდეგი: გარდა ზემორედასახელებული სქელტანიანი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოსი, კიდევ სამი, აქ არდასახელებული, მაგრამ არანაკლებმნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო მოგვეპოვება საბაუნის ბიბლიოთეკაში და მათი გაცნობა ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ! ხოლო ათეულობით შესავალი, სახელმძღვანელო თუ უბრალოდ ძირითადი ლიტერატურა  ჩვენს პირად მფლობელობაშია  და ვაპირებთ უახლოეს ხანებში მოვაწყოთ მათი გამოფენა-დათვალიერება ამავე ანუ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, რათა დაინტერესებული პროფესორებისთვის, დოქტორებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც რელიგიისადმი შემეცნებითი ინტერესი ამოძრავებს და ასულდგმულებს, მინიმუმ ცნობადი მაინც გავხადოთ ეს გენიალური საგანი, დისციპლინა და მეცნიერეული დარგი ანუ მთლიანობაში: ლოგია.

ამრიგად, ბოლოს კი მთელი სერიოზულობით, რელიგიოლოგიის უძირითადესი ინგლისურ-გერმანულენოვანი ლიტერატურა შემდეგნაირად გამოიყურება:

1.Stausberg, Michael and Engler, Steven (Eds.) (2011): The Routledge Handbook of Research Methods in the Study of Religion. London & New York: by Routledg.

2.Kippenberg, Hans, G.(1997): Die Entdeckung der Religionsgeschichte. Religionswissenschaft und Moderne. München: C. H. Beck.

ზემოთაც აღვნიშნე და დავაზუსტებ: კიპენბერგი თარგმნილია ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, იაპონურად…

3.Sharpe, Eric J. (1998) (²1986): Comparative Religion, A History. London: Duckwort.

4.Braun, Willi/McCutcheon, Russell T. ( Eds.) (2000): Guide to the Study of Religion. London and New York: Cassel.

აქვე გაცნობებთ, რომ ეს წიგნი ჩემი გერმანელი დოქტორმამის, რელიგიოლოგიის ღრმადპატივცემული პროფესორის (Professor für Religionswissenschaft) თანახმად, გახლავთ სულაც  N1. ამიტომ თუ გნებავთ, მე კი არა, მას დაუჯერეთ!

5.Hock, Klaus (2002) (2011): Einführung in die Religionswissenschaft. Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft.

6.Kippenberg, Hans G. / Stuckrad, Kocku von (2003): Einführung in die Religionswissenschaft. München: Verlag C. H. Beck oHG.

7.McCutcheon, Russel T. (2007a): Studying Religion. An Introduction. London: Equinox.

გაგრძელება იქნება, პირველ რიგში კი ეს უკანასკნელი წიგნია სათარგმნელი. კარგი აკადემიური დასაწყისი იქნებოდა. ვიმეორებ, გერმანულად თარგმნილია და ფოტოც ხომ ნახეთ და ამწამსაც ხელთ მიპყრია; გამოიყენება როგორც შესავალი და საფუძვლები(Religionswissenschaft, Einführung und Grundlagen), დართული აქვს დარგის მცირე ლექსიკონი(Glossar) და ცნობილ რელიგიოლოგთა ბიოგრაფიები.

წარმატებებს გისურვებთ ამ გენიალური დარგის  საფუძვლების გაცნობაში, ხოლო ჩემი მთავარი სათქმელი კი ჯერ კიდევ  წინაა.

თუ მაინცდამაინც ქართულად გნებავდათ ყველაფერი, რატომ თავიდანვე არ მიბრძანეთ? 🙂 ჰოდა, აბა მაშინ ამ ჩემი მეცნიერულ-პოპულარული ოპუსების და განსაკუთრებით კი ამ უკვე მოქმედი ვირტუალური შესავლის გარდა მეტი გზა არა გქონიათ…

ნახეთ ფოტოზე, ყურს გვიგდებდა თურმე და გადარეულია ერთ-ერთი თანამედროვე აღიარებული სპეციალისტი რასელ მაკკაჩენი: საქართველოშიც კი იცნობენ ამ ოქციდენტალურ დარგს, მეც  მიციან და თარგმნასაც კი მიპირებენო? ნუ მაბლენდერებთ, ჩემი დედას ვფიცავარ, ისე აღვფრთოვანდი, თავის ფეხით ჩამოვფრინდები ალაბამიდან ჰანოვერში, ჰანოვერიდან კი – თბილისშიო!  Δ

images

McCutheon, Russel T.

 

Autor: Zelimkhan Udzilauri, CERES.GE. = Centrum für Religionswissenschaftliche Studien (Center for Religious Studies – Ⴐელიგიის Ⴉვლევის Ⴚენტრი), Georgien,  MY SABAUNI.

udzi@gmx.de

Tbilisi, Georgien, Kaukasus.

28.10. 2016.