როგორ ფუნქციონირებს რელიგია?


რელიგიამ რაღაც საჭიროება უნდა დააკმაყოფილოს, თორემ გადაშენდება. ამერიკელი სოციოლოგი Rodney Stark აჯამებს, რომ ასეულობით რელიგიიდან, – ისინი ხომ ყოველდღე იბადებიან, – მხოლოდ ერთს აქვს შანსი, რომ მინიმუმ 100 წელი გაძლოს და მიმდევრების რიცხვოვნობა 100. 000 – მდე გაზარდოს.

ერთი რწმენის ქვეშ საერთო საქმეც უკეთ ფუნქციონირებს. ჩემი პირველი სემინარის გამოცდილება: შეშფოთებული სტუდენტი მეკითხება, ხომ მართლმადიდებელი ხარო?

ამ ოციოდე წლის წინ თურქეთში გერმანელმა არქეოლოგებმა უზარმაზარი სატაძრო კომპლექსი აღმოაჩინეს, T- ფორმის მასიური ქვა-ბოძები, 6 მეტრის სიმაღლის, 20-ტონიანი, 200 ცალი, ერთმანეთის შემყურე და ასაკით 11.000 წელზე მეტი ხნის! ეს ყველაფერი  ნომადებს შეუქმნიათ, მკვიდრი ქალაქურ-მიწისმოქმედური ცხოვრება ჯერ არ იყო ამ პლანეტაზე. ეს ყველაფერი წესით შეუძლებელია, მაგრამ ერთი რწმენის/კულტის ქვეშყოფნამ შესაძლებლად აქცია. –

https://en.wikipedia.org/wiki/G%C3%B6bekli_Tepe

მორმონები ზღაპრულად გამდიდრდნენ, გამრავლდნენ – 14. 000 000! მათი აბრაამული ღმერთი მრავალცოლიანობით მანიფესტირებს, დღენიადაგ ამრავლებს!

ორთოდოქსი ებრაელები წესით 8 შვილს მაინც აჩენენ. რაღა შორს ვიაროთ? რამდენი ორთოდოქსი მღვდელია ჩვენს გარშემო 11- შვილიანი? პატრიარქი ნათლავს და ამრავლებს ერს, ამრავლებს და ნათლავს. უარყოფითი კონოტაციის გარეშე ვმსჯელობ აქაც და ზოგადად რელიგიაზე. ამ დროს კი მოწესე თეოლოგები აკრიტიკებენ, მაგრამ რელიგია ევოლუციის შედეგია: გადარჩენა გამრავლების გზით. აიათოლა, ერდოღანი და ილია II თავიანთ ხალხებს რელიგიური ტრადიციების ერთგულებისა და გამრავლებისკენ ერთნაირად მოუწოდებენ.

11870749_896367750454302_92160072992410576_n

რელიგია შვა ევოლუციამ, გადარჩენის საჭიროებამ, კრიზისების, მოულოდნელობების, მოუწყობლობის დაძლევის საჭიროებამ. რელიგია ამხნევებს ადამიანს: ‚ნუ გეშინინ!‘ კაცობრიული ცივილიზაციის საფუძველშივე დევს უხილავის ინსტიქტი. ამას მე კი არა, ეს ცნობილი კაცი იძახის. აჰა, თუ არ ‚იძახის‘ :

Pascal Boyer, an anthropologist and cognitivist, is a scholar on the study of how people and communities perceive features of their culture, such as religions. His work centers on the human brain and how its evolutionary biases and functions have resulted in or encouraged apparent cultural phenomena. იხ. ვრცლად : –

http://rel.as.ua.edu/aboutrelbioboyer.html

რეპროდუცირება – აი რელიგიის ნიშანსვეტი. სეკულარიზმის აქილევსის ქუსლი არაპროდუქტიულობაა. ევროპის სეკულარული ერები ბერდებიან, უკვე დაბერდნენ და თავის მიწა-წყლიანად სხვათა სანავარდოდ ქცეულან…

რელიგიური ორგანიზაცია დისციპლინის გარეშე დაიღუპება. პარადოქსია, მაგრამ რაც მკაცრია დისციპლინა, მით მეტია გადარჩენის შანსი. სკოპცების რუსულმა სექტამ ყველაფერს გაუძლო, გენიტალიებს იჭრიდნენ, კაცები – მობმულ სამ-ებას, ქალები – ძუძუებს, მათ მთელი იმპერია ებრძოდა და თან ბიოლოგიურად არც მრავლდებოდნენ, მაგრამ მაინც ბევრდებოდნენ. იმატებდნენ პატიმრობიდან გამოქცეულებს. ადამიანებს სიცოცხლე მეტად უღირდა, ვიდრე ძუძუ ან სათესლე პარკი. მთელი რელიგიური ფოლკლორი შექმნეს, ვაჭრობა ააწყეს შვეიცარიული საათივით. წიგნებია მათზე რუსულად დაწერილი და ბოლშევიკებმაც კი ძლივს ააორთქლეს ისინი…

ეკონომიკა, სარგებელი, ვაჭრობა – ერთი რელიგიის ქვეშ თუ დაირაზმა, გამხვივნდება. სომხური აბრეშუმის გზის მაგალითი მოყავს ცნობილ არა ნორენზაიანს (დაგუგლეთ Ara Norenzaian, ფსიქოსოციალური კუთხით იკვლევს რელიგიას). ბევრს მსჯელობს, იქნებ თვითონ წაგეკიხათ ბატონ არას დასკვნები? –

http://www.religiousstudiesproject.com/persons/ara-norenzayan/

რელიგიური ორგანიზაციის წარმატების საიდუმლო დიდ, პომპეზურ ხარჯებშია. ცხოველთა სამყაროსთან ავლებენ პარალელს. გამოხტება ქურციკი და სკუპაობს ჰიენის წინ. თითქოს სიბრიყვეა, მაგრამ – არა! ქურციკის სახარება: კაი ჯანზე ვარ და ჩემ დევნას აზრი არა აქვსო! ფუნქციონირებს! რატომ ფარავენ გუმბათებს სუფთა ოქროთი, ეს მეგალომანიური სამება, მახათა და სხვ. კარგად ჯდება ამ თეორიაში. კაი ჯანზე ვარო – ამბობს ჩვენი ქურციკი-ეკლესია. იხ. ეს თორია მეცნიერული სიღრმით, მითითებებით, ვისაც წინარე პოპულარული მსჯელობა ეცოტავება : თავი II – სმე და costly signalling theory.

მოსალოდნელია, რომ ჩვენი ეკლესია უფრო გაძლიერდეს, რადგან ის საკმაოდ ძველმოდური, ამკრძალავი და მფლანგველია. რამდენიც არ უნდა მიუთითონ სახარებისკენ, არაფერს არ ეშველება. განა სკოპცები სახარებით არ ხელმძღვანელობდნენ? პირდაპირ გაიგეს, მეზვერე მათემ, თავი გამოისაჭურისეთო, აბა როგორ ჯობდა?

ეკლესია ევოლუციის ნაწილი და ბურჯია. რელიგიას სიცოცხლეში უდგას ტახტი. ლოცვა-კურთხევას, წარმატების, პრობლემებისგან ხსნილობის, მაგიური ძალა აქვს. რელიგია და მაგია განუყოფელია. კლერიკალები ინსტიქტით მოქმედებენ. ეკლესიის კრიტიკა რამდენიმე პოზიციიდან სწარმოებს, მათ შორის სახარებაზე, ტრადიციულ თეოლოგიაზე დაყრდნობით, მაგრამ რატომ ითხოვენ რელიგიური ორგანიზაციისგან რომ მან თავი დაისუსტოს? მე ვფიქრობ, თუ კრიტიკა თვითმიზანი არაა, მეტი უნდა ვიცოდეთ რელიგიის და რელიგიის თანამედროვე კვლევის თაობაზე. ჩვენ ღმერთს არ ვიკვლევთ, ჩვენ ვიკვლევთ რელიგიას. ეს არაა თეო-ლოგია. ესაა რელიგიო-ლოგია!

რელიგიის მიუნხენელი მკვლევარი Gabriele Helmer ჩავიდა ანტვერპენში, ბრილიანტების მთელი ვაჭრობა ბოლო 20 წელია აქ ყველაფრისამკრძალავი ჯაინისტების ხელშია. მათიანივე ანშუ ჯაინი განაგებს ‚დოიჩე ბანკს‘. არცერთი ცოცხალი არსება არ უნდა მოკლან, პირზეც კი ხელს იფარებენ, რომ მიკრობები არ შეუცვივდეთ და ხახაში არ ჩაიხოცნენ. 300 ინდური ოჯახი თავიანთ მდიდრულ სასახლეებში ბალახს არ აჭაჭანებენ, მოკირწ ყლეს იქაურობა,  ჭიანჭველა, ხოჭო რომ გესრესინოთ, მერე სად მიდიან? და ა.შ. მათ ეს ბიზნესი ორთოდოქს იუდეველებს წაართვეს. შაბათის უქმობამ მოსრაო ისინი. აი ასეთი ‚რჯული‘ მოერგო ბრილიანტებით ვაჭრობას, დუბაი ჩართეს, სიტყვაზე ენდობიან ერთმანეთს. რელიგიური შეკრულობაა აქ წარმატების წყარო. რასაკვირველია, მრავლდებიან, ფუფუნებაში თავები არ უჩანთ. ამ ჩვენი ეპისკოპოსების პრადოებში არც კი იკადრებენ ჩაჯდომას. შინაგანი წვრთნა, დისციპლინა, მარხვა, დღეში 2 საათიანი ლოცვა და ა.შ. თაროებიც არ აქვთ, მტვრის გადაწმენდისას რომ მიკრობები არ დახოცონ 🙂 მათი მარხვაც კი მთელი მეცნიერებააო, ასკვნის ქალბატონი რელიგიოლოგი („Allein schon das Fasten ist eine Wissenschaft für sich“) ისინი კეთილდღეობას უფრთხილდებიან, ანგელოზიც რომ იყო, ვერ შეეტენები ბიზნესში. თქვენ გაავლთ პარალელი, რატომ უკრძალავს საპატრიარქო სამღვდელოებას საჯარო დისკუსიებს… იზოლაციაა მათი ბედნიერების, ძალაუფლების და სიმდიდრის წყარო. ეს ‚გარიყულობა‘, მდიდრული და აბსურდული შესამოსელი ფარვანასავით იზიდავს მთავრობის წევრებს, პატრიარქს ამბორით კალთაში უვარდებიან, შეხედეთ ჩვენი სამინისტროების გვერდებს, მეტი კი არაფერი იქ გამოფენილი გარდა პატრიარქთან შეხვედრებისა!..

ეჰ, კიდევ მრავალი ბერკეტი აქვს რელიგიას, რომ გამოგჩანგლოთ, მაგრამ მეზარება ბევრის წერა…აი გამახსენდა რა ვირის მუშა ვარ და ჩამიქრა ეს ფიქრთა გორა! მიუხედავად იმისა, რომ სასაკადემიაც კი დავამთვარე და პატრიარქთანაც საკმაოდ ახლოს ვიმყოფებოდი, მე არ თუ ვერ მივიღე რელიგიის თამაშის წესები; ვითომ თავისუფლება და შიმშილი რელიგიაზე, ფუფუნებაზე და ავისუფლებაზე რითია უკეთესი? გვიანღაა სინანული. ისევ ეს მწარე თავისუფლება უნდა გავათრიო როგორმე ბოლომდე.

The Meaning and End of Religion

Ein Gedanke zu „როგორ ფუნქციონირებს რელიგია?

  1. მას შემდეგ რაც დააფინანსა ობამას კამპანია, უოლ სტრიტის ოკუპაცია, ღია საზღვრების პოლიტიკა და რევოლუციური მოძრაობები მსოფლიოს გარშემო მილიარდერმა გლობალისტმა ჯორჯ სოროსმა ახალი სამიზნე აირჩია: ქართული ეკლესია და სამღვდელოება რომელსაც აღელვებს საქართველოს მომავლის ევროკავშირისთვის დანებება. წერს ამერიკული გამოცემა სტატიაში „სოროსი ცდილობს ეკლესიების გადაბირებას ახალი მსოფლიო წესრიგის წინ წასაწევად“
    http://www.thenewamerican.com/world-news/europe/item/22916-soros-co-opting-churches-to-push-new-world-order

    Liken

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s