Die deutsche Religionswissenschaft mit besonderer Berücksichtigung der Nazi-Zeit გერმანული’რელიგიის მეცნიერება‘ – ზოგადად და განსაკუთრებით ნაციონალ-სოციალისტების დროს

მოგესალმებით და თავს უფლებას მივცემ მოხსენება დავიწყო სპინოზას ცნობილი სიტყვებით: Omnis determinatio est negatio – ყოველგვარი განმარტება უარყოფაა. რათა ცხადად განვმარტო, თუ რა სფეროზეა საუბარი და კონკრეტულად რას ნიშნავს რელიგიის მეცნიერება/Religionswissenschaft, უსათუოდ მჭირდება რამდენიმე უარყოფა. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერებისთვის თვით აკადემიურ წრეებშიცკი დამოუკიდებლობის პატივს ნაკლებად იმეტებენ, ამიტომ უნდა გადაჭრით ვთქვა: ეს მეცნიერული დარგი არაა თეოლოგიის, ფილოსოფიის, რელიგია-იდეოლოგიის სფერო. არაა დოქტრინა, არაა რელიგიის ფილოსოფია, არაა რელიგიის კრიტიკა, არაა რელიგიის აპოლოგეტიკა. არაა კურსი ‚მსოფლიო რელიგიები‘, არაა ‚საუბრები რელიგიაზე‘ და არაა ზოგადად რელიგიაზე სამოყვარულო საუბრის სფერო; და ეს არც იმ შემთხვევაში, როცა ასეთ საუბრებს სხვადასხვა მეზობელი დისციპლინების (ფილოლოგიების, ფილოსოფიის, თეოლოგიების) ცნობილი პროფესორები წარმართავენ. არაა სხვადასხვა მეცნიერებების რეფლექსია: მაგ. რელიგიის ფსიქოლოგია, რელიგიის სოციოლოგია და ა.შ.

რელიგიის მეცნიერების გენეზისი ძალზე მოკლედ: ის არაა არც ფილოსოფიის ან თეოლოგიის განაყარი, პირმშო და გერი, როგორც საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ხშირად ჰგონიათ.

რელიგიის მეცნიერება, როგორც ახალი მეცნიერული პარადიგმა, Science of Religion, იშვა შედარებითი ფილოლოგიის წიაღში, დიდი ბრიტანეთის ვიქტორიანულ ეპოქაში და ამ საგნის ‚მამა‘ გახლავთ გერმანული წარმოშობის ინდოლოგ-სანკრიტისტი, მითოსოლოგი და კომპარატისტ-ფილოლოგი, ენათმეცნიერი და მწერალი Friedrich Max Müller(1823-1900). მან ოქსფორდში მოღვაწეობის 50-წლიან პერიოდში შექმნა ახალი მეცნიერული დისციპლინის თეორიები. და არამხოლოდ, ქრესტომათიული საფუძვლებიც, დაასაბამა ‚აღმოსავლეთის წმინდა წიგნების ‚ (The Sacred Boocks of the East) სახით.

დღევანდელი წოდებით Religious Studies, ქართულად და გასაგებად, რელიგიის მეცნიერება ან რელიგიის კვლევა, ისტორიული და სისტემატური ორნაწილიანი, ორკარედიანი სპეციალობაა. 1. ისტორიული გრძივი: რელიგიების ისტორიაა ანუ ჩვენებურად ‚რელიგიათმცოდნეობა‘, ხოლო 2. სისტემატური განივი – რელიგიის, როგორც კულტურული ფენომენის კომპარატისტულ – შედარებით კვლევას, ასე ვთქვათ, ‚რელიგიისმცოდნეობას‘ გულისხმობს და მოიცავს1. ლაკონური გერმანულით, unter Religionswissenschaft „eine objektiv arbeitende philologisch-historische und systematisch-vergleichende Disciplin der Geisteswissenschaften“ versteht, die „an kein religiöses Weltbild oder Urteil gebunden [ist]“2.

საგნის საუნივერსიტეტო დაფუძნების ისტორიული რეალიებიც უმოკლესი ანუ გერმანული ფრაზა-გზით: Die Religionswissenschaft ist eine relativ junge Akademische Disciplin. Ähnlich wie die Soziologie, die Ethnologie und die Psychologie hat sich die Religionswissenschaft zu etablieren vermöcht.3

ალბათ ყური მოგტაცათ ამ სამი თანამდევი ‚ლოგიის‘ ხსენებამ და თუ ჯერ არ გიფიქრიათ, შეგაშველებთ აზრს, რომ ამ 3 ლოგიის ანა-ლოგიურად, ლოგ-იკური იქნებოდა ქართულად დამკვიდრებულიყო ასევე რელიგიოლოგია. ეს ნოვაცია ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში შემოღებულ ახალ კურსში: „თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის ასპექტები და პრობლემატიკა“. თანამედროვე რელიგიათმცოდნეობა ქართულად რელიგიოლოგიაა, იდეაში და პერსპექტივაში რელიგიის ისეთივე ნეიტრალური, ემპირიულ-დესკრიპტიული, კომპლექსური და აკადემიური კვლევა-შტუდირება, როგორც ეს დასავლურ, ჩვენ შემთხვევაში, გერმანულ უნივერსიტეტებშია, როგორც იქ გაიგება და აიგება. ესაა და ასეთია მოკლედ, ჩვენი ზოგადი და ამჯერად კონკრეტული კვლევის არეალი.

გერმანიაში ამ საგნის საუნივერსიტეტო დაფუძნებამ მაგ. შვეიცარიის, ჰოლანდიის, აშშ -სგან განსხვავებით, 40 წლით დააგვიანა. პირველი კათედრები: 1910 და 1912 წლებში გამოჩნდა, როგორც გერმანულად ამბობენ, ‚აღიმართა‘ ბერლინში და ლაიფციგში. საამისოდ დანიიდან მოიწვიეს იოჰანეს ედვარდ ლემანი(LEHMANN, Johannes Edvard, 1862-1930), ბერლინური უნივერსიტეტის კათედრის სახელწოდება გახლდათ: Allgemeine Religionsgeschichte und Religionsphilosophie).

ხოლო შვედეთიდან ლაიფციგის უნივერსიტეტში – ნათან ზოდერბლომი(Nathan Söderblom, 1866- 1931, ლუთერანი, უპსალის არქიეპისკოპოსი, ირანული რელიგიების უბადლო მცოდნე და ა.შ. 1930 – ნობელის პრემია), მოიწვიეს.

ამ 40- წლიანი აკადემიური დაგვიანების მიზეზებზეც ღირს შეჩერება. რასაკვირველია, ეს ახალი მეცნიერული დისციპლინა – რელიგიის არარელიგიური ობიექტივიზაცია ზოგადად დასავლურმა განვითარებამ მოიტანა და ამ განვითარებას, – რომლის გვირგვინიც განმანათლებლობაა (თუ საფრანგეთის რევოლუცია?), – გერმანია ცოტა არ იყოს ჩამორჩებოდა. მეორეც, რელიგიის გარე-პერსპექტივიდან კვლევას – რაც რელიგიოლოგიის პრეროგატივაა – გერმანიაში თეოლოგების ნაწილი, ე.წ. Religionsgeschichtliche Schule ეწეოდა და მესამეც: „შინაურ მღვდელს არ შეუნდობენ“: 1901 წელს ცნობილმა ლიბერალმა თეოლოგმა ადოლფ ჰარნაკმა რელიგიოლოგიის შემოღებას თავისი სარექტორე სიტყვით ვეტო დაადო და დაახლ 10 წლით შეაყოვნა, დაუპირისპირა რა მიულერის ცნობილ თეზას(‚ვინც ერთი რელიგია იცის, არცერთი არ იცის“ ) ანტითეზა: ‚ვინც ქრისტიანობა მთლიანობაში იცის, მან ყველა რელიგია იცის“4

ომამდელ გერმანიაში რელიგიოლოგიის, გერმანულად Religionswissenschaft – ის ძირითადი პერიპეტიები, წლები, პერსონები ფორმატიულ ანუ 1910 წლამდელ ეპოქაში პერიოდში თუ შემდგარ-ინსტიტუციონალიზირებულში – 1910 წლის შემდგომ ხანაში მინიატურულად შემდეგნაირად გამოიყურება:

I. ცნობები ფორმატიული პერიოდიდან

აღსანიშნავია ერნსტ ტროელჩის ღვაწლი. ე.წ. ისტორიზმის თეორია და მისი როლი რელიგიის ობიექტურ კვლევაში. საგრძნობია ვილჰელმ დილთაის გავლენა, ე. წ. ‚გაგების რელიგიოლოგია‘, Erleben, Ausdrück und Verstehen. Religionswissenschaft des Verstehens. ებრაელი ფილოსოფოსები, Franz Rosenzweig(1886-1929) und Martin Buber „გვევლინებიან იუდაისტური ფილოსოფიის და რელიგიოლოგიის შესანიშნავ წარმომადგენლებად“5

1900 -იანი წლის მახლობლად: პროტესტანტიზმი ფიგურირებდა როგორც პრუსიის სამოქალაქო ნაციონალური რელიგია – Bürgerliche Nationalreligion, ეკლესიურის გარდა ასევე არაეკლესიური რელიგიურობა, ახალგაზრდული სიმღერების რელიგია, ახლადაღმოცენებული პაგანური კულტები, თეოსოფია, სპირიტუალიზმი დუღდა… ყვაოდა სალონური რელიგია: ე.წ. ილლუსტრული, ‚მნათე-პერსონები‘ ყელყელაობდნენ… ამ მოდერნიზებული, ახალი სტილის რელიგიის და რელიგიურობის ერთგვარ მოციქულებად იქცნენ: Adolf Harnack, Leo Bäck, Helmuth von Glasenapp, Carl Gustav Jung, Albert Einstein, Rainer Maria Rilke, Hugo von Hofmannstahl, Thomas Mann და სხვა მათი მსგავს-ბადალნი. გარეგან სტიმულატორად 1893 ჩიკაგოში დაარსებული ‚რელიგიების მსოფლიო კონგრესი‘ ზემოქმედებდა …

ინტელექტუალური ჯგუფები: George – Kreis, Eranos -Kreis, Forte-Kreis… „Die folgenden Intellektuellgruppen und Einzelpersönlichkeiten bilden u.a. den Kontext für die sich institutionalisierende Religionswissenschaft“.6

1898 წელს გამოჩნდა გერმანული, მაგრამ მრავალენოვანი ‚რელიგიის მეცნიერების არქივი‘ ARW, რაც საგნის ინტერნაციონალურ მდგომარეობას ასახავდა და ემპირიულ-კრიტიკულ მეთოდიკას ეყრდნობოდა, ხოლო განსაკუთრებით რელიგიის ფსიქოლოგიის, რელიგიის ეთნოლოგიის და ფოლკლორის მაშინდელ მონაცემებს აქვეყნებდა, ამ სფეროების სახელოვანი წარმომადგენლების ბეჭდვით ორგანოდ იქცა და ა.შ.

ამრიგად, ჯამში გერმანულ-პრუსიულ სახელმწიფოში მიმდინარე საკუთარი ანუ საეკლესიო რელიგიისგან დისტანციის და რელიგიის ფენომენის ინტელექტუალიზაციის პროცესი რელიგიოლოგიის აკადემიური დაფუძნების წინაპირობად მიიჩნევა.

II. რელიგიოლოგიის ინსტიტუციონალიზაცია და განვითარება, უნივერსიტეტების ‚რელიგია‘

1. ზემოხსენებული 1910 და 1912, ბერლინი და ლაიფციგი, ლემანი და ზოედერბლომი;

2. ნაკლებმნიშვნელოვანი – 1910 და ისევ 1910, ბონი და მუნსტერი, თეოლოგი Carl Clemen და Joseph Schmidlin(1876-1944).

1916 ვურცბურგი, 1922 – მარბურგი… ახალი მეცნიერული დისციპლინის ეტაბლირების ქრონოლოგიაში აქ გავჩერდებით და აღვნიშნავთ, რომ მარბურგი მალე გერმანული რელიგიოლოგიის მექა-მედინად იქცა, რადგან აქ მოღვაწეობდა კაცი, სისტემატიკოსი, რომელმაც შექმნა წიგნი Das Heilige, გერმანულად 100-ზე მეტჯერ გამოცემული და თარგმნილი ყველა კულტუროსან ენაზე, მათ შორის იაპონურად. რელიგიის ფენომენს ოტო წმინდა და ნუმინოზურ გამოცდილებაში უძებნის საფუძველს.

რაც შეეხება საკუთრივ ნაციონალ-სოციალისტების ეპოქას, ამ ეპოქის რელიგიოლოგიის კვლევას კარგა ხანს ტაბუ ედო. ეს თემა გაიხსნა მხოლოდ ბოლო ოცწლეულში და შეგვიძლია 2 მეცნიერი დავასახელოთ, რომლებიც ნაციონალ-სოციალისტების ეპოქას დღემდე ინტენსიურად იკვლევენ: 1.Horst Junginger: Ein Kapitel Religionswissenschaft während der NS-Zeit, 1995; მისივე: Von der philologischen zur völkischen Religionswissenschaft; აგრეთვე მისი თაოსნობით რელიგიოლოგიის ჰოლანდიურ ცენტრ ლაიდენში გამოცემული ინგლისურენოვანი კრებული: The Study of Rligion under the impact of Fascism, 2008.

2.Fritz Heinrich – ის Die deutsche Religionswissenschaft und der Nationalsozialismus, Petersberg, 2002…

რასაკვირველია, ნაციონალ-სოციალისტების მთავარი ნიშანი რასობრივი მიდგომაა. მაგრამ 1933 წელს ხელისუფლებაში მოსული NSDAP, რომელიც, სხვათაშორის, გერმანელ ხალხს, დამარცხებულ გერმანიას ‚ღირსების დაბრუნებას‘ პირდებოდა(ადოლფ ჰიტლერის რიტორიკაში ხომ ‚გერმანელი ხალხის ღირსება-Würde‘ – ს ხომ განსაკუთრებული ადგილი უკავია), არ იყო რაიმე თვისობრივად ახალი თეორიის შემომტანი რელიგიის კვლევის დარგში. XIX საუკუნის ბოლოდანვე ხალხის აზრი რასისტულად თუ არა, რასულად მაინც(Rassistisch, Rassisch) იტვირთებოდა: Seit dem Ende des 19. Jh. war der Volksgedanke rassisch aufgeladen […] Völkische Religion und Nationalsozialismus stimmten darin überein, dass sie den Glaubensfocus in Volk und Rasse sahen(Puschner).7

ნაციონალ-სოციალისტების დროს ე.წ. ხალხური, Völkische რელიგიურობის ბაზაზე 3 ძირითადი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ფრაქცია ჩამოყალიბდა: 1. Jacob Wilhelm Hauer(1881-1962) – ის DG, Deutsche Glaubensbewegung(‚გერმანული რწმენის მოძრაობა‘); 2. Walter Wüst- ის მიერ დაფუძნებული, მეცნიერული სერიოზულობით მომუშავე Das Ahnenerbe, რომელიც მოქმედებდა SS – შეფის და რაიხსფურერის Heinrich Himmler(1900-1945) -ის პრეზიდენტობით; 3. ჰიტლერის იდეოლოგიური ,პრემიერის – Alfred Rosenberg(1892-1946) – ის ფრაქცია თუ სექტორი.

სანამ თითოეულ ამ ფრაქციაზე ვისაუბრებდეთ, ალბათ უნდა აღინიშნოს რამდენიმე უნივერსალური მიზეზი, რომელთაც რელიგიის ნაციონალ-სოციალისტურ კორექტურას ხელი შეუწყვეს: ა) რელიგიას და იდეოლოგიას შორის საზღვრები გარდამავალია და ბ)რელიგიის პროფესიონალ მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ ფუნქციონალისტური თვალსაზრისით, ტოტალიტარული იდეოლოგიები, მათ შორის ფაშიზმი და ბოლშევიზმი(საბჭოთა კომუნიზმი, სტალინიზმი და მსგ.) რელიგიებადაა მიჩნეული. საუბარია აგრეთვე მარქსიზმზე, ფროიდიანობაზე, როგორც სეკულარულ რელიგიებზე.

ესა თუ ის ფსიქოლოგიური თუ სოციალური თეორიები არა იმდენად მათი შემქმნელის, არამედ ორთოდოქსი მიმდევრების მიერ არცთუ იშვიათად იდეოლოგიზირდებიან, ავტორიტარულ ნიშნებს იძენენ, იკავებენ რელიგიის ადგილს და რელიგიის კრიტიკის ფონზე თვითონ ახალ, სეკულარულ რელიგიებად გვევლინებიან. თუ თქვენ ორთოდოქს მემარცხენე მარქსისტთან ან ფროიდიანელთან გისაუბრიათ, შეიძლება ამ დებულებაზე დამეთანხმოთ!

მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა და დავუბრუნდეთ კვლავ ნაციონალ-სოციალისტების ‚რელიგიას‘. რასაკვირველია, ეს იყო მათი უტოპია, არარეალური რელიგია, ოცნების რელიგია, მაგრამ კარგად ორგანიზებული, რეალური პერსონებით და მეცნიერული ხედვებით დაკომპლექტებული… მეცნიერულად მობილიზებული, რეკრუტირებული. აღსანიშნავია, რომ დღესაც კი ობიექტური თვალსაზრისით, ზემოხსენებული ჰაუერის ინდოლოგიურ გამოკვლევებს თავისთავად მეცნიერულ ღირებულებას არავინ უკარგავს.

ერთი პატარა, სახალისო ნიუანსი, რამაც პირადად ჩვენი ყურადღება მიიქცია: რელიგიის კვლევის სფეროში ფაშისტების ხაზის გამტარებლების დღეგრძელობაა 🙂 ჰაუერი მათ შორის ყველაზე ახლგაზრდა, 81 წლის გარდაიცვალა. ცოტა რამ იმ დროის რელიგიოლოგიის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის ცხოვრებიდან: თეოლოგიიდან მან ადრევე გადაინაცვლა ინდოლოგიასა და რელიგიოლოგიაში და მისი 1922 წლის დისერტაცია იოგას შესახებ დღესაც წაკითხვად ტექსტებს მიეკუთვნება. – იხ. ფოტოზე ქვემოთ. ჰაუერი დეფინირებულია როგორც Prophetische Religionsstifter, რამდენადაც იგი რელიგიური რელიგიოლოგიის წარმომადგენელია. მეცნიერებასა და რელიგიას შორის საზღვრები მისთვის მოშლილია. სტუდენტობიდან პიეტისტურ ქრისტიანულ-ლიბერალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მის DG -ში არაერთი ხალხური რელიგიური მოძრაობა გაერთიანდა, თავიდანვე ის რასისტული იყო, და რასა მას ბიოლოგიურ და სულიერი გაგებით ესმოდა. მოგვიანებით ანტისემიტიზმიც დაამატა, რადგან ცდილობდა ხელისუფლებაში მოსული ფაშისტების იდეოლოგიას მორგებოდა. ჰაუერი რელიგიებს ბრძოლის არენაზე განიხილავდა, თავიდანვე ორიენტალისტურ-სემიტური რელიგია გერმანულ-ჩრდილოურს ებრძოდაო და მსგ. 1934 წელს შედის SS -ში და SD(Sicherheitsdienst)– ში და იკავებს მაღალ პოზიციებს. ხდება აგრეთვე NS – Dozentenbund – ის წევრიც 1935 – ში. ხოლო 1937 წელს შედის NSDAP -ში. 1941 წლიდან ენიჭება წოდება: Hauptsturmführer. მის მიერ შექმნილი იდეოლოგიური რელიგიოლოგიის კათედრა ჟღერდა შემდეგნაირად: Lehrstuhl für Indologie, Vergleichende Religionswissenschaft und Arische Weltanschauung8. ამავე დროს დირექტორობდა 1940 წლიდან არიულ სემინარს, კოოპერაციაში იყო უმაღლეს ეშელონებთან, უწერდა რა მათ რეკომენდაციებს სახელმწიფოს მტრებთან საბრძოლველად. ნაცისტების პერიოდში იგი სპორტულ დარბაზში ატარებდა ლექციებს და მინიმუმ 20.000 მსმენელი ესწრებოდა ხოლმე…Tue.Hauer-Werke.klein

ჰაუერს ომის შემდეგაც არ შეუწყვეტია მეცნიერულ-იდეოლოგიური საქმიანობა. So gründete er 1947 die rechte „Arbeitsgemeinschaft für freie Religionsforschung“ und 1955 oder 1956 die ebenfalls rechte „Freie Akademie“, die bis heute existiert allerdings ihre rechte Ausrichtung verloren hat.

ჰაუერის მთავარ თეზას, რომ რელიგიურობა მემკვიდრეობითაა განპირობებული, დღესაც ყავს მიმდევრები, მათ შორის სერიოზულ აკადემიურ წრეებშიც, ასე მაგ.: Auch der Ex-Professor Hubertus Mynarek (* 1929) soll sich auf die These von Jakob Wilhelm Hauer, dass Religiösität angeblich erblich bedingt sei, positiv beziehen9.

ცნობილია ჰიმლერსა და ჰაუერს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, რადგან რაიხსფურერი ჰიმლერი როგორც ჩანს, ქრისტიანულ ეკლესიებთან აშკარა კონფრონტაციას ერიდებოდა.

მეორენაირი მიმართულების ნაციონალ-სოციალისტური რელიგიოლოგიიდან, რასაც უშუალოდ ჰიმლერი ხელმძღვანელობდა, აქტიურობდა Hermann Wirth, 1885- 1981(ანუ 96 წელს იცოცხლა:) ის ცნობილია როგორც საკუთარი რელიგიის ობერპრისტერი, ასე ვთქვათ, ‚პატრიარქი‘ ასევე, პროფეტი, პოეტი და ა.შ. ის ქრისტიანობას პრინციპში არ უარყოფდა, მისი იდეა იყო პროტო-ჩრდილოური, Urnordisches Christentum, დააარსა საზოგადოება Gesellschaft für Geistesurgeschichte. როცა ‚წინაპართა მემკვიდრეობა‘- Ahnenerbehanssophie დაარსდა,1935, საორგანიზაციოდ 5 განყოფილება შეიქმნა: Sinnbildkunde, Wortkunde, Germanenkunde, indogermanisch-finnische Kulturbeziehung, Märchen- und Sagenkunde(ზღაპართ და თქმულებათმცოდნეობა) 🙂 ჰიმლერის ხელქვეით მოღვაწეობდნენ ასევე: Heinrich Harmjanz(1904-1994), 90(!) ენათმეცნიერი. ზემოხსენებული დამფუძნებელი Walter Wüst(1901-1993), 92(!!) როგორც მიუნხენის უნივერსიტეტის რექტორი, და-ძმაშოლების დაპატიმრებაში უნდა იყოს გარეული. Geschwister Schol იხ. ფოტოზე, სტუდენტური წინააღმდეგობის მოძრაობა ‚თეთრი ვარდი‘, და-ძმა 1943 წლის 22 თებერვალს გაასამართლეს და იმავე ღამეს ციხეში გილიოტინით მოჰკვეთეს თავები 😦

იგივე ანუ ჰიმლერის ფრაქციის ცნობილი ფიგურაა ასევე Otto Huth(1906-1998), ისევ 92(!!!) ანტისემიტი თეოლოგი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი და პროტოგერმანულ-ინდური ძირების მაძიებელი. სხვათა შორის, მას პროტოინდო-ირანულ-გერმანული ცეცხლის კულტის რეკონსტრუქცია მიეწერება: მან ეს კულტი ანუ Vesta აღმოაჩინა. ფაშისტების დროს, 1942, ის ახლადშემოერთებული სტარსბურგის უნივერსიტეტში გადაბარგდა, როგორც რელიგიოლოგიის პროფესორი და თავის იდეებს 2 წლის განმავლობაში სტარსბურგულ მეცნიერულ აუდიტორიასაც დაუზარელად ამცნობდა და ა.შ.

მესამე გავლენიანი ფრაქცია ანუ ალფრედ როზენბერგის ფრაქცია აშკარად ‚სისხლის რელიგიას‘ ქადაგებდა, – თავის ქმნილებაში, Der Mythos des 20. jh., – რაც იუდაიზმისგან განტვირთული ქრისტიანობა უნდა ყოფილიყო. როზენბერგის მთავარ იდეოლოგიურ დაწესებულებას წარმოადგენდა Hohe Schule der NSDAP. ჩვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, როზენბერგი იყო ჰიტლერის არა მხოლოდ ‚პრემიერი‘, არამედ ასევე ‚ქორ-ეპისკოპოსი‘. იქვე ფუნქციონირებდა, – ასევე ფილოსოფიურ ფაკულტეტზე ჰალეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში, – Institut für Religionswissenschaft. ეს ინსტიტუტი დააარსა ექსპროტესტანტმა მღვდელმა – Wilhelm Brachmann(1900-1989). 89 წელი გაძუყნა ამან 🙂 როზენბერგის სრული ტიტულატურა: Beauftragter des Führers für die Überwachung der gesamten geistigen und weltanschaulichen Schulung und Erziehung der NSDAP.

ეს ენობრივადაც ჯოჯოხეთური თანამდებობა ასე ითარგმნება: „ფიურერის წარმომადგენელი გერმანიინაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის საერთო სულიერი ცხოვრების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებსა და აღზრდაში ზედამხედველობისათვის.“

რასაკვირველია, გერმანელ რელიგიოლოგთა უმეტესი ნაწილი ან დუმდა, ან აკრიტიკებდა, არ ეთანხმებოდა ნაციონალ-სოციალისტების ძველგერმანულ წარმოდგენას, მაგ. Carl Clemen. ებრაული წარმოშობის სპეციალისტები უნივერსიტეტებიდან დაითხოვეს, მათ ემიგრაციას შეაფარეს თავი; სახელოვან ემიგრანტებს შორის უნდა აღინიშნოს Joachim Wach. მან 1924 წელს დაცულ დისერტაციაში დღემდე უცვლელად განსაზღვრა ახალი მეცნიერების თეორიული, ემპირიული საფუძვლები, რელიგიოლოგიის თეოლოგიისგან და ფილოსოფიისგან გამიჯნულობა. ასევე საგნის ორ შემადგენელ, ისტორიულ და სისტემატურ ნაწილებად ამომწურავი განსაზღვრ10.

1935 წლიდან ის ამერიკაში მოღვაწეობდა, კერძოდ, ჩიკაგოს უნივერსიტეტში, იმოგზაურა ინდოეთსა და იაპონიაში და ზრუნავდა საგნის ინტერნაციონალურ აღიარება-დაფუძნებაზე. მისი ბოლო, დაუმთავრებელი წიგნი შესანიშნავი წინასიტყვაობით გამოსცა მისმა ერთგულმა იაპონელმა მეგობარმა და კოლეგამ იოსებ კიტაგავამ. ვახის მემკვიდრე ჩიკაგოს უნივერსიტეტში შეიქნა მირჩა ელიადე…

არიული პარაგრაფების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდა ასევე Friedrich Heiler(1892-1967), ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა რელიგიის მეცნიერების ფენომენოლოგიური მიმართულების დარგში.

ზოგი მეცნიერი ნეიტრალურ თემებზე მუშაობდა და ნაციონალ-სოციალისტების იდეოლოგიურ მიმართულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავისი მეცნიერული პრაქტიკით ემიჯნებოდა თუ ეწინააღმდეგობა კიდევაც, მაგ. Gustav Mensching(1901-1978).

დასასრულ, ორიოდ სიტყვით, იმდროის ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცნიერის რელიგიის კვლევის ებრაელი კლასიკოსის მარტინ ბუბერის შესახებ. როგორც ყველა ებრაელი პროფესორი, ნაციონალ-სოციალისტებმა ისაც დაითხოვეს. ის ცნობილია თავისი ბიბლიური შტუდიებით, 1938 წლიდან იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, იქ ესწრაფვოდა რელიგიოლოგიის კათედრას, მაგრამ რატომღაც ვერ მიიღო. 1933 წელს გერშომ შოლემისადმი გაგზავნი797B158C-0912-7FF6-12DD21797F855D83ლ წერილში ის რელიგიოლოგიას წარმოგვიდგენს 7-ნაწილიანი მულტიდისციპლინარული კონცეფციით: 1. შესავალი, 2. რელიგიის ზოგადი მცოდნეობა(allgemeine Religionskunde), 3. რელიგიის ფენომენოლოგია, 4. რელიგიის ტიპოლოგია, 5. Religiöse Gemeinschaftskunde, 6. Allgemeine Religionsgeschichte, 7. Spezielle Religionsgeschichte…

ბუბერის ამ დაყოფიდანაც ჩანს თუ რამხელა მასშტაბებს, პოტენციურ არეალს მოიცავს რელიგიის კვლევა და რაოდენ სამწუხაროა, რომ არცერთ ქართულ უნივერსიტეტში ჯერჯერობით რელიგიის კვლევა(რელიგიის მეცნიერება/Religionswissenschaft, თუ გნებავთ რელიგიოლოგია უწოდეთ), როგორც სპეციალობა არ ჩანს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროს ამ სფეროში საგრძნობლად ჩამოვრჩებით. სამაგიეროდ, ჩვენს ‚სახელმწიფო‘ უნივერსიტეტებში, ადმინისტრაციულ კორპუსებში ტაძარ-სამლოცველოები მოაწყვეს, რაც სხვანაირად არც შეიძლება აღქმულ იქნას თუ არა ქვეყნის ანტისეკულარული, ანტიგანმანათლებლური სახის ჩვენება, სახელმწიფოსა და ეკლესიის ათქვეფა, კვაზირელიგიურობა, და რელიგიისა და მეცნიერების ფაშისტებისმსგავსი ალუფხულობა, რელიგიური ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსია! …(ეს ბოლო წინადადება გუშინ აქ არ იყო, და ნეტავ რატომ გაჩნდა?! :)…

და ბოლოს, გერმანული და გერმანულენოვანი(ავსტრია, შვეიცარია) რელიგიის მეცნიერების აწმყო:

Religionswissenschaft/რელიგიოლოგია, როგორც სრული, საუნივერსიტეტო სპეციალობა ანუ პროფესია სადღეისოდ 30 გერმანულენოვან უნივერსიტეტშია დაფუძნებული. რელიგიოლოგიური კათედრები, დეპარტამენტები უმეტესწილად ფილოსოფიურ და კულტუროლოგიურ ფაკულტეტებზეა განლაგებული, იშვიათად კი თეოლოგიურ ფაკულტეტზე. რაც შეეხება რელიგიოლოგიას თეოლოგებისთვის ანუ დამხმარე დისციპლინის დარგში, ეს დაახლ. 45 გერმანულენობანი უნივერსიტეტის პრეროგატივაა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ დისერტაციების შთამბეჭდავი რიცხვიც, რაც სადღეისოდ 7 შვეიცარულ უნივერსიტეტებში გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე მზადდება: 60 სადოქტორო და 10 ჰაბილიტაცია.

იხ. შესაბამისი ინფორმაცია ყველა ზემოხსენებულ ენებზე:

გერმანული რელიგიოლოგიის ზოგადი მიმოხილვა და საორიენტაციო მითითებები:

წელს გერმანიაში, ერფურტში, საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით 20-31 აგვისტოს ტარდება საერთაშორისი კონგრესი:

head  csm_IAHR-2015_919a905242

ზელიმხან უძილაური, 2015 წლის 3-4 ივნისი.

* * * * * * * ************************************

მკითხველის შენიშვნები:

1.

2.

3.

1ფრიდრიხ მაქს მიულერი გრძივი და განივი კვლევების განსხვავების შესახებ: როცა ჩვენ ვამბობთ, სხვადასხვა რელიგიები, მაგ. ბუდიზმი, კონფუციანელობა, ქრისტიანობა…ეს ისტორიული ასპექტია; მაგრამ თუ ვიტყვით, რელიგიაა ის უნარი, ინსტიქტი და სწრაფვა, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს, მაშინ უკვე სისტემატურ განივზეა საუბარი. – Introduction…

2Kurt Rudolph, Die „Ideologikritische Funktion der Religionswissenschaft, in Numen, 25, 1978, 26.

3Karl-Heinz Kohl, Geschichte der Religionswissenschaft, in HrwG, 1988, S.217.

4Die Aufgabe der theologischen Fakultäten und die allgemeine Religionsgeschichte, in: A.v. Harnack, Reden und Aufsätze, 1904, Bd.2, 159-187.

5Udo Tworuschka, Religionswissenschaft im 19. Jahrhundert (Deutschland), in: Einführung in der geschichte der Religionswissenschaft, 2015, 73.

6იგივე, გვ. 75. ‚ინტელექტუალური ჯგუფები და კერძო პერსონები სხვათა შორის ინსტიტუიზირებადი რელიგიოლოგიისთვისაც კონტექსტს ქმნიდნენ’…

7იგივე, გვ.108.

8‚ინდოლოგიის, შედარებითი რელიგიოლოგიის და არიული მსოფლმხედველობის კათედრა.‘

10Religionswissenschaft. Prolegomena zu ihrer wissenschaftstheoretischen Grundlegung, Leipzig, 1924.

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s