ქრისტიანიზმი – გზა არსაით! – თემა და დისკუსია!

1. რატომ ‚ქრისტიანიზმი‘ და არა ‚მაგია‘ ან ‚ფსევდომართლმადიდებლობა“?

დღევანდელ ინტელექტუალურ თუ სამოქალაქო-ლიბერალურ მილიოში (Milieu) იმ რელიგიურ პერვერსიებს, აგრესიულობას, აბსორპციულობას, ობსკურანტიზმს და ძალაუფლება-ფუფუნება-ფარისევლობის ზეიმს, რაც ჩვენს გარემომცველ რელიგიურ სინამდვილეში ტარაბუასავით ტრიალებს და ღნიოშ, ძალადობრივ მომავალს გვიქადის, ძირითადად ‚მაგიის‘ (ასევე ‚ქურუმობის‘, ‚ჯადოსნობის‘, ‚წარმართობის‘) ანუ არარელიგიური და არაქრისტიანული კვალიფიკაციით მოიხსენიებენ. ამას აკეთებენ კვალიფიციური თეოლოგები, ფილოსოფოსები თუ შემოქმედ-ავტორები.

ვერ ვიტყვი,რომ მათ ადექვატურად მიაგნეს „ძაღლის თავს“. ვერც იმას ვიტყვი, რომ მათ ჩემზე გაცილებით მეტად არ  ესმოდეთ და არ იცოდნენ მაგიის, რელიგიის და ლოგიკური აზროვნების(მეცნიერების) კოექსისტენციალურობა, მალინოვსკის, ლევი-სტროსის თუ ივენს-პრიჩერდის მჭიდრო ეთნოლოგიური აღწერილობანი ამ მიმართებით, რომელთა თუნდაც ზედაპირული გაცნობის შედეგად,  მინიმუმ, არქაული აზროვნების, კულტურის და თუნდაც მაგიური ცნობიერების არანეგატიური ხედვა უნდა ჩამოუყალიბდეს  ამ სფეროებში მოღვაწესა და მოფიქრალს. ეტყობა, სამღვდელოებას ამუნათებენ, რათა მათ შე-ატყობინონ, რომ ისინი ‚ცუდ‘ ანუ მაგიის გზაზე დგანან.

ყოველშემთხვევაში, მაგიასა და წარმართობაზე ხელშეხოცა ვერაა გულწრფელი და  ვერ გამოდგა რაიმე სასურველი  შედეგის   მომტანი მჭერმეტყველება: ქრისტიანულად უწვრთნელი სამღვდელოება პირიქით, უფრო ‚გაწარმართდა‘! 🙂

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის, მითუფრო მაგიისა და რელიგიის ურთიერთშეჯვარების თაობაზედ, მოვიტან რამდენიმე ცნობილ მოსაზრებას მაგიური ცნობიერების მქონე საზოგადოების  შესახებ:  იქ ჩვენი კატეგორიებით არ მსჯელობენ, იქ არ აქვთ ინსტიტუტები, რომლებიც ‚მეცნიერულ‘ აზროვნებას განავითარებდა, ხოლო „ლოგიკურად“ ვერ აზროვნებენ, რადგან ინსტიტუტები არაა(!), ასეთი აზროვნება რომ ასწავლოს. მსგავსი მოჯადოებული წრე(რელიგიის მეცნიერული კვლევის ინსტიტუტის უქონლობა) განაპირობებს ჩვენშიც რელიგიის მეცნიერული რეფლექსიის არარსებობას. აქაც 1:1. ე.წ. ‚პრიმიტიული‘ ისევეა მიდრეკილი შეცდომისაკენ, როგორც ‚ცივილიზებული‘ და ის, რაც მაგია გვგონია, არაიშვიათად მაგიის პერვერსიაა.

როგორ გავიგოთ უცხო, თუნდაც უდამწერლობო კულტურა? შევაბრუნოთ სიტუაცია; ვთქვათ, როლები შეიცვალა: არქაული ტომის ცნობისმოყვარე ‚მეცნიერი‘ უხსნის თავის იქაურ სტუდენტებს ‚ცივილიზებული‘ კულტურის მაგიურობას. – ეს კარგად ჩანს ამ სახალისო ნახატზე.

იხ. იქვე ‚ლექტორის‘ დასკვნა წარწერის სახით: „ჩვენ აქ ვხედავთ მაგიურ კულტმსახურებას: თეთრკანიან მკურნალს სწამს, რომ ხელის შეხებით ავადმყოფობის დემონებს განდევნის!“

10150764_776191745738009_5806730643612521543_nდავუშვათ, ‚ველ-ური‘ მოვიდა აქ სა-ველ-ე სამუშაოს ჩასატარებლად, რათა ჩვენი რელიგია შეისწავლოს და იხილა გარდა ზემორე მაგიური მედიცინისა, სადაც ხელის მაგიური ჩამორთმევით კურნავენ, ასევე მაგიური, ხელტყაპუნა მართლმადიდებლობა:
www.youtube.com/embed/yhYgpxO9m7A
რა განსხვავებაა ამ რიტუალთან, ქვემოთ რომ  აღესრულება?

www.youtube.com/embed/nJB91_Dl6Sc

რითაა რელიგია აქ მაგიაზე უკეთესი? და თუ მეტყვით, რომ ეს რელიგია კი არა, რელიგიის პერვერსიაა, რატომ არაა ის მოზამბიკური რიტუალი მაგიის პერვერსია?

საბოლოოოდ ერთი პროცესია და სწორია ამ ვიდეოს შემქმნელი, რადგან საზღვრები მაგიასა და რელიგიას შორის გარდამავალია, მყიფეა:

http://www.frequency.com/video/x/98671299

არ ვიცი, კიდევ უნდა ვთქვა რამე, რათა დაგარწმუნოთ, რომ ძიება მაგიისკენ, როგორც ცუდის აღმნიშვნელი მოვლენისკენ, ცუდია და ჩვენი რელიგიური გადაგვარების მიზეზი ისევ ქრისტიანობაშია საძიებელი.

ეს ცნება „ქრისტიანიზმი“ ადრეც გამოვიხმე (იხ.: საქართველო ქრისტიანიზმის გზით), რათა პარალელი გამეკეთებინა მხოლოდ ‚ისლამიზმთან‘. ამ ცნებით მოიხსენიებენ არა ისლამურ, არამედ ისლამისტურ ანუ ტერორისტულ, არა რელიგიურ არამედ რელიგიის ინსტრუმენტად გამოყენების სადღეისო პრობლემას…

პრობლემა არახალია: ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეკლესიის ჩრდილიდან გამოსვლა; ხოლო საამისო მოწოდება ყოველთვის „ხმად ღაღადებისად“ რჩებოდა.

ჩემი ვარაუდით , – და ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, – ეს ქრისტიანიზმი (და არა ქრისტიანობა), რაც ჩვენ ლეგიტიმურ საეკლესიო ხელისუფლებას ჭირს, ისლამიზმზე არანაკლები ბოროტებაა. სიძულვილის ენა, აგრესია და ანტიდასავლური განწყობა იდენტურია. შესაძლებელია ეს არაა იმდენად გლობალური უბედურება, მაგრამ ქართული სახელმწიფოს განვითარებას დიდ ზიანს აყენებს. აღარ შევუდგები ახლა ყველაფრის ჩამოთვლას. საკმარისია, აღინიშნოს მხოლოდ მცხეთის ახალი ‚გაწმინდანება‘, რაც ეკლესიის დისკრიმინაციული და მომხვეჭელური ზრახვების აპოთეოიზია.

მოდით, თუ ვინმეს მართლა გვინდა პრობლემის გასიგრძეგანება, ჯერ სახელდებით დავიწყოთ: ესაა ქრისტიანიზმი. მე ვფიქრობ, რომ ამით რადიკალურად შევცვლიდით დამოკიდებულებას, ეს იქნებოდა ამავდროულად ჰუმანური და ქრისტიანული პასუხისმგებლობის აღება და სასიკეთო ფერისცვალების და-საწყისი.

წარმართობა( ნეოპლატონიზმიც პერვერსიაა, ბატონებო?), ქურუმობა ან  ჯვარ-ხატთა ავტოხთონური რელიგია, ხევისბრობა და თუნდაც აფრიკული ჯადოსნობა აქ ნამდვილად არ გამოდგება ცუდის და პერვერსულის მეტაფორად.

ქრისტიანიზმი – ესაა ბნელი გზა, გზა არსაით.  ხოლო არქაული ტომების მაგიური ცნობიერება და პრაქტიკა თავისი უნიკალურობით  საკაცობრიო  კულტურული საგანძურის ნაწილია.

2.

3.

გააგრძელეთ! 🙂

Gefällt mir nicht mehr · ·

  • Cal Dea…udidesi „eggregori“(maiatniki) aqvs,bat. zelimxan.znelia ase iolad gadaiyvano adamiani axal xedvaze.roca 21 saukune am ritualebitaa zombirebuli.
  • Omar Turmanauliსიდნეიში როგორა საქმე, ზელო
  • Zelimkhan Udzilauriსერიოზულად, ომარ. 2 ახალი კურსის წაყვანა დამევალა და ალბათ წიგნადაც გამოვცემ 1-2 წელიწადში, თუ მორიგემ ინება, დალოცვილმა!
  • Omar Turmanauliეხლა ილია შიოლაშვილია მორიგე (ღმერთი)… ასე რო მაგის იმედზე ნუ იქნები
  • Zelimkhan Udzilauriეგ ვიცი ომარ, მე ზერეალურ მორიგეს ვგულისხმობ! სორბონასთან დამაახლოვე რა, დაურეკე იქ იმ ქალბატონს. იქნებ შენც გამოგადგეს, კრისტინაჰქვია აი ჩაგიგდებ ლინკს.
  • Zelimkhan Udzilaurihttp://www.ephe.sorbonne.fr/…/section-des-sciences…/

    www.ephe.sorbonne.fr

    EPHE – Site de l’École pratique des hautes études (France : Grand Etablissement d’enseignement supérieur)
  • Omar Turmanauliზელო, შენი სახლის ნომერი მომწერე პირადში და დაგირეკავ როცა მოვიცლი… იქ მითხარი რა და როგორ გავაკეთო
  • Zelimkhan Udzilauriმანდ წერია კონტაქტი და რა აქცენტები აქვთ, რამდენი პროფესორ-თანამშრომელია და გერმანულად თუა მაგათზესადმე ინფორმაცია, ან ინგლისურად…. მოკლედ, ამ თქვენი ‚რელიგიის მეცნიერების‘ ქართულ ვარიანტზე ვფიქრობთო
  • Zelimkhan Udzilauriგამოვიცანით http://www.gmx.net/…/lifes…/leben/54b6u4i-katze-kennt…

    www.gmx.net

    Beim Hütchenspiel lässt sich dieser Kater nicht übers Ohr hauen.
  • Mamuka Tsetsxladze ვაზიარებ და მიმაქვს წასაკითხად, მაგრამ ერთი რამ აქვე მინდა აღვნიშნო – ზოგადად „იზმს“ და „იზმებს“ ეხება, ალბათ, ესე ყოველი, ანუ რელიგიას და, ესე იგი, ცალ-ცალკე „კრულებას“ და არა მარტო ქრისტიან-„იზმს“…
  • Omar Turmanauliჩემო, უფროსო ძმაო… ,,წაიღე,, და შენი ეტიმოლოგიური აზრი გვითხარი…
  • Zelimkhan Udzilauriეგ მოზამბიკელი მკურნალი ნამდვილად უშველიდა ჩვენ ერსა და ბერს, არა?
  • Mamuka Tsetsxladze არ ვიცი, ეგ ჯერ არ წამიკითხავს…
  • Zelimkhan Udzilauriვიდეოს არ უყურე მამუკა? დალინკე!
  • Mamuka Tsetsxladze ვნახავ მოგვიანებით, ახლა გავდივარ…
  • Omar Turmanauliმამო, იყო ერთი ფრანგი ეტიმოლოგი, რომელიც ამტკიცებდა რომ ადამიანები მაიმუნებისგან კი არა, ბაყაყებისგგან წარმოიშვნენ და როცა ამაზე გაოცებულ შეკითხვას ღებულობდა ,,კუა?!!,, (რა?!!) ის პასუხობდა… ,,ს ე ლა პღეუვ!,,
  • Maia Beraiaდიდი მადლობა მონიშნისთვის ბატონო ზელიმხან მეც ვიზიარებ თქვენს მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს რაც საქართველოშია იმ რელიგიას არც ვიცი რა ქვია, რაღაც ახალი გამოგონებაა ცოცხალი კერპით
  • Абдул Мессияის რასაც საპატრიარქოს ანაფორიანი სამგელოება ქადაგებს; ეს არის ხალხის მოჯადოება და გახრწნა-გაყვლეფა რელიგიური და მაგიური თაღლითური ხერხების გამოყენებით…
  • Mikheil Ghanishashviliსაქართველოში, სამწუხაროდ და ფაქტიურად, ქრისტიანობის გადაგვარების მომსწრენი ვხდებით!
    ეს არის პირდაპირი შედეგი პოლიტიზირებული რელიგიურობისა, ფორმალური აღმსარებლობისა, ღვთის არსებობის დაჯერების მწირი შინაგანი რწმენისა და დაბალი სოციო-კულტურული დონისა!
  • Zelimkhan Udzilauri‚ანგაარებავ, შენც გაქებ, რადგან ძალა გაქვს, მიტომა’…
  • Mikheil Ghanishashviliგამორჩენითი ქრისტიანობაა დღეს ჩვენში, ზელიმხან!ერთსა კაცსა ვიცნობდი. მრავალსა საქმესა მიედ-მოედო, მაგრამ ხეირი ვერა ნახა რა. ანკი როგორ ნახავდა, როდესაც გონებით, განათლებიოთა და ინტელექტით ფრიად ღარიბი იყო. ერთალია იარაღიც ეჭირა ხელთა, იყაჩაღა კიდევაც, თუმცა ის ჟამი ყაჩაღობისა რომ მორჩა, რომ შეზღუდეს, სხვა გზა არჩია. ეკლესიას მიეკედლა, სამღვდელოებს დაუმეგობრდა. წმინდა წერილისა მართალია არა გაეგებოდა, რა, მაგრამ, სამაგიეროდ, კონტაქტური იყო, მიზანში ამოღებულთა მაქებარ-მადიდებელი და მცირესა ჟამისა შემდგომად ვიხილე, ანაფორა ესხა, ჯვარი ეკიდა და ერთ-ერთ ეკლესიაში წირავდა… ნუ მკითხავთ, რასა და როგორ წირავდა! შემთხვევა მახსოვს, სიტყვით (ანუ ქადაგებით) გამოდიოდა, ბიბლიის არცერთი ციტატა არ დაუმოწმებია, ხოლო ქართული ეკლესიის არცერთი (გარდა დღევანდელი) საჭეთმპყრობლის გვარ-სახელი და მოღვაწეობის თარიღები არ იცოდა. სუფრაზეც ერთად მოვხვდით. იცოცხლე მან იქ გაილაღა. რაც მრევლი მას ეყოლებოდა, ალბათ ხვდებით.
    აი, რატომ უჭირს ჩვენში ქრისტიანობას – ათასობით უვიცი ავანტიურისტი და შარლატანია შეკედლებული მის ფრთათა ქვეშ…
    არცა თვით უწყიან რაიმე და ვერცარა სულიერსა საზრდოსა მრევლს აძლევენ…
    ვფიქრობ: ის მოზამბიკელი მაგი უფრო მართალია და წრფელი, ვიდრე ეს ჩვენნი მომრჯულებელნი ახლსა ქრისტეანობასა ზედა!
  • Mamuka Tsetsxladze აი ახლა წავიკითხე და ვნახე ეს ყველაფერი – გიშველის ღმერთი, მეც სულ ამას ვამბობ, რომ იზმი სხვაა და ობა სხვა. აქ იმდენად ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის, ანუ სიმარტლის მადიდებლობისა კი არა, ფუნდამენტალიზმისა და ლიბერალიზმის, ვითარცა სჯულზე უმტკიცესი ჩვეულებისა და ჩვეულებებისა და თავის უფალობის, ვითარცა უფალთან ჭიდაობის სრული იგივეობის საკითხი დგება. ფუნდამენტალიზმიც ლიბერალიზმია, რა თქმა უნდა, და ლიბერალიზმიც ფუნდამეტალიაზმია, არცერთი არ უქნია, რა თქმა უნდა, ღმერთს – ერთი უსჯულოდ, ანუ უზენაესი კანონის თვინიერ არ უქნია, მეორე კი თვინიერ კანონის უზენაესობისა, რაც თვინიერ უზენაესი კანონისა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.
  • Zelimkhan Udzilauriმამუკა, ნუ ართულებ ნახე, ტექსტი გავაღრმავე! ნახატია, მართლა მსოფლიო დონის!
  • Mamuka Tsetsxladze არ ვართულებ, არა, აქ მარტო პოლიტიკაზე ხომ არ ვლაპარაკობთ? თუმცა სორე გაღრმავებული? მე აქ ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ…
  • Mamuka Tsetsxladze ამ ხუთ ჯვარს თუ გულისხმობ, ეს მართლა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ესეც უფრო კითხვაა, ვიდრე პასუხი.
  • Zelimkhan Udzilauriეს შავფრობის გამოა, მამუკა!
  • Mamuka Tsetsxladze „ჩამოდი ქვევით – შავი არის არც ისე შავი“ – ეს პოლ ვალერია…
  • Mamuka Tsetsxladze ომარ, ეს შენი კომენტარი ახლაღა წავიკითხე, მართლა ძალიან საინტერესოა – რატომ მაინცა და მაინც მაიმუნისაგან და არა, ვთქვათ, ბაყაყისაგან ან მგლისაგან? „ლიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“ – რომსა და რომულს ხომ არ უკვსირდება ესეც ისევე, როგორც ჩვენი ბედკრული ამირანი და ბერძნების „შორსმჭვრეტელი“ პრომეთე? მითია ყველაფერი, არავითარი ღმერტი არ არსებობსო – ამბობდნენ ძველი ბერძნები, ქალაქ-სა-ხელ-მწიფო-ებს აარსენდნენ და მერე თვითონ ხდებოდნენ ღმერთები იმ ქალაქ-სა-ხელ-მწიფო-ებში, გავლენის სფეროებსაც მშვნივრად ინაწილებდნენ, ჯოჯოხეთებშიც აგზავნიდნენ ერთიმეორეს და იმ ჯოჯოხეთებიდან ამოსვლასიც თავადვე ეზმარებოდნენ თავიანთივე „მარადიული სტრატეგიული ინტერესების“ შესაბამისად და კვალობაზე…
  • Omar Turmanauliააა… აქ უკვე საინტერესო რაღაცებს ამბობ, მამუკა… როგორც კი სიტყვის ეტიმოლოგიას გასცდები ხოლმე, იქ უკვე საინტერესო რაღაცებს ამბობ… ისე ეტიმოლოგიაშიც საინტერესო ხარ მარა მე მაგ სიღრმეებს ვერ ვწდები… ან არ ვწვდები…
  • Zelimkhan Udzilaurihttp://www.tabula.ge/ge/story/60897-arqimandritta-gambiti

    არქიმანდრიტთა გამბიტი • ტაბულა

    www.tabula.ge

    ახლახან, მშვიდობის ხიდზე შემჩნეული იყო მღვდელი, რომელიც ქალაქის ესოდენ წმინდა კვარტალში – ენერგიულად და ყოვლად უსირცხვილოდ – გორგოლაჭებზე მდგომი გადაადგილდებოდა.