ოქროს რტო ანუ ერთი საგნის მეცნიერული ოდისეა

ლექციის ვიდეოჩანაწერი


ოგესალმებით ყველას მეგობრულად და ვაგრძელებთ მსჯელობას რელიგიის მეცნიერების, როგორც აკადემიური საგნის შესახებ. დღევანდელი ანუ რიგით მეორე საუბარი პირველის ორგანული გაგრძელებაა. დაახლ. 1 თვის წინ ჩვენ შევხვდით აქ, საჯარო ბიბლიოთეკაში და ვისაუბრეთ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების რაობის, გენეზისის და მეთოდოლოგიის საკითხებზე. ამ ახალგაზრდა მეცნიერული დისციპლინის ადგილისათვის ზოგადად დასავლურ აკადემიურ სივრცეში,  და კონკრეტულად ამ სივრცის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ოჯახში.

ვინაიდან ლექციის მსვლელობისას ერთობ უცებ იწურება დრო და ვერ ვასწრებ წესიერად ვერც მადლობის თქმას და ვერც ნასაუბრალი თემის შეჯამებას,  სამადლობელს და შეჯამებას თავიდანვე მოგახსენებთ. მადლობას ვწირავ საჯარო ბიბლიოთეკას ჩემთვის ბოძებული  ამ შესანიშნავი თვითრეალიზაციისათვის,  ქალბატონ  მაია შონიას და რასაკვირველია, სათავეს,  ბატონ გიორგი კეკელიძეს. ბატონ მოდერატორს, თავისთავად ცხადია, უკვე მეგობრად ვთვლი  და სიამოვნებით ვწირავ მას მეგობრულ მადლობას.

ჩემი დღევანდელი ლექციის ძირითადი მიზანია,  გერმანულენოვანი, გერმანული და შვეიცარიული ნიმუშებისმიხედვით, რაც შეიძლება ცოცხლად გაჩვენოთ რელიგიის მეცნიერება მის სასწავლო პროცესში,  მისი პროგრამა, სემინარები, თემები და პროფილი. თან ვიახლე ორიოდე სტანდარტული წიგნიც,  რითაც იქ შტუდირებენ, რელიგიას შეისწავლიან, იკვლევენ  და რელიგიისმცოდნის პროფესიას ეუფლებიან. ამ წიგნების შინაარსზე ბოლოს შევჩერდებით, თუ დრო შემოგვრჩება.

ავიმეორებ და გავმეორდები ერთხელაც, – რადგან ამის საჭიროებას ვხედავ, – ჩემი მიზანია, ეს მეცნიერება, წარმოგიდგინოთ ისე, როგორიცაა ის სინამდვილეში(და არა ისე, როგორც ჩვენში წარმოუდგენიათ), და ამ საგნის ორიგინალური რაგვარობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი და თუ გნებავთ, თანმდევი ასპექტია   სახელმწიფოებრივობა. მიმაჩნია, რომ წინა ლექციაზე  ეს თეზა  ანუ ‘რელიგიის მეცნიერების სახელმწიფოებრივი საჭიროება’, გასამკვეთრებელი დამრჩა. ამრიგად, ერთხელაც მინდა გაჩვენოთ,   რელიგიის მეცნიერება როგორც არამხოლოდ პიროვნული თუ საზოგადოებრივი შემეცნების და მეცნიერული მოღვაწეობის ობიექტი და  სფერო, არამედ ასევე სახლმწიფოებრივი ინტერესის საგანი.  ეს აშკარად  გამოჩნდა ჰაიდელბერგში ამასწინათ შეკრებილი სპეციალისტების კონფერენციაზე გამოსული მეცნიერების, ხელოვნებისა და კვლევის  მინისტრის  შესავალ სიტყვაში: ვინაიდან ეს სიტყვა  წინა ლექციის ოფიციალურ ვიდეოვერსიაში ვერ მოხვდა, განმეორებით და დაჟინებით შემოგთავაზობთ ამ ტექსტს და მყისვე დავუბრუნდებით საკუთრივ დღეისათვის მომზადებულ საკითხებს: რელიგიის მეცნიერების თვალსაჩინოებას, სახეებს, თემებს და დისკურსს, თეორიას და ყველაფერს, რაზედაც კი დღეს საუბარს მოვასწრებთ.

მაშასადამე,  ჯერ  ციტატა მეცნიერების, ხელოვნებისა და კვლევის მინისტრის სიტყვიდან:“სეთი ფენომენები, როგორიცაა სიწმინდე  და გენია, განსაზღვრებას ანუ დეფინიციას არ ექვემდებარება, მაგრამ საზოგადოებრივი დებატები მიგრაციის, ინტეგრაციის, ტოლერანტობის და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ საჭიროებს უფრო მეტს, ვიდრე უბრალო დეფინიციაა. ძალიან ხშირად რელიგია გამოიყენება იმ ექსტრემისტული პოზიციების გამოსახატავად, რომელთა მიზანიცაა კულტურული თანაცხოვრების პლურალიზმთან ბრძოლა…რელიგიის მეცნიერება, იკვლევს რა რელიგიას კულტუროლოგიური ასპექტით და მოაქცევს რა ამით თავის ფოკუსში რელიგიის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქმნის და ავითარებს ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო ცოდნას რელიგიურ-კულტურული ინტერაქციების, რელიგიის შეცვლილი როლის, რელიგიური მინორიტეტების შესახებ და ა.შ. ამით რელიგიის მეცნიერება  წარმოაჩენს თავს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო დისციპლინა, რომელსაც შეუძლია მეტად ღირებული რეკომენდაციები გასცეს  საზოგადოებრივი პრაქტიკის, საგანმანათლებლო სისტემის, ინტერკულტურული, ტოლერანტული და სხვა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სფეროებში…” ციტატის დასასრული.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი სამეცნიერო დარგის როგორც ავტოდიდაქტური ანუ არაინსტიტუიზირებული  და  ასევე აკადემიური ანუ ინსტიტუიზირებული არსებობის პირველი და უმთავრესი მიზეზი და გამართლება  მისადმი, ვგულისხმობთ ამ მეცნიერებისადმი, ადამიანური და პიროვნული ინტერესია და სხვა დამატებით  არგუმენტს არც საჭიროებს, მაგრამ რადგან ხშირად მეკითხებიან თუ რა სარგებელი მოაქვს რელიგიის მეცნიერებას(‘იმერული ესკიზების’ არ იყოს), ამიტომ დამატებით არგუმენტებსაც ვიმარაგებ ხოლმე, და ერთ-ერთ არგუმენტად ამჯერად გერმანელი  ქალბატონი მინისტრის სიტყვა გამოვიყენე.

ამრიგად, რელიგიის მეცნიერების აკადემიური რგოლი გარდა პიროვნული, პროფესიული და წმინდა შემეცნებითი ინტერესებისა, დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმალურ  და ცივილიზებულ ფუნქციონირებასაც ემსახურება და ამ მიმართებითაც, ისევ სახელმწიფოებრივი მოწყობის კონცეფციის მიხედვით, საჭირო ფაქტორადაა მიჩნეული.

religionswissenschaftler 21სანამ  თემების, სემინარების და პროექტების განხილვას დავიწყებდეთ, მსურს  თვითონ სახეების, რელიგიის მეცნიერების პერსონალური პორტრეტები გაჩვენოთ. შევადგინე XXI საუკუნის ცნობილი რელიგიათმცოდნეების ფოტოკოლაჟი, რაშიც, რასაკვირველია  ჩემი ვაჟი ნიკოლოზ უძილაური დამეხმარა და რასაც დიდი სიამოვნებით გიჩვენებთ. ამ 101 აქტიურად მოღვაწე და ინტერნაციონალურ არენაზე ცნობილი მეცნიერების შესახებ ინფორმაცია სათანადო საგნობრივი ლიტერატურიდან მოიპოვება  და ეს ცნობილი სიაც უბრალოდ მეცნიერული მოღვაწეობის კვალობაზეა შედგენილი.

წინა ლექციაზე გიჩვენეთ  იმ 30 გერმანულენოვანი უნივერსიტეტების სია, სადაც რელიგიოლოგია, როგორც სპეციალობა, რომელსაც სტუდენტი შეიძენს, წარმოდგენილია ძირითადად ინსტიტუტების სახით. ეს ინსტიტუტები განლაგებული და განწესებულია ძირითადად ფილოსოფიის ან კულტუროლოგიის ფაკულტეტებზე. ასევე თეოლოგიურ ფაკულტეტებზე.

ის შთამბეჭდავი  სია იყო, მაგრამ, ვიმეორებ, ინსტიტუიზირებული რელიგიოლოგიის მხოლოდ გერმანული ნაწილი.

(დღევანდელი საუბრის თემაა ეს არაა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაგ. საფრანგეთში ჩვენი საგანი სექციების ანუ ფაკულტეტების სახით უფრო შთამბეჭდავად და მასშტაბურადაა წარმოდგენილი).

 

გერმანული უნივერსიტეტების ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ,  მაგრამ პროფილის განსაზღვრის მიზნით, თვალს შევავლებთ იმ 7 შვეიცარულ უნივერსიტეტს, სადაც რელიგიოლოგია თავის აკადემიურ უფლებებში სრულადაა წარმოდგენილი.

რელიგიის მეცნიერება შვეიცარიაში

basel„Die Basler Religionswissenschaft bietet ein Bachelor- und ein Masterstudienfach an, das schwerpunktmäßig die europäi­sche Religionsgeschichte und Zeitgeschichte bis in die Gegenwart, kulturwissenschaftliche Religionstheorie und Religionsökonomie behandelt. In Kooperation mit dem Zentrum für Religion, Wirtschaft und Politik (ZRWP) werden auch alternative und nicht-hegemoniale Religionsformen der Gegenwart und das Verhältnis von Politik, Recht, Wissen­schaft und Religion behandelt. Die Religionswissen­schaft in Basel ist institutionell an der theologischen, curricular an der philosophischen Fakultät angesiedelt.“

ბაზელი გვთავაზობს ბაკალავრის და მასტერშტუდიებს, აქცენტუირებულია რელიგიის ევროპულ ისტორიაზე, რელიგიის თეორიაზე და რელიგიის ეკონომიკაზე. ჩვენი მეცნიერული დისციპლინა აქ ორ ფაკულტეტზეა განაწილებული, ფილოსოფიისა და თეოლოგიის.

 

bern2„Am Institut für Religionswissenschaft der Universität Bern können die Bachelor- und Masterstudiengänge Religions­wissenschaft (Science of Religion) mit einem Schwerpunkt in den Religionen Zentral- und Südasiens (v.a. Buddhismus, Hindu-Traditionen) absolviert werden. Ausserdem bietet das Center for Global Studies in Zusammenarbeit mit dem Institut für Religionswissenschaft das religionswissenschaftliche Mono-Master-Studienprogramm MA Religionskulturen: Historizität und kulturelle Normativität (Religious Cultures: Historicity and Cultural Normativity). Die Religionswissen­schaft ist an der Philosophisch-historischen Fakultät angesiedelt.“  ბერნში აქცენტი გადატანილია სამხრეთაზიულ რელიგიურ სამყაროზე და აქ ასევე შეიძლება მაგისტრის ხარისხის მოპოვება. საგანი რელიგიის მეცნიერება განთავსებულია ფილოსოფიურ-ისტორიულ ფაკულტეტზე.


fribourg
„Die Universität Freiburg i.Ü. bietet ein Bachelor-Programm in Religionswissenschaft (auf deutsch oder französisch), die Lehrerausbildung der Sekundarstufe I und II, sowie das Masterprogramm Kultur, Politik und Religion in der pluralisti­schen Gesellschaft an. Es werden die geschichtlichen Grundlagen der großen und kleinerer religiösen Traditionen vermittelt. Der Schwerpunkt in der Forschung und Lehre liegt auf gegenwartsbezogenen und religionssoziologischen Fragestellungen im Bereich von Religion, Politik, Recht, Medien und Bildung im Raum Europas, der Schweiz, den USA und des rezenten Islam. Die Religionswissenschaft ist an der Philosophischen Fakultät angesiedelt.“

ფრაიბურგი ორივე ენაზე გვთავაზობს რელიგიის მეცნიერების სპეციალობას, ფრანგულად და გერმანულად. ბაკალავრის დონეზე და ასევე მასტერს, ოღონდ კულტურასთან და პოლიტიკასთან კოოპერაციაში.აქცენტი აქ დასმულია თანამედროვე პრობლემატიკაზე, რელიგიის სოცოილოგიაზე და ისლამის ევროპულ და ამერიკულ ჰაბიტუსზე. ფილოსოფიურ ფაკულტეტზეა ჩვენი საგანი აქ განთავსებული.

 

genf2„Die Universität Genf bietet auf Bachelor- und Masterebenen das Studienprogramm Religionsgeschichte an. Neben einer grundlegenden Einführung in die Methoden und Theorien der Religionswissenschaft und des Religionsvergleiches werden hauptsächlich die religiösen Traditionen der Antike aus Griechenland, Rom und Ägypten behandelt. Darüber hinaus werden Ansätze der Anthropologie und Ethnologie (in Zusammenarbeit mit dem Museum für Ethnographie) vermit­telt. Der Master erlaubt die Vertiefung in eine ausgewählte religiöse Tradition, deren Sprache und Kultur erlernt wird.“

ჟენევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რელიგიის მეცნიერების მეთოდებს და თეორიებს, შედარებით რელიგიათმცოდნეობას, ეგვიპტურ რელიგიებს და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან ერთობლივ მუშაობას.

lausanne

„Das Studium der Religionswissenschaft an der Universität Lausanne basiert auf dem interfakultären Angebot der Faculté de Théologie et de Sciences des Religions (FTSR), der Faculté des Lettres und der Faculté de Sciences Sociales et Politiques (SSP). Auf Bachelor-Ebene richtet sich das Studium mit historischen, anthropologischen, soziologischen oder psychologischen Fragestellungen auf antike Religionen (Griechenland, Rom, Levante), Geschichte und Gegenwart des Christentums, des Islam und des Judentums, die Religionen Südasiens, marginalisierte Religionen oder die religiöse Pluralität der Gegenwart. Das Masterangebot bietet eine Spezialisierung in den genannten Bereichen.“

ფრანგულენოვანი ლუზანას თავისებურება ისა, რომ აქ ინტერფაკულტეტია სახელწოდებით: Faculté de Théologie et de Sciences des Religions (FTSR), თეოლოგიისა და რელიგიის მეცნიერების ფაკულტეტი…აქ შესწავლის საგანია სხვათაშორის ასევე ანტიკური რელიგიები, მარგინალიზირებული რელიგიები, რელიგიური პლურალიზმი და ა.შ.

 

 luzern„An der Universität Luzern kann Religionswissenschaft als Bachelor- oder Masterprogramm belegt werden. Das Seminar setzt den Schwerpunkt auf gegenwartsbezogene Themen von Migration, religiösem Pluralismus und die neue (auch mediale) Öffentlichkeit von Religion(en). Im Vordergrund stehen dabei islamische, hinduistische, buddhistische Traditionen sowie gegenwärtige Formen esoterischer Religiosität, vornehmlich in Europa. Im Studium wird eine Vielfalt von methodischen Zugängen und ein breites Spektrum aktueller religions-, sozial- und kulturwissenschaftlicher Theorieansätze gelehrt. Das Religionswissenschaftliche Seminar ist Teil der Kultur- und Sozialwissenschaftlichen Fakultät.“

ლუცერნი გვთავაზობს  ბაკალავრის და მასტერის პროგრამებს, თანამედროვე პრობლემატიკა დგას დღის წესრიგში, როგორიცაა, მაგ. რელიგია და მიგრაცია. რელიგიის მეცნიერება აქ კულტუროლოგიურ-სოციოლოგიური ფაკულტეტის ბინადარია.

zuerich

„Am Religionswissenschaftlichen Seminar der Universität Zürich kann Religionswissenschaft auf Bachelor- und Master­stufe studiert werden. Das Studienprogramm umfasst mit einer breiten interdisziplinären Vernetzung Religionsgeschich­te, religiöse Gegenwartskulturen und die systematische Religionswissenschaft. Ein Zusatzstudium führt zum Lehr­diplom für Maturitätsschulen. Forschungsschwerpunkte sind die westasiatische und mediterrane Religionsgeschichte, Beziehungen zwischen Asien und Europa, Visible Religion, Ritual Studies und Medien. Die UZH unterhält einen Forschungsschwerpunkt „Asien und Europa“ und ist am Zentrum für Religion, Wirtschaft und Politik beteiligt.“

ციურიხში ინტერდისციპლინარული მიმართულებაა აღებული, ყურადღების ცენტრშია  რელიგიის თანამედროვე კულტურები და სისტემატური რელიგიათმცოდნეობა. მასწავლებლის კვალიფიკაციასაც იძლევიან აქ. დასავლეთ აზიისა და  მედიტერანული რელიგიებია აქ შესწავლის პატივში. ასევე  აზიისა და ევროპის რელიგიური ურთიერთობები, ვიზიბლური( წარმომადგენლობითი, ვიზიტორი) რელიგია, რიტუალის შტუდირება და მედიები…

 

1. ინტერნაციონალური გაერთიანებები

გერმანული გაერთიანება

რელიგიოგების მსოფლიო კავშირი

რელიგიოგების ევროპული გაერთიანება

შვეიცარული კავშირი

 

2. რას ნიშნავს რელიგიების შტუდირება?

სწავლის დაწყება გერმანულად, გერმანიაში, ე.წ. ბეჩელავრით, რა ანოტაციას გვთავაზობენ სპეციალისტები, როგორ გვაკვალიანებენ?

სწავლის დაწყება გერმანიაში

„Worum geht es in der Studienrichtung Religionen?

Die Religionswissenschaft beschäftigt sich mit Religionen und religiösen Gemeinschaften der Vergangenheit und der Gegenwart. Es geht dabei vor allem um die großen Weltreligionen wie Christentum, Islam, Judentum, Hinduismus und Buddhismus. Die Religionswissenschaft befasst sich nicht mit konkreten Glaubensinhalten, sie betrachtet Religion als kulturelles Phänomen. Sie ist zudem in zahlreiche Teilbereiche gegliedert. Die Religionsgeschichte befasst sich vor allem mit der historischen Entwicklung von Religionen. Die Religionsethnologie untersucht die Zusammenhänge zwischen Religion und einer bestimmten Kultur. Ein weiterer wichtiger Teilbereich ist die Religionssoziologie, die sich mit den gesellschaftlichen Voraussetzungen für Religionen beschäftigt. Weitere Bereiche sind beispielsweise die Religionspsychologie, die Religionspädagogik, die Religionsgeographie sowie die Religionsökonomie“.

რა უნდა იცოდეს იმან, ვისაც სურს რელიგიის მეცნიერების პროფესიას ეზიაროს? დამწყები ბეჩელავრის ცნობარი გერმანულ უნივერსიტეტში დაახლოებით ამგვარად გამოიყურება:

რელიგიის მეცნიერების შესწავლის საგანია რელიგიები და რელიგიური ორგანიზაციები წარსულში თუ თანამედროვეობაში. რელიგიებში იგულისხმება, მსოფლიო, დიდი რელიგიები, მაგ.ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი და სხვა. რელიგიის მეცნიერება არაა დაკავებული რომელიმე  კონკრეტული რწმენის შინააარსით, იგი რელიგიას განიხილავს როგორც კულტურულ ფენომენს. იგი განაწილებულია ამ საქმიანობისას არაერთ შემადგენელ ნაწილებში. რელიგიის ისტორია რელიგიების ისტორიულ განვითარებას იკვლევს, რელიგიის ეთნოლოგია რელიგიასა და ამა თუ იმ კულტურას შორის ურთიერთკავშირს შეისწავლის, რელიგიის სოციოლოგიის ინტერესის საგანია რელიგიის სოციოლოგიური საფუძვლები… რელიგიის ფსიქოლოგიის საგანი რელიგიური გამოცდილებაა. ასევე მნიშვნელოვანი დარგებია რელიგიის გეოგრაფია და რელიგიის ეკონომიკა.

„Das Studium Religionswissenschaft

Zu Beginn des Studiums werden vor allem die grundlegenden Methoden und Theorien der Religionswissenschaft vermittelt. Zudem werden Themenbereiche wie Weltreligionen, traditionelle Religionen und religiöse Bewegungen behandelt. Anschließend werden meist die verschiedenen Weltreligionen thematisiert, es geht um Fächer wie islamische Religion, jüdische Religion oder indische Religionen. Im Laufe des Studiums kann man sich meist auf bestimmte Bereiche spezialisieren. Einige Studierende interessieren sich etwa für Sprachen und entscheiden sich für den Schwerpunkt Philologie. Dabei erlernen sie Sprachen wie Hebräisch, Arabisch, Latein oder Sanskrit. Manche Studierende wählen lieber einen historischen Schwerpunkt und belegen Fächer wie Homers Odyssee, altkeltische Inschriften oder religiöse Verhältnisse Nordafrikas in der Antike“.

ჩვენდათავად დავძენთ აგრეთვე იმასაც, რომ სწავლა, რასაც გერმანიის უნივერსიტეტში სკოლისაგან განსხვავებით, არა სწავლა, არამედ შტუდირება ეწოდება, იწყება რელიგიის მეცნიერების მეთოდების და თეორიების გაცნობით.მსოფლიო რელიგიების თემატიზირების გზით ვეუფლებით შედარებითი რელიგიათმცოდნეობის საფუძვლებს და ასევე მეცნიერული კვლევის ელემენტარულ ჩვევებს. გერმანიაში სწავლა არის კოოპერაციაში, კომბინაციაში. ასე, მაგ. თუ რელიგია და ენები, მაგ. კელტური, ბერძნული,  ებრაული, არაბული, სანსკრიტი და ა.შ. გაინტერესებთ, ეს საუკეთესო გზაა  რელიგიური ტექსტების დედანში გასაცნობად და შესაბამისად, რელიგიათმცოდნის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად.

„Nach dem Studium (Religionen)

Die meisten Absolventen dieser Fachrichtung entscheiden sich für eine Karriere im Forschungsbereich und arbeiten meist an Universitäten oder Fachhochschulen. Sie sind dort hauptsächlich für die Bereiche Forschung und Lehre zuständig, organisieren Tagungen, halten Lehrveranstaltungen ab und verfassen wissenschaftliche Artikel für Fachzeitschriften. Manche Absolventen arbeiten zudem in Archiven, Bibliotheken oder Museen. Einige ergreifen auch einen pädagogischen Beruf und sind beispielsweise im Bereich Erwachsenenbildung tätig. Beliebte Tätigkeitsfelder sind außerdem der Medienbereich und das Verlagswesen. Einige Religionswissenschaftler arbeiten auch für verschiedene Ämter und Vereine, wo sie beispielsweise für den Bereich Familienberatung zuständig sind. Manche Absolventen gehen nach ihrem Studium ins Ausland und sind für internationale Organisationen tätig“.

3.თემები და კვლევითი პროექტები ჰაიდელბერგში:

 Forschungsschwerpunkte

  • Altiranische Religionsgeschichte
  • ძველი ირანის რელიგიები.
  • Neueste europäische Religionsgeschichte (besonders: Religionen im Internet)
  • რელიგიის უახლესი ევროპული ისტორია(განსაკუთრებით რელიგიები ინტერნეტში).
  • Rezente Religionsgeschichte Deutschlands, Japans und der USA
  • რელიგიის რეცენტული ანუ მიმდინარე ისტორია გერმანიაში, იაპონიაში და შტატებში.
  • Transformationen buddhistischer Vorstellungen und Praktiken in der Moderne
  • ბუდისტური წარმოდგენებისა და პრაქტიკების ტრანსფორმაცია თანამედროვეობაში;
  • Methodologie / Theorie der Religionswissenschaft
  • რელიგიოლოგიის მეთოდოლოგია/თეორია;
  • Monotheismus-Polytheismus-Forschung
  • მონოთეიზმ-პოლითეიზმის კვლევა
  • Ritualforschung
  • რიტუალის კვლევა
  • Neuere Ansätze der Religionsästhetik
  • რელიგიის ესთეტიკის ახალი ხედვები

 4.ლექცია-სემინარების ნიმუში

2005 წელი, გერმანია, ქალაქი ტუბინგენი:

სემინარები:

1.რელიგიის დასაბამის თეორიები;

2. სიწმინდის ანუ მოწმინდრული  წარმოდგენები რელიგიებში – ორივეგან ბურკჰარდტ გლადიგოვი;

3. დაკრძალვის რიტუალები და საიქიოებრივი წარმოდგენები აღმოსავლეთ აზიაში, არქეოლოგიური, ისტორიული და თანამედროვე მონაცემებით;

 

4. ისლამური მანიქეიზმი;

5. პატრიარქი, მოგვი, მეფეთმეფე(შაჰი, Großkonig): ქრისტიანობა წინარეისლამურ ირანში;

6. ნეობუდიზმი;

7. სამოთხე და ჯოჯოხეთი;

8.მესიანისტური იდეის საკრალიზაცია;

9. სინაგოგის ღვთისმსახურება;

10. რელიგიოლოგია/რელიგიის ფილოსოფია. ინტერკულტურული სემინარი, ეთიკა და მორალი ზერელიგიებში. მსოფლიო რელიგიები იგულისხმება;

11. თვითფლობა და თვითდაოკება როგორც რელიგიური ლაიტმოტივები;

12. იუდეველთა მიმართ მტრული ხატის შესახებ პოლემიკა შუასაუკუნეებიდან დღემდე!

13. ტოპოგრაფია-კულტი-საზოგადოება. წმინდა წელი 1300;

14. აღმოსავლური რელიგიების ელემენტები დასაფლავების ქრისტიანულ რიტუალებში;

15. ქარიზმატული მოძრაობები მე-19 და მე -20 საუკუნეებში;

16. მსოფლიო რელიგიები ფილმის სახით. – ისლამი;

17. მემარჯვენეების რელიგია გერმანიაში 1945 წლის შემდეგ;

18. რელიგიოლოგები პოლიტიკაში – ისტორიული და პრაქტიკული ასპექტები;

19. რელიგია და ნათესაობა კავკასიაში. – P.S. აქ არ ვიცი, მაგრამ….ნათლიად შეიძლება მუსლიმანის აყვანაც. ამ შემთხვევაში მანიფესტირებს რელიგიის ბიოლოგიური, გადარჩენა-გადარჩევის ფუნქცია. ვიცი ერთი ცოცხალი  მაგალითი, მაგ. ჩემი მეუღლის მეჯვარის დედას არ რჩებოდა შვილი, ურჩიეს ‘თათარს’ მოანათლინეო! უკაცრავად, ამ ხალხური სახელწოდებით უბრალოდ მუსლიმანი მოიაზრება და ამ იდეამ მოიტანა შედეგი. რასაკვირველია, ის ქალბატონი ქრისტიან-მართლმადიდებელი და ეკლესიაში მონათლულია და ნათლია (თუ გამბანელი ეკლესიური ინტერპრეტაციით) არის „თათარი“…ამ მხრივ, რელიგიებისა და კულტურების გადაჯაჭვულობა ჩვენთან ტრადიციად იქცა…მაგ.: შეიძლება გითხრან, რომ ჰყავთ 20 აზერბაიჯანელი ნათლული. მე ეს მომისმენია, რასაკვირველია, აქ აზერბაიჯანელის გაქრისტიანება კი არ იგულისხმება, არამედ აზრბაიჯანულ ოჯახთან დანათესავება. თითქოსდა მსგავსი პარალელი  შეინიშნება გერმანიაშიც, როცა თურქი ბავშვები საშობაო ნაძვის ხეს დგამენ. … ინტერპრეტაციას ამ მოვლენებისას არ და ვერ ვაპირებ, მხოლოდ ფაქტებს აღვნიშნავ…საინტერესოა აგრეთვე, რომ ეთიოპიელი ქრისტიანები ღორის ხორცს არ მიირთმევენ. ეს აკრძალვა დღემდე შეინიშნება  აღმ. საქართველოს ქრისტიანულ მთიანეთშიც.

20. ქრისტიანული რელიგიების ისტორია და ძირითადი სწავლებანი;

21.მირჩა ელიადე, როგორც ლიტერატორი და რელიგიათმცოდნე;

22. მინარეთის  ჩრდილქვეშ – ქრისტიანული უმცირესობები დღევანდელ ისლამურ სამყაროში…

დროებითი დეფინიცია: რელიგია მოვლენა, რომელიც სოციალური, კოგნიტიური და ჰაბიტუალური არანჟირების გზით რეზულტირებს!

ლბათ ახლა დროა მთავარიც ვთქვათ: ამდენი ევროპული უნივერსიტეტის შემხედვარეთ უკვე გაგიჩნდათ კითხვა რელიგიის მეცნიერების წარმომავლობის ანუ გენეზისის შესახებ  და ამ კითხვაზე პასუხიც, რომ რელიგიის მეცნიერება, როგორც აკადემიური საგანი ანუ   საუნივერსიტეტო დისციპლინა, ოქციდენტალური განვითარების და აზროვნების შედეგია.

იგი ევროპული ისტორიის მონაპოვარია. ოქციდენტალური სააზროვნო კულტურის პროდუქტია. რელიგიის შესწავლა, ანალიზი, შტუდირება და კვლევა როგორც დამოუკიდებელი საგანი, შემზადდა ისეთი ისტორიული თუ საზოგადოებრივი მოვლენების მიერ, როგორიცაა: რენესანსი, რეფორმაცია, ამერიკის და სხვა აღმოჩენები და განსაკუთრებულად კი 2 ისეთი დიდიმოვლენა, როგორიცაა განმანათლებლობა და სეკულარიზმი. სეკულარიზმი უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ადამიანის პიროვნების, ადამიანის ცხოვრებისა და შემოქმედების განთავისუფლებას რელიგიური ინსტიტუტის მეურვეობისაგან.

 რელიგიის მეცნიერების პროგრამა მთლიანობაში განმანათლებლობის პროგრამისგანაა დავალებული, მისი პირმშოა: ცოდნა, როგორც უსასოობის, უმეურვეობის და გასაგები ენით რომ ვთქვათ, ადამიანური სიბეჩავის დაძლევის წინაპირობა. რელიგიის მეცნიერება გვაძლევს რელიგიის ცოდნას. რელიგიის ცოდნას კი  შეუძლია დაგვეხმაროს იმაში, რომ რელიგიის სახელით ჩაგვრა ავირიდოთ. როდესაც  ესა თუ ის რელიგიური აქტივისტი, – მნიშვნელობა არ აქვს, რომელი რელიგიიდან, – ცდილობს ჩემ  ცნობიერებაზე ზეგავლენას,  მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ იგი თვითონაა ზეგავლენილი,  რამდენადაც რელიგია კომუნიკაციური მოვლენა და კოლექტიური ინტერაქციის აქტია, ყოველთვის ამ აქტივისტის უკან ვგრძნობ და ვხედავ მისი მამაოს მაზეგავ -ლენინ- ებელ აჩრდილს. –  ვხედავ და ვვარაუდობ და ვეჭვობ, რომ ის მამაო და კიდევ იმ მამაოს მამაო   რაღაც  ავტორიტარულ ფარსშია ჩაბმული და თეოლოგიური თუ ზოგადად განათლების დეფიციტს განიცდის და ა.შ. , ამ ყველაფრის შედეგად ჩემთვის უკვე საჩინოვდება რელიგიური საქციელის, რელიგიური ანგაჟირების ავ-კარგი და კიდევ ერთხელ „ვნათლდები!“  ვნათლდები ოღონდ არა რელიგიის, არამედ რელიგიის მეცნიერების მიერ.

 რელიგიის მეცნიერების, როგორც აკადემიური დისციპლინის დაარსებას მთავარი ბიძგი მისცა და  დიდად შეუწყო ხელი უცხო კულტურების აღმოჩენან, გაშიფრვამ, შესწავლამ. ამ მოვლენაზე ღირს საგანგებოდ შეჩერება.

….

რამდენიმე ისტორიულ ფაქტს აღვნიშნავთ.

indexევროპამ 1771 წელს ავესტას პირველი თარგმანი მიიღო ფრანგულ ენაზე. მთარგმნელი გახლდათ ერთი სამხედრო კაცი, 1762 წელს ის დაბრუნდა ლაშქრობიდან, სადაც მან სპარსი ზოროასტრი მღვდლების ნდობა მოიპოვა  და თან ჩამოიტანა 180 ავესტური ანუ ფარსული და ასევე სანსკრიტული ხელნაწერები. Abraham Hyacinthe Anquetil-Duperon

 

აბრაჰამ ანქვეტილ-დუპერონი ავესტას წინასიტყვაობაში წერდა: „ებრაელების, ბერძნების და რომაელების კულტურა ჰუმანისტებისათვის ცნობილია, მაგრამ რჩება ამერიკა, აფრიკა და აზია, რომელნიც გაშიფრვას ელიან…“

რასაკვირველია, ამ კულტურების შესახებ მისიონერები ჯერ კიდევ მე-16  საუკუნიდან გვაწვდიან ცნობებს, მაგრამ შემეცნება იმისა, რომ ამ ხალხებსაც შესაძლებელია კულტურა ჰქონოდათ, არ იქნა უცებ სამეცნიერო, აკადემიურ კანონში და წრეებში აღიარებული. ასეთი ცვლილება პირველად მე -18 საუკუნის ბოლოდან იგრძნობა…

 

1785 წელს მიიღო ევროპამ ბჰაგავატ-გიტას პირველი ინგლისური თარგმანი. მთარგმნელი – ჩარლზ ვილკინსი. Charles Wilkins.

 

index1786 წელს უილიამ ჯონსმა (William Jones), ვინც სანსკრიტი ბრაჰმანებთან შეისწავლა,  პირველმა გამოთქვა ფრთხილი ვარაუდი ინდური და ირანული ენების ბერძნულთან და ლათინურთან ნათესაობის შესახებ…

William Jones

„სანსკრიტი, რა ძველიც არ უნდა იყოს, გასაოცარი სტრუქტურის მქონეა. ის უფრო სრულყოფილია, ვიდრე ბერძნული და უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე ლათინური და შედარებით კულტივირებულია, ვიდრე ორივე. მას ეძებნება ზმნის ფუძეებში და გრამატიკულ ფორმებში იმაზე მეტი ნათესაობა ვიდრე შემთხვევითობის კანონებითაა გათვალისწინებული…გოთური და კელტური იგივე ძირს აჩვენებს, რასაც სანსკრიტი და ძველი სპარსულიც შეიძლება ამავე ოჯახს მივაკუთვნოთ“…1816 წელს გამოჩნდა სანსკრიტის, ბერძნულის, ლათინურის, სპარსულის და გერმანულის პირველი შედარებითი გრამატიკა.

indexხოლო 1833 წელს ცნობილი ფრანც ბოპის(Franz Bopp) შემაჯამებელი შედარებითი გრამატიკა, სადაც ამ ენების ნათესაობის ყველა მონაცემია შეკრებილი და შეჯამებული.

 

ასე დაგროვდა მასალები და დაგდა კომპარატისტიკის ძლევამოსილი ეპოქა. რელიგიის მეცნიერებაც დაიბადა უპირველეს ყოვლისა, როგორც კომპარატისტული, შედარებითი მეცნიერება. იმ გერმანულ დეპარტამენტს კი, რომელიც ჩემი, როგორც რელიგიათმცოდნის განათლებაზეა პასუხისმგებელი ეწოდება  შედარებითი რელიგიათმცოდნეობის დეპარტამენტი.

ბერლინში მოღვაწე დიდი კომპარატისტის ბოპის დოქტორანტი და მოწაფე გახლდათ რელიგიის მეცნიერების დამფუძნებელი  ფრიდრიხ მაქს მიულერი, ფილოლოგ-კომპარატისტი…

როდესაც ფრიდრიხ მაქს მიულერი ამ საგნის პროპაგირებას ეწეოდა, მან იცოდა, რომ მისი მეცნიერული იდეის ხორცშესხმა დამოკიდებული იყო ახალ აღმოჩენებსა და შემეცნებით შედეგებზე.

1867 წელს ის წერდა: „ბოლო 50 წლის მანძილზე გასაოცარი გზით, სრულიად მოულოდნელად მოპოვებულ იქნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიების ავთენტური დოკუმენტები. ჩვენ ახლა ვფლობთ ბუდიზმის კანონიკურ ტექსტებს, ზოროასტრელთა ზენდ-ავესტაც აღარაა დაფარული წიგნი. რიგვედას ჰიმნებმა კი გვიჩვენეს თვით ჰესიოდესა და ჰომეროსის  მითოლოგიაზე ადრინდელი  რელიგიის მდგომარეობა, მესოპოტამიის მიწამ კი დაგვიბრუნა ის სახეები, რომლებიც თავის დროზე ძლევამოსილი სემიტური ტომებისგან თაყვანიცემებოდა. ბაბილონისა და ნინევიის ლურსმნულმა წარწერებმა თვით ბაალისა და ნისროხის ლოცვები გაგვანდო“…

აი ამ 50 -წლიანი ეპოქის მანძილზე ევროპული, ე.წ. მეცნიერული ერების (Wissenschaftsnationen) რამდენიმე დიდი სწავლულის, მეცენატის თუ უბრალოდ დიდი კულტუროლოგიური იდეებით შთაგონებული კაცის გზებმა ერთმანეთი გადაკვეთეს,  შედგა მათი შეხვედრა და თანხვედრა,  რაც ჩვენი სასაუბრო საგნის მეცნიერული ოდისეის ეპიზოდებად მოჩანს…

ახლა კი ზოგიერთი ამ ეპიზოდის შესახებ:

როცა შთაგონებულმა ეგვიპტოლოგმა ბარონმა კარლ ბუნსენმა(Baron Christian Karl Josias von Bunsen), პრუსიის ელჩმა, სანსკრიტისტ ვილსონთან (Horace Hayman Wilson)  ერთად, East India Company დაარწმუნა, რომ თანხა გამოეყო რიგ-ვედას გამოსაცემად, შემთხვევით შეხვდა იგი  ერთ ახალგაზრდა მეცნიერს, და სთხოვა მას ამ საქმიანობაში ჩაბმა. ეს მოხდა 1846 წელს. ფრიდრიხ მაქს მიულერი მაშინ იძულებული გახდა პრუსიის საელჩოში შინ გასამგზავრებელი ვიზა დაეკვეთა. მაქს მიულერი შემდეგ იგონებდა ამ შეხვედრას და  ბუნსენის ხატოვან სიტყვებს: „არაა საკმარისი მხოლოდ მადნის გამოტანა მაღაროდან, აგრეთვე გადარჩევა, გასუფთავება და გამოწრთობაც საჭიროა, სანამ იგი მართლაც კაცობრიობის სასარგებლო და ინტელექტუალურ საზრდოს თანამოღვაწედ გადაიქცეოდეს“ .

 

ბედნიერი დამთხვევა იყო ისაც, რომ პრუსიელი ბუნსენი წინასწარ იყო ინფორმირებული ალქსანდრ ფონ ჰუმბოლდტის მიერ ამ იმედისმომცემი ახალგაზრდა მეცნიერის შესახებ და პირდაპირ ფაქტიურად პრუსიის საელჩოში გადაწყდა მაშინ არამხოლოდ  ფრიდრიხ მაქს მიულერის მეცნიერული ბედი, არამედ რელიგიის მეცნიერების პერსპექტივაც. როდესაც ბუნსენმა მიულერის ფინანსური პრობლემების შესახებ aaaindex1შეიტყო, შესთავაზა: „ მე თქვენში ვხედავ საკუთარ თავს, ისევ ახალგაზრდას, თქვენთვის გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია, თქვენ ინგლისში უნდა დარჩეთ, სანამ თქვენი ვედების კრებული მზად იქნება და საამისოდ თუ ფული გჭირდებათ, ახლავე დავამზადებინებ თქვენთვის  ჩეკს“… შემდგომში ბუნსენის ცოლი ყვებოდა, რომ ამ 2 დიდი იდეალისტის შეხვედრა მისი ქმრის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა იყოო…

 

ამრიგად, ფ.მ. მიულერი რჩება ოქსფორდში და იგი 1854 წელს მიიღებს პროფესურას თანამედროვე ევროპული ენების სფეროში.

დროის რაღაც მონაკვეთში ოქსფორდში მოღვაწეობისას მან ბედად  ვერ მიიღო ინდოლოგის პროფესურა და ეს იყო აგრეთვე ალოგიკური, მაგრამ  ბედნიერი წარუმატებლობა. სამაგიეროდ 1868 წელს მან ჩაიბარა „შედარებითი რელიგიის“ პროფესურა, რაც ფაქტიურად „შედარებითი რელიგიის“ ანუ რელიგიათმცოდნეობის აკადემიურ ჩასახვას ნიშნავდა. აკადემიური საგნის დაბადებად ითვლება წელი, როცა ამ საგნის კათედრა დაარსდება. ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა არა დიდ ბრიტანეთში, არამედ ჟენევაში, 1873 წელს, რასაკვირველია, ფრანგულ ენაზე( გათებიც ხომ პირველად ფრანგულად გამოიცა).

 * * *

ფრიდრიხ მაქს მიულერს, როდესაც ის ოქსფორდში, 1870 წლიდან კითხულობადა „შედარებითი რელიგიათმცოდნეობის შესავალს“, უამრავი მსმენელი ჰყავდა და რადგან ყველა ვერ ეტეოდა დარბაზში, მას ერთიდაიგივე ლექციის წაკითხვა ორჯერ უწევდა…თვით დედოფალი ვიქტორიაც კი ესწრებოდა.

მოწმეები ყვებიან, რომ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელიაო…

 

1873 წელს მან ეს შესავალი გამოსცა წიგნად, რაც ერთგვარ თავდაცვით ღონისძიებას წარმოადგენდა, რადგან შტატებში ავტორისგან უკითხავად უკვე გამოიცა მისი ნაშრომი… ამავე ანუ 1873 წელს მზად იყო წიგნის ფრანგული, იტალიური და გერმანული ვერსიები.

 ახლა ზოგი რამ საგნის მეცენატების შესახებ: 1878 წლიდან რელიგიის მეცნიერულ შესწავლას ემსახურებოდა  ცნობილი ჰიბერტ-ლექციები.

 

sssdუფრო ცნობილი და რეზონანსული გამოდგა  შოტლანდიელი ლორდის – ადამ ჟიფფორდის(1820-1887) ლექტურა. ამ ლორდმა 80.000 გირვანქა სტერლინგი უანდერძა და  1885 წლიდან, სიცოცხლეშივე წამოიწყო რელიგიის მეცნიერული შესწავლის დაფინანსება. მის ანდერძში წერია, რომ მომხსენებლებმა რელიგიაზე ისევე უნდა ისაუბრონ, როგორც ამას თავის საგანში ასტრონომი ან ქიმიკოსი გააკეთებდა, ნეიტრალურად,ყოველგვარი რელიგიური მიკუთვნებულობისგან თავისუფლად და ემპირიული, საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის ბაზაზე. ლექტორი შეიძლებოდა ათეისტი ან აგნოსტიკოსიც ყოფილიყო.

Giford lectures

 ეს ცნობილი ლექტურა იმართებოდა და დღემდე იმართება  შოტლანდიის 4 ქალაქში: ედინბურგი, გლაზგო, აბერდეენი და სანტ-ანდრევსი…

 მიულერი გლაზგოში კითხულობდა, ხოლო  იმ ცნობილ მოაზროვნეებს შორის, რომელნიც აქ მიწვეულნი იყვნენ, ვხედავთ მაგ. უილიამ ჯეიმსს, ჯეიმს ფრეზერს, ვერნერ ჰაიზენბერგს,  ვალტერ ბურკერტს,  კარლ ბართს, პაულ თილიხს, ნილს ბორს, ჰანა არენდტს და სხვებს.

 2012 Sarah Coakley Sacrifice Regained: Evolution, Cooperation and Godმსხვერპლის დაბრუნება:ევოლუცია, კოოპერაცია და ღმერთი’;

2012-13 Steven Pinker, The Better Angels of Our Nature: A History of Violence and Humanity ‘ჩვენი  ბუნების საუკეთესო ანგელოზები: ძალადობისა და ჰუმანიზმის ისტორია’;

2012 Vilayanur Ramachandran Body and Mind: Insights from Neuroscience(Körper und Geist: Erkenntnisse ausNeuroscience) ‘სხეული და გონი – ნეირომეცნიერების მონაცემები’…

რელიგიის მეცნიერების საჯარო პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყო ასევე ხელი 1893 წელს ჩიკაგოში რელიგიების მსოფლიო პარლამენტის დაარსებამ.

Weltparlament der Religionen

დასკვნის სახით უნდა ითქვას შემდეგი:

რელიგიის მეცნიერების წარმატების ფორმულა მდგომარეობდა იმაში, რომ იგი  უკვე XIX  საუკუნეში თავისუფალი აზროვნების  სიმბოლოდ იქცა.  

 ეს ფაქტი კი იმას მოასწავებდა, რომ განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს XX საუკუნეში მისი ინსტიტუციონალიზაცია  უკვე საყოველთაო, გარდაუვალ აკადემიურ ღონისძიებად მოევლინებოდა  და იგი მეცნიერების იმ მწვანე რტოდ იქცეოდა, რომლის ხელში პყრობითაც რელიგიის უცხო, საიდუმლოებებით აღსავსე  და მრავალფეროვან  სამყაროში შესვლა შეიძლება.

ხლა კი, როგორც Postscriptum,  პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რა პროგნოზი შეიძლება გამოითქვას ამ საგნის აკადემიურ ეტაბლირებაზე ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში?

 რა წინაპირობებია საამისოდ საჭირო?  – ეს მკითხეს წინა მოხსენებაზეც, – და რა პროგნოზი შეიძლება გამოითქვას საქართველოში ამ საგნის აკადემიური პერსპექტივის თაობაზედ?

 სხვათაშორის, ამ საგნის ოქციდენტალურობა უარსაყოფ და პესიმისტურ არგუმენტად არ გამოდგება, ასეთივე ოქციდენტალური მოვლენაა თვითონ საჯარო ბიბლიოთეკა, სადაც ახლა ვსაუბრობთ, ასეთივე ოქციდენტალური მოვლენაა 1850 წელს დაარსებული ოპერის თეატრი, რომელიც ორიოდ ნაბიჯზე ჩვენ ზურსუკან დგას და თვით 1918 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტიც, რომელიც ამ ოპერის ცოტა ზემოთაა და ა.შ.

არ იფიქროთ, რომ ისეთი მიამიტი ვიყო,  რომ ამას ანუ ‘რელიგიის მეცნიერების’ დაარსებას შიშველი ხელებით ვცდილობდე; ამ თემაზე მხოლოდ ვსაუბრობ და მაქვს ჩემი პირადი პროგნოზი, რაც მე არსად არ ამომიკითხავს, უბრალოდ ვიგრძენი თუ დავინახე რაღაც კანონზომიერი კავშირი გათების გამოჩენასა და  რელიგიის აკადემიური საგნის დაბადებას შორის.

ასე, რომ ვიანგარიშოთ და სიმბოლურ თარიღად  გათების პირველი თარგმანის გამოჩენა  ანუ 1771 წელი ავიღოთ, გამოვა, რომ თვით ევროპაში 102 წელი დასჭირდა რელიგიის მეცნიერების  აკადემიურ ფორმირებას და დაფუძნებას, მის ინსტიტუციონალიზაციას.

ხლა შევადაროთ: ქართულ სინამდვილეში გიორგი ახვლედიანის პირველი შეხება ავესტის გათებთან 1914 წელს შედგა(1924 წელს გამოჩნდა პირველი 9 გათა. 1965 წელს კი ჟურნალში 17 გათა, ხოლო 1966 წელს – წიგნად).

თუ ამ 1914 -ს ავიღებთ საწყის ეტაპად, მაშინ გამოდის, რომ უკვე დროა ამ საგნის ანუ რელიგიის მეცნიერების აკადემიური საჭიროება ჩვენთანაც იქნას აღქმული და გააზრებული.

16-23.II.2014. Tbilisi, Georgia.

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s