საკუთარი და სხვისი რელიგია

მეგობრებო, მკითხველო, მოგეხსენებათ მეცნიერული წერილების მომზადებას დრო და რუდუნება ესაჭიროება.

რამდენიმე წერილი მომზადების პროცესშია.

ამასობაში კი, ამ ბლოგმა და თქვენ რომ არ მოიწყინოთ, გადავწყვიტე,შემოგთავაზოთ რამდენიმე ფეისჩანაწერი, რომლებიც, თუმცა სალაღობოა, მაგრამ ამ ბლოგის მიზანს და პროფილს მეტ-ნაკლებად შეესაბამება.

მე ზოგადად მიმაჩნია, რომ ჩემი ვირტუალური მწერლობა ჩვენი ერთობლივი შემოქმედების ნაყოფია, ამიტომ ამ ‚პირველ მერცხალს‘ გთავაზობთ თავის კომენტარებიანად. ავტორები ვართ ყველა. ჩვენი გვარ-სახელები ყოველშემთხვევისთვის  გარდავქმენი ფსევდონიმებად…

ისიამოვნეთ. ყველაფერი წინაა. წინაა რელიგიის რეფლექსირება.ხოლო რელიგიის  პრაქტიცირებამ ჩვენ ყოფა-ცხოვრებაში  ხომ  ისეთ მაღალ მწვერვალებს მიაღწია, სადაც უკვე სიცივისაგან ითოშებიან 🙂

საკუთარი და სხვისი რელიგია

3. Juli 2011 um 04:10

I. 

1989 წლისათვის, როდესაც მაჰატმა განდი ორმა თეოსოფმა ძმამგიტასწასაკითხად დაჰპატიჟა, მასთვისდა სამარცხვინოდარც სანსკრიტში არც გუჯარატში ჯერ თვალითაც კი არ ენახა ინდური აზროვნების ეს საფუძველდამდები ტექსტიინდოელ მოღვაწეებს ევროპელმა მეცნიერებმა  ასწავლესგზა შინისაკენ”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ რელიგიის მეცნიერებისმამის” – ფრიდრიხ მაქს მიულერის დამსახურება; ინდური კულტურის წინაშე მისი პიროვნული ღვაწლის მასშტაბები იმდენად დიდია და სათანადოდ დაფასებულიც, რომ დელიშიგოეთეს ინსტიტუტსმიულერის ინსტიტუტი ეწოდება. სხვათაშორის, მიულერს ხშირად მიმართავდნენ რეკომენდაციისათვის თეოსოფები და იგი მათთან გაცხოველებულ  მეგობრულ მიმოწერას აწარმოებდა. როგორც სხვაგანაც აღვნიშნავდით, ოქსფორდში თავისი მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში მაქს მიულერმარელიგიის მეცნიერებას’(Science of Religion) ქრესტომათიულ საფუძვლად მოუმზადააღმოსავლეთის წმინდა წიგნები” (Sacred Books of the East), წყაროთსაცავი ინდოეთის, ჩინეთისა და ისლამური ქვეყნებიდან, რომელიც მის სიცოცხლეშივე 50 ტომამდე ავიდა. რიგვედა, უპანიშადები და სხვა არაერთი ძველინდური აზროვნების ნიმუში მიულერის თარგმანების წყალობით გახდა ცნობილი და შემდგომში შთაგონების წყაროდაც გამოყენებული არაერთი ევროპელის, ინდოელისა თუ რომელიმე სხვაქვეყნელისათვის. – დიდი თუ მცირე მოაზროვნის ან მწერლისათვის. მაჰატმა განდის წინამორბედი დიდი ინდოელები: რამაკრიშნა (1836 – 1886) და სვამი ვივეკანანდა ( 1863 – 1902) ,- მასწავლებელი და მოწაფე,-  პირველთაგანნი იყვნენ, საკუთარი კულტურის დაფასება და უკუმოხედვა რომ ისწავლეს ევროპელ მეცნიერთაგან. მათ ერთად დააფუძნეს რამაკრიშნას საზოგადოება, რათა ძველინდური პირველქმნილი რელიგია – ’ადვაიტა ვედანტააღედგინათ. ვივეკანანდას პროგრამისტული სიტყვების ჟღერადობა იმის ნათელ მაგალითად შეიძლება გამოდგეს, თუ რაოდენ განსხვავებულ პრინციპებს ემყარება საკუთარი და სხვისი რელიგიის შეფასება; რასაკვირველია, არაობიექტურობას ვერ დავწამებთ ცნობილ მოღვაწეს და მისი მოსაზრება მომხიბლველადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ შეფასების კრიტერიუმია იმგვარად არჩეული, რომ ქრისტიანობა  ინდუიზმს თავისთავად ჩამორჩება და  ტოლს ვერ დაუდებს: ”აღსდეგ ინდოეთო, დაიპყარ მსოფლიო შენი სულიერებით, ჩვენია ეს რელიგია, რომელთანაც შეფარდებით ბუდიზმი ბალღურ ანცობად მოჩანს, ხოლო ქრისტიანობა იმიტაციურ კონკიადევროპის ხსნა დამოკიდებულია რაციონალურ რელიგიაზე, არადუალიზმი, აბსოლუტური ერთიანობა, უპიროვნო ღმერთის იდეაესაა ერთადერთი რელიგია, რომელიც ღირსია განათლებული კაცობრიობის საკუთრებად იქცეს…”

რასაკვირველია, რელიგიის მეცნიერების მამა და ინდოლოგი  თვითონ დისტანციურია ინდუისტური თვითწარმოდგენებისაგან, მაგრამ ჩვენი სასაუბრო თემისათვის არაერთ საინტერესო  მასალას გვაწვდის. ასე, მაგ. იგიშედარებითი რელიგიის შესავალშიმოგვითხრობს ერთი მოხსენების შესახებ, რომელიცთაიმსის” 1872 წლის 27 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულა. გთავაზობთ ამ ნაწყვეტს, რაც კალკუტაში ერთი ინდუისტი ლექტორის თვალსაზრისს გამოხატავს; საინტერესო ამ ნაწყვეტში ისაა, რომ არაერთი ისეთი  თვისება, რომელიც თვითცნობიერ ქრისტიანს საამაყოდაც კი  შეიძლება მიაჩნდეს, აქ პირიქითაა, რითაც ქრისტიანულ ღირებულებათა სისტემა თავდაყირაა დაყენებული.

ინდური რელიგია საუკეთესოა, რადგან მას სახელწოდება ადამიანისგან არ მიუღია, რადგან იგი არ ცნობს შუამავალს ადამიანსა და ღმერთს შორის. რადგან ინდოელი  თავის ღმერთს კრძალვით განადიდებს, ვითარცა სულის სულს; რადგან ინდოელს ძალუძს ყველგან განადიდოს ღმერთი: მუშაობის თუ გართობის დროს. თუკი სხვა რელიგიების მსახურები თავიანთ ღმერთებს სამუდამო ნეტარების გულისთვის ადიდებენ, ინდოელი მხოლოდ ღმერთის გულისთვის ჩადის ამას; ასეა, რადგან ინდური რელიგია ადამიანისგან  სიყვარულს არა მხოლოდ ადამიანის მიმართ, არამედ ყოველი არსების მიმართ ითხოვს; რადგან ინდური რელიგიის შეხედულებით ყველა რწმენა კარგია, იგი  სექტანტობით ან პროზელიტიზმით კი არაა დაკავებული, არამედ უმაღლესი ხარისხით ტოლერანტულია; ასეა, რადგანაც საბოლოოდ ინდოელის ლოცვავედრებას ყველა დროითი და გრძნობითი საგნების  სრული დავიწყების გზით ღმერთთან  სრული შერწყმა მოსდევს; რადგანაც ინდური რელიგიის დასაბამი  კაცობრიობის დასაბამს ემთხვევა; და რადგანაც მისი ყოვლადძლიერი გავლენა დასაბამიდან დღემდე გრძელდება როგორც სახელმწიფო ცხოვრების უმაღლეს მოვლენებზე, ასევე ყოველდღიურ საშინაო ყოფაცხოვრებაშიც”…

ეს ნარცისული, ობიექტურობისა და სუბიექტური თვითგანცდის ნაზავი შედეგია სწორედ სხვისი რელიგიის ელემენტარული არცოდნის, თუმცაღა სავსებით ჩვეული ამბავია, რომ კაცს საკუთარი რელიგია სხვისას ერჩივნოს და ასაბუთებდეს კიდევაც საკუთარის უპირატესობას.

II.

უფრო უარეს სურათს ვიღებთ, როდესაც საკუთარი რელიგიის უპირატესობის რწმენა სიტყვიდან საქმეზე გადადის.

ნაპოლეონი რომ ეგვიპტეში ჩავიდა, გაოცებული დარჩა ქრისტიანების ჩაცმულობით. მათ სხვადასხვა ფერის წაღი უნდა ცმოდათ. ქრისტიანებს ცხენზე ჯდომაც შეეძლოთ, ოღონდ უკუღმაახ, ჯობია, აღარ გავაგრძელოთთუმცაღა, ერთს მაინც დავძენთ: თვით რეფორმაციის მამასაც კი ისლამი ეშმაკის ხრიკად მიაჩნდა, ხოლო ისლამი ქრისტიანობის მიმართ თავიდანვე მეტ თანალმობას იჩენდა, როგორც წიგნიერი რელიგიისადმი, თუმცაღა ეს პრივილეგია ვაჰაბისტურმა მიმდინარეობამ, XVII საუკუნიდან უკვე აღარ გაიზიარაეჰ, რაღა შორს წავიდეთ, ჩვენთან მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა განშტოებები ერთმანეთს ეკლესიებად არ ცნობენ და როგორც ერეტიკოსს, წარწყმედას უწინასწარმწეტყველებენერთი ღმერთის, ტრადიციისა და კონფესიის მიმდევრობაც კი არ ყოფილა საკმარისი, რომ ერთმა მეორის რელიგია დაინდოს. ”მაგრა იტყვის, ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი”… ერთ ტაძარში მომსახურეებზე რაღას ვიტყოდით? ზოგჯერ ერთ მღვდელს მეორე ეჯავრება და იმის ჯამში იყურება, ჩემზე მეტი ხომ არ ერგოო; ადამიანურია, ეს და რას ვერჩით? ეს ხომ ის ადამიანური სენია, რასაც ზიგმუნდ სექს ფროიდიპატარა განსხვავებების ნარციზმსუწოდებს. ალბათ უამისოდ ადამიანს მეობა დაავიწყდებოდა! 🙂

უთარიღო და ფრაგმენტულიგაგრძელება და გაუკეთესება მოსალოდნელია….

………………………………………………………………………………………………………………………………………….

ინდუიზმი ახალ მწვერვალებს იპყრობს. ეგ ამასწინანდელი ვერშემდგარი ესსე იყო!. აი რას წერს თანამედროვე გურუ და მრავალი დასავლეთელის  თავისკენ მომაქცეველი სრი სრი! რუსულად არ ვარგა ცოტა!:) გერმანული უსოლიდურესი გაზეთი დღეს ბეჭდავს მასთან ინტერვიუს:

Sri Sri: Der Hinduismus hat viele Bücher und Propheten. Alles, wofür die moderne Gesellschaft steht, ist darin angelegt: Freiheit, Unabhängigkeit, Gleichberechtigung und sogar Demokratie.- ინდუიზმს ყველაფერი აქვს, რასაც თანამედროვე საზოგადოება საჭიროებს: მასში დაუნჯებული: თავისუფლება, თანასწორობა და თვით დემოკრატიაც კი

და რაღა საჭიროა სხვა რელიგიები? 🙂

აბა ჰკითხეთ, ეგაც ეცოდინება🙂

http://www.zeit.de/2011/27/Interview-Hindu-Sri-Sri

Diskussion – დისკუსია/დისკურსი, რომელიც ფეისბუკზე შედგა:

Zeli >  ესაა კამათი სხვადასხვა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის: http://www.facebook.com/media/set/… აქ 365 კომენტარია, თუ დაჯდა, სულ ჯოჯოეთით ემუქრებიან ერთიმეორეს!

Zeli > სრი სრი მაგარია: http://www.zeit.de/2011/27/Interview-Hindu-Sri-Sri ვაა, მაგრათ ასხია:))))

Zeli >  მაგრამ არსებობს მეგობრობაც, სულ იმედი არ გადაიწუროთ: http://www.facebook.com/photo.php?fbid=1024596835553&set=a.1024596395542.3918.1844226908&type=1&theater ვაა, კლიჩკოს ბოქსს ვუყურე და ისე ავღელდი, აღარ მეძინება! ძლივს მოგო, ეშმაკივით სწრაფი მეტოქე შეხვდა!

Agnus Ti >  რატომ ეჯავრებათ მართლმადიდებლებს ერთმანეთი და სხვებიც?!

Zeli >  მეც მაინტერესებს, რამე არსებითი მიზეზია საფუძველშივე? ნუთუ სიძულვილის რელიგიაა! ისე კი სხვებთან დაპირისპირების ნიადაგზეა აღმოცენებული და შესაძლებელია ამიტომ. მეორეც, მონოთეისტურ რელიგიებს ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ შეუწყნარებლობისკენ. თუ ერთი ღმერთია მხოლოდ, ავტომატურად სხვა ღმერთის თაყვანისმცემელი ზიზღის და ჯავრის ობიექტი ხდება. რასაკვირველია, პროფილაქტიკური სენტენციებიცაა, მაგ: ”ღმერთი სიყვარულია”, მაგრამ ეს წამალი ყოველთვის ვერ შველის

 Miriam Sologa>  kvelaperi sapudzvelshia, zelimkhan(dzlivs vcer am shens saxels)! “gadavpurclot“ istoria da mividet babilonamde, upro scorad,“ babilonis godolis“ dangrevamde…ertaderti scori pasuxi: “gikvardes mokvasi sheni, rogorc tavi sheni“, dzalian rtuli formulaa. me amis shegnebas vcdilob, michirs dzalian sakutari tavis gamoricxva…

Zeli > მირიამ, გერმანულადაც კითხულობ? ეგ სრისრი კაი რაღაცეებსაც ამბობს. ისე, მგონი დასავლელი ვარსკვლავების უმეტესობას ინდოელი გურუები ყავთ აყვანილი სულის მომწესრიგებლად, ისინი მათ რაღაც ფიზიკურ პრაქტიკებსაც სთავაზობენ(სუნთქვა, ვარჯიშები და მსგ.) და ეს ეტყობა ჭირდება თანამედროვე ადამიანსფიზიკური შეხება თომასავით. დროა მართლმადიდებლურ გიმნასტიკაზე იზრუნოს ვინმემ!

Zeli >  ნეტავ შენ ქართული ანბანი გადმოგირიცხოს ვინმემ

Miriam Sologa>  xo, kartuli anbani ar mackens, vici, dznelad ikitxeba. germanulad agar vkitxulob, samcuxarod, ivritma sheicira. ioga mec dzalian mainteresebs. imas, visac ucxoetis tempit ucxovria, suntkviti varjishebi namdvilad esachiroeba. ici Madonam raze gareka?

Zeli > არა, გუშინ ვნახე და არაფერი ტყობოდა::) რაზე გარეკა?

Miriam Sologa >  kabalis filosofiaze. ramdenime clis cin iko ak, gaecno, mere amerikashi didzali fulis dabandeba daicko skolebis da jgupebis gasaxsnelad. es religia nandvilad araa, arc ebraelebistvisaa mxolod. ADAMIANOBIS formula- pirutkvobidan adamamde. tu ginda, misamarts davdeb, gaecani, me ase vscavlob, garga amisa satelevizio arxi dgedagamea. kidev geubnebi: es araa moda da abtoritetebi.

Miriam Sologa>  rao madonam, gushin? hahaha…………..

Zeli >  დადე მირიამ, მე ისე ყველაფრი მაინტერესებს, მაგრამ მიმდევრობა არაფრისა მინდა. ჩარჩოდ მყოფნის ჩემი ტრადიციაქრისტიანულხალხური. ისე ყველგაანა ეგ რასაც ამბობ და მხოლოდ ჩაღმავება უნდა! სიცოცხლე რელიგიაზე მეტია და ერთი ტრადიციარელიგიის ამოჩემება ადამიანს სიცოცხლეს აშორებს და ტყუილი გამოდის მისი ცხოვრებაც!

Miriam Sologa>  me aranair religias ar vedzeb, mikvars chemi tradiciebi…didubis tetri cminda giorgi shoridan ise matbobs, amas poeziac ki ver gadmoscems. scorad tkvi, rom edzeb sicocxles, mec… www.kab.info

Tinatin Erk>  ვივეკანანდა და ,,ჯნანა იოგა„, მაგარია)) „პიარიცმაგარი აქვს, თეოლოგებიც ჰყავთ და იცნობს ყველა) ქრისტიანულ თეორემებზე (აღმოსავლეთ ევროპულ კონტექსტში), ვინმე მსჯელობს ასე საჯაროდ? იქნებ ესენიც მოეჩვენოთ არალოტალიტარულად?))

Zeli > ჰარატორელანტურს გულისხმობ თიკო? მაგას ვერ დაუკარგავ, რასაც ამბობსაჯარო საუბარს. ძალიან გამსვლელი კოზირები აქვთ

Miriam Sologa >  me kamatshi chabmas ar vapireb, mxolod zelimkhans vesaubrebi…

Zeli >  ამ სრისრის კაი მაყუთი აქვს და უბერავს რა თავისას! ეგრე გინდა 15 რელიგიას შევქმნიდი დღესვემამა ჰყავდა მაგარი ბრაჰმანი, საინტერესოა, თუ ნახეთ როგორ მიმართავს კორესპოდენტი : ”თქვენო უწმინდესობავ! ”:)))

Tinatin Erk>  ოფიციოზი სხვაა და ჭეშმარიტი ქრისტიანობა სხვა რაა ჭეშმარიტიც და რომელი, ესეც კვლევამ უნდა არკვიოს ალბათ))) ოფიციოზი თუ არატოლერანტულია, არ ნიშნავს მთლიანად ქრტისტიანობის არატოლერანტულობას, თუნდაც საქართველოში))))აქსიომებს ვისვრი)) ,,ტოლერანტიეგზარქოსებიც ახოვს ევროპას და გაგვგებენ) და დისკუსია არის ამ მხრივ საერთოდ?)) თუ აგრზელებენ ავსტრიული ჟურნალები .. სამხრეთ ოსეთის .. ავტოკეფალიაზე საუბარს მეცნიერულ ჟურნალებში?)) ესაა პრობლემა. ინფორმაციულად ვერ უზრუნველვყოფთ ქართველები ვერც საკუთარ მრევლს და ვერც დასავლეთ ევროპას, რომელიც აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ცუდად გვიცნობს))

Zeli >  თიკო, იცი მთავარი შეცდომა ჩემი აზრით რაა? იმ ზოგადადამიანურ სიკეთეს, რასაც კაცი ბუნებრივად სჩადის, იმ რელიგიას მიაწერენ, რასაც ის კაცი მისდევს. ასე რამდენი კარგი მუსლიმანია ან აფრიკელი წარმართი. კაი ადამიანის ხელში თუ ჩავარდება რელიგია სიკეთეს აფრქვევს, თუ ცუდის და ემემ კაობს ან თალიბანობს! ”ქართველი ადამიანირომ კეთილია ბუნებით ხომ გაგიგია, აფრიკელები რა აე არ არიან?

Nanatri Aleks> მე ვეთანხმები ბატონ ზელიმხანს. ყველა რელიგიის ადამიანი კეთილი და სხვა რელიგიებისადმი მიმტეველები უნდა იყოს. დავით აღმაშენებლის გზას უნდა დავადგეთ რელიგიაში და საქართველო ერთ მუჭად შევკრათ. ამას ყველაფერს ეკლესიის რეფორმა და მისი ნამდვილი განათლებული გაუსვრელი სასულიერო პირებით ჩანაცვლება სჭირდება. გუშინ მილიციონერი ან კკბშნიკი ან ფუნქციონერი კომუნისტი ანაფორაში გახვეული სულის სიმშვიდეს ვერ მოუტანს ჩვენს გატანჯულ ერს და ვერაფერს არგებს უძველეს მართმადიდებელ რელიგია. სასულიერო პირებმა თვითონ კი არ უნდა მოირგოს რელიგია არამედ ქვეყანას მოარგოს და ფეხი აუწყოს სინამდვილეს, როგორც სულიერ ისე ფიზიკური გადარჩენისათვის ილოცოს და არა მარტო ილოცოს როცა საჭიროა ხმალიც უნდა დაიჭიროს ერის გადასარჩენად.

Tinatin Erk>  მეც გეთენხმებით ალექსანდრე)) ერთი ფაქტორი – „ქვეყანას მორგებარაღაცნაირად ჟღერს. პოლიტიკურ კონიუნქტურას, ტან ერთმანეთის ჩამომგდებს ერთნაირად კვერს არ უნდა უკრავდეს ალბათ სასულიერო ოფიციოზიუნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია და ეს პოზიცა უნდა იყოს რეკომენდაციული და არა პოლიტიკური ელფერის))

Tinatin Erk>  Zel,მესმის)) მაგრამ ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან ამბროსი ხელაიას, ჭყონდიდელის ქრისტიანული მრწამსი და ,,ვეფხისტყაოსნისმგმობელ სასულიერო პირთა ,,ქრისტიანობა„? ) პიროვნებები განსხვადებიან .. არის მსოფლმხედველობა ქრისტიანულიც და ფსევდოქრისტიანულიც.რატომ არის აქცენტი ყოველთვის ამ უკანასკნელზე და არაა პირველზე? გასაგებია მხილება აუცილებელია, მაგრამ მხილება ხშირად გადადის მარაზმატიკულ სრულ პროტესტში საერთოდ მთლიანად მართლმადიდებლობისადმი) მაგრამ ჩვენთან პრობლემა არის რადიკალიზმი. ფანატიკური და ჰიპერლიბერალური წრეების ჭიდილი)))) რაცალბათ ისევ რელიგიური გაუნათლებლობის, და ზოგადად, გაუნათებლობის ბრალიაამიტომ თეოლოგებს მძიმე გზა გაქვთ)))))))) ძნელია ბალანსის დაცვა ზოგადად, ადამიანურად, მაგრამ თქვენს შრომაზე და პოზიციაზე შეძლება ბევრი რამ იყოს დამოკიდებული)

Nanatri Aleks> სრულად ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი, მაგრამ ერთი სინამდვილეა არასოდეს არცერთმა რელიგიამ არცერთ სახელმწიფოს ხელის შემშლელი ფაქტორები არ უნდა შეუქმნას აღმშენებლობაში და მითუმეტეს ომის დროს ეს ჩემი აზრია და მგონი ბევრი გამზიარებელი ეყოლება. მძიმე რელიგია მოსაწყენი და არა საჭიროა საჭიროა რელიგიის ლიბერიზაცია. ხოლო ისინი ვინც ამას არ ეთანხმება ჩამობრძანდნენ ჯიპებიდან ცოლებიც და შვილებიც ჩამოაბრძანონ გადასცენ თავიანთი ქონება უპტრონო მოხუცებისა და ბავშვების თავშესაფარს და წავიდნე განმარტოებულ მონასტრებში, რომელიც უამრავია საქართველოში და ასკეტურად იცხოვრონ. ჩვენ კი ავაშენებთ წესიერ ქვეყანასწესიერი სასულიერო პირების ლოცვა კურთხევით.

Agnus Ti>  რელიგიასა და რწმენას შორის დიდი სხვაობაა.ჩემთვის ქრისტე არაა რელიგია.მე არ ვეკუთვნი არცერთ რელიგიურ დაჯგუფებას.ეს ინსტიტუტები საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ადამიანების დასამორჩილებლად,დასასჯელად და შესაშინებლად არიან.იესო ქრისტე კი სიყვარულს,თავისუფლებას,მეგობრობას….გვასწავლის.

Nanatri Aleks>  გაიხარე. მეც ჩემს თავში მსგავსს ვგრძნობ. იესო მოავლინეს ამ ქვეყანას იმისათვის, რომ სათნოება და ცივილიზაციის ნაპერწკალი გაეღვივებინა ნახევრად ველურ ბრბოში. რამდენად მოხერხდა ეს ყველამ კარგად იცის. ეკლესიამ ინტერპრეტაცია გაუკეთა ქრისტეს შემოქმედებას და დაიწყეს ყოველივე მეცნიერული ღირებულებების განადგურება. შეთზხზეს ზღაპრები და ხალხს გამოუჭედეს თავები. სახელმწიფოების მეთაურებს აწყობდა მორჩილი ხალხი. ნადგურდებოდა ყველაფერი ახალი. გავიხსენოთ ამ მწვალებლური რელიგიის მიერ დასჯილი ადამიანები და ქვეყნები. ბანდიტი ჯვაროსნები, ჯორდანო ბრუნოს წამება, შოთა რუსთაველის წიგნების დაწვა და რა მოთვლის დანაშაულებს იესოს სახელს ამოფარებულნი, რო სჩადიოდნენ. დღეს სხვა დროა ჩვენ და მთელი მსოფლიო ვაშენებთ ახალ კანონის მორჩილ ცივილურ ფასეულობებზე აგებულ ქვეყანას. ამიტომ ხელის შეშლა არავის ეპატიება.

Nanatri Aleks> სრულად ვეთანხმები ავტორს. და ერთი მთავარი არსი რელიგიის გიყვარდეს მტერი შენი ისე, როგორც მოყვასი შენი. დღეს ეჭვები მაწუხებს ჩვენი საპატრიარქო ასრულებს ამ აუცილებელ დოგმად ქცეულ მცნებას? თუმცა სხვას რას ასრულებს ქრისტეს მიერ დანაბარები ანდერძიდან?

Postscriptum: სრისრის არ აწყენინოთ, ყველა რელიგია, რელიგიური მცდელობა თუ ტენდენციური თვითწარმოდგენაც კი საინტერესოა და კვლევას იმსახურებს. რელიგიის მეცნიერება ამა თუ იმ რელიგიის ავ-კარგს არ არკვევს, არ განსჯის და ა.შ. თუ ამ ფეისბუკურ ჩანაწერში ამ მხრივ რაიმე ვერაა რიგზე, ეს განაგდეთ, ვითარცა ჯერკუალი…

267441_233339650023224_5538502_n

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google Foto

Du kommentierst mit Deinem Google-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s